ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, აჭარის ა/რ ოთხ სამინისტროში, უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შორის რამდენია ქალი და რა პოზიციებზე მუშაობენ ისინი, ასევე, რამდენია მათი შრომის ანაზღაურება და არის, თუ - არა დაცული გენდერული ბალანსი ამ მიმართულებით.
აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე სულ 64 ადამიანი მუშაობს. აქედან 33 ქალია, ხოლო 31 - მამაკაცი.
ცხრილი 1: აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გენდერულ ჭრილში
თანამდებობა | დასაქმებულთა რაოდენობა | პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ | |
ქალი | კაცი | ||
მთავრობის თავმჯდომარე | 1 | 5 750 | |
მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი | - | 3 | 2 250 |
მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე | 2 | - | 2 250 |
მთავრობის აპარატის უფროსი | - | 1 | 3 700 |
დეპარტამენტის უფროსი | 3 | 8 | 3 200 |
განყოფილების უფროსი | 2 | 3 | 2 800 |
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 26 | 15 | 1 800 |
წყარო:აჭარის ა/რმთავრობა
მთავრობის აპარატში ყველაზე მეტი ქალი მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტადაა დასაქმებული და მათი შრომის ანაზღაურებაც გაცილებით დაბალია. მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებული მამაკაცები წლის განმავლობაში ჯამში - 601 800 ლარს, ხოლო ქალები 236 400 ლარს, 2.5-ჯერ ნაკლებს, გამოიმუშავებენ.
გენდერული ბალანსი, ერთი შეხედვით, დაცულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატში. აქ სულ 82 ადამიანია დასაქმებული - 41 კაცი და ამდენივე ქალი. თუმცა, ხელმძღვანელ და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, მინისტრის თანამდებობის ჩათვლით, უფრო მეტი მამაკაცი მუშაობს.
ცხრილი 2: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა ანაზღაურება გენდერულ ჭრილში
თანამდებობა | დასაქმებულთა რაოდენობა | პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ | |
ქალი | კაცი | ||
მინისტრი | - | 1 | 4 750 |
მინისტრის 1-ლი მოადგილე | - | 1 | 3 700 |
მინისტრის მოადგილე | - | 1 | 3 400 |
მინისტრის მრჩეველი (ხელშეკრულებით დასაქმებული) | 1 | - | 1 800 |
მინისტრის თანაშემწე (ხელშეკრულებით დასაქმებული) | - | 1 | 1 800 |
დეპარტამენტის უფროსი | 2 | 7 | 2 900 |
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | - | 4 | 2 700 |
განყოფილების უფროსი | 4 | 14 | 2 300 |
მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 32 | 11 | 1 600 |
წყარო:აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკისსამინისტრო
ცხრილიდან ჩანს, რომ ხელმძღვანელის პოზიციაზე დასაქმებულთა შორის 6 ქალია და 25 კაცია. ქალებს, ძირითადად, მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციები უჭირავთ. თანამდებობის პირი მამაკაცები წლის განმავლობაში ჯამურად - 901 800 ლარს, ქალები კი 5- ჯერ ნაკლებს, 180 000 ლარს იღებენ.
ქალზე მეტი მამაკაცი მუშაობს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.
ცხრილი 3: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა ანაზღაურება გენდერულ ჭრილში
თანამდებობა | დასაქმებულთა რაოდენობა | პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ | |
ქალი | კაცი | ||
მინისტრი | - | 1 | 4 750 |
მინისტრის მოადგილე | - | 1 | 3 700 |
დეპარტამენტის უფროსი | 4 | 5 | 2 900 |
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | - | - | ვაკანტური |
განყოფილების უფროსი | 1 | 6 | 2 300 |
მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 12 | 17 | 1 600 |
წყარო:აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისსამინისტრო
უწყების აპარატში თანამდებობებზე დასაქმებულია 13 კაცი და 5 ქალი. ამიტომ ქალები 166 800 ლარს, ხოლო კაცები 2.6-ჯერ მეტს, წლიურად ჯამში 441 000 ლარს გამოიმუშავებენ.
გენდერული ბალანსი შედარებით დაცულია აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სადაც მინისტრი ქალია.
ცხრილი 4:აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულთა ანაზღაურება გენდერულ ჭრილში.
თანამდებობა | დასაქმებულთა რაოდენობა | პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ | |
ქალი | კაცი | ||
მინისტრი | 1 | - | 4 750 |
მინისტრის პირველი მოადგილე | - | 1 | 3 700 |
მინისტრის მოადგილე | 1 | 2 | 3 400 |
მინისტრის თანაშემწე | 1 | 1 800 | |
დეპარტამენტის უფროსი | 3 | 4 | 2 900 |
განყოფილების უფროსი | 4 | 2 | 2 300 |
მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 25 | 5 | 1 600 |
მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი | 1 | - | 900 |
წყარო:აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტისსამინისტრო
აღნიშნულ სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებს ქალები და მამაკაცები ერთნაირი რაოდენობით იკავებენ. შრომის ანაზღაურებას მხრივაც, ბალანსი თითქმის დაცულია - თანამდებობის პირი ქალები წელიწადში ჯამურად 312 600 ლარს იღებენ, მამაკაცები კი 320 400 ლარს გამოიმუშავებენ.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატშიც ხელმძღვანელ პოზიციებზე კაცების უპირატესობა შეინიშნება.
ცხრილი 5: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გენდერულ ჭრილში
თანამდებობა | დასაქმებულთა რაოდენობა | პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ | |
ქალი | კაცი | ||
მინისტრი | - | 1 | 4 750 |
მინისტრის პირველი მოადგილე | 1 | 1 | 3 700 |
მინისტრის მოადგილე | 1 | 2 | 3 400 |
მინისტრის მრჩეველი | 2 | - | 1 800 |
დეპარტამენტის უფროსი | 4 | 6 | 2 900 |
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | - | 1 | 2 700 |
განყოფილების უფროსი | 3 | 1 | 2 300 |
მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი | 23 | 11 | 1 600 |
წყარო:აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს აპარატში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასაქმებული 12 კაცი ჯამურად წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 451 800 ლარს იღებს, 9 ქალი - 307 200 ლარს.
გენდერული დისბალანსი აშკარაა აჭარის ა/რ მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან ორი ქალია. მათ შორის ერთი კომისიის თავმჯდომარე, მეორე - უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მდივანი.
ცხრილი 6: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრების ანაზღაურება გენდერულ ჭრილში
თანამდებობა | დასაქმებულთა რაოდენობა | პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ | |
ქალი | კაცი | ||
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | - | 1 | 5 750 |
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე | - | 1 | 4 900 |
უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე | 1 | 5 | 4 700 |
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე | - | 3 | 4 250 |
უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე | - | 4 | 4 700 |
ფრაქციის მდივანი | 1 | - | 4 100 |
უმაღლესი საბჭოს რიგითი წევრი | - | 5 | 3 900 |
წყარო:აჭარის ა/რ უმაღლესისაბჭო
კვლევამ აჩვენა, რომ ერთნაირ პოზიციებზე მომუშავე ქალისა და მამაკაცის ანაზღაურება ანალოგიურია და ამ მხრივ გენდერული მიდგომა დაცულია. დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ აჭარის რეგიონში მოქმედი სამინისტროებისა და მთავრობის აპარატებში მამაკაცებს ხელმძღვანელ თანამდებობებზე უფრო ხშირად ნიშნავენ, ვიდრე ქალებს.