იტვირთება

კვლევის შეჯამება

2017 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებაშეიტანა. ამ ცვლილებით, საკრებულოს თანამდებობის პირთა წრე გაიზარდა და მას ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დაემატა. დღეს მოქმედიკანონით(მუხ. 32), საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. ეს იმ პირთა წრეა, რომლებიცკანონითშრომის ანაზღაურებას იღებენ, განსხვავებით საკრებულოსსხვაწევრებისგან.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საპარლამენტო განხილვების დროს, ფაქტ-მეტრმაკვლევაცმოამზადა,რომელშიც (კოდექსში შესატანი ცვლილების გამო) ხარჯების მოსალოდნელი ზრდა იყო ნავარაუდევი.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, როგორ აისახა საკანონმდებლო ცვლილება საკრებულოების ხარჯებზე ძალაში შესვლიდან ხუთი თვის შემდეგ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმდინარე მოწვევის საკრებულოების (9 მუნიციპალიტეტი) ფარქციების ხარჯი, წინა მოწვევის საკრებულოების (10 მუნიციპალიტეტი) იმავე ხარჯთან შედრებით,ჯამში, 481 560 ლარითაა გაზრდილი.ეს ზრდა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნით არის გამოწვეული. სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმდინარე მოწვევის საკრებულოებში303 წევრიდან 169 თანამდებობის პირია.ამდენად, 169 პირი შრომის ანაზღაურებას იღებს. წინა მოწვევის საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა 139 იყო.

ანალიზი

გასული წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების (მუხ. 38) შემდეგ, ყველა ფარქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო იმ ფრაქციას, რომლის წევრთა რაოდენობა ცხრას აღემატება - ორი მოადგილე (ეს წესი მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე არ ვრცელდება). ფრაქციის შექმნისთვის საკრებულოს მინიმუმ სამი წევრის გარეთიანებაა საჭირო. ფაქტ-მეტრი აღნიშნული თანამდებობის არსებობის მიზანშეწონილობაზე უკვეწერდა. როგორც ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, ზემოაღნიშნული ცვლილების მიზანი მხოლოდ ანაზღაურებადი თანამდებობების შექმნა იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევის წესსსაარჩევნო კოდექსიარგულირებს. საკრებულოს წევრთა რაოდენობას კი კოდექსის 140-ე მუხლი განსაზღვრავს. კონკრეტული მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობა 15 პროპორციულად არჩეული წევრით და ამ თემში გაერთიანებული ადმინისტრაციული ერთეულებიდან არჩეული მაჟორიტარებით კომპლექტდება. ხოლო, თვითმმართველ ქალაქში 15 პროპორციული წესით არჩეული წევრია, 10 კი მაჟორიტარული სისტემით. სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, ჯამში, 303 წევრია. აქედან 130 პროპორციული, ხოლო 173 მაჟორიტარული წესით არის არჩეული. ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია, ხოლო ყველაზე ნაკლები - ქალაქ ფოთში (იხ. გრაფიკი1).

გრაფიკი 1:სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრთა რაოდენობა (მიმდინარე მოწვევა)

image001

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წინა მოწვევის საკრებულოებს ფრაქციების ჯამური ხარჯი, თანამდებობრივი სარგოს სახით, წლიური 1 356 840 ლარი იყო. ეს ხარჯი საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეთა სარგოს წარმოადგენდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ, მსგავსი ხარჯი არა მხოლოდ ფარქციის თავმჯდომარის სარგოა, არამედ მისი მოადგილ(ებ)ის. ამდენად, ხარჯები გაზრდილია და მიმდინარე მოწვევის საკრებულოში წელიწადში 1 838 400 ლარს შეადგენს. დღეისთვის, წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აღნიშნული ხარჯები 481 560 ლარითაა გაზრდილი.

გრაფიკი 2:სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილე(ებ)ის თანამდებობრივი სარგოს წლიური მაჩვენებელი (ლარი)

image002

როგორც აღვნიშნეთ, ფრაქციების თანამდებობის პირების ანაზღაურების ხარჯები გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა ქალაქ ფოთის საკრებულოშია - 169 200 ლარი. ხოლო, კლება ზუგდიდის საკრებულოში ფიქსირდება (იხ. გრაფიკი 2). თუმცა, აქ აღსანიშნავია ორი გარემოება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობა 50 წევრისგან შედგება და ყველაზე დიდი ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჰყავს, რომელთა რაოდენობა 33 წევრს შეადგენს; ასევე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებამდე, დღევანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ორი მუნიციპალიტეტი იყო. შესაბამისად, ორი საკრებულო არსებობდა და ხარჯებიც მეტი იყო.

გრაფიკი 3:სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიმდინარე მოწვევის საკრებულოების ფრაქციების ხარჯის ცვლილება წინა მოწვევის საკრებულოებთან შედარებით (ლარი)

Capture

სამეგრელო-ზემო სვანეთის წინა მოწვევის 10 საკრებულოში, 2017 წლის მდგომარეობით, 69 ფრაქცია არსებობდა, ხოლო მიმდინარე მოწვევის ცხრა საკრებულოში, ჯერჯერობით, 51 ფრაქციაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციის რაოდენობა შემცირებულია, საკრებულოს თანამდებობის პირთა (ის პირები, რომლებიც შრომის ანაზღაურებას იღებენ) რაოდენობა გაზრდილია. ეს კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნითაა განპირობებული, რადგან დღეს არსებული 51 ფრაქციის პირობებში, ფრაქციის თანამდებობის პირების რაოდენობა 105 შეადგენს.

გრაფიკი 4:ფრაქციების და თანამდებობის პირების რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში

image004

ზემოთ აღნიშნული თანამდებობის პირების გარდა, მნიშვნელოვანია განვიხილოთ საკრებულოს თანამდებობის პირთა (სრული) რაოდენობა. წინა მოწვევის 10 საკრებულოში 139 თანამდებობის პირი იყო, ხოლო საკრებულოს წევრი კი - 296 პირი (იხ. გრაფიკი5). მიმდინარე მოწვევის 9 საკრებულოში წევრთა რაოდენობა 303-ია, საიდანაც 169 წევრი ანაზღაურებად თანამდებობას იკავებს (იხ. გრაფიკი 6).

გრაფიკი 5:სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წინა მოწვევის საკრებულოების წევრთა და თანამდებობის პირთა რაოდენობა და მათი პროცენტული შეფარდება

image005

შენიშვნა:ზუგდიდი - ორი საკრებულოს მონაცემების ჯამი

გრაფიკი 6:სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიმდინარე მოწვევის საკრებულოების წევრთა და თანამდებობის პირთა რაოდენობა და მათი პროცენტული შეფარდება

image006

რაც შეეხება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოს (ხელფასი) ოდენობის ცვლილებას - წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულობში სარგოს ოდენობა გაიზრდა, ხოლო შემცირებით, არცერთ მუნიციპალიტეტში არ შემცირებულა.

ცხრილი 1:სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილის სარგო (ლარი)

სენაკი აბაშა ფოთი წალენჯიხა ჩხოროწყუ მესტია მარტვილი ხობი ზუგდიდი
თავმჯდომარე
2014 - მოწვევა 1700 1650 2400 1350 1350 1350 1687 1500 2000
2017 - მოწვევა 1700 1650 2500 1350 1350 1350 1700 1550 2000
სხვაობა 0 0 100 0 0 0 13 50 0
მოადგილე 1200 1200 2200 1100 1100 1050 1250 1200 1250

შენიშვნა:ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანაბარი თანამდებობრივი სარგო

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ფრაქციის შექმნის არსებული რეგულაცია საშუალებას იძლევა, რომ დღეს არსებული საკრებულოების შემადგენლობის გათვალისწინებით, კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნას, რაც ხარჯების დამატებით ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თანამდებობის პირთა ფარდობა საკრებულოს წევრთა რაოდენობასთანსაშუალოდ 57%-ია. წინა მოწვევის საკრებულოების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი48.8% იყო[1]. ამ კუთხით,მესტიისმუნიციპალიტეტის საკრებულო გამოირჩევა, სადაც ეს მონაცემი67.7%-ია (2/3).ასევე,60%-საჭარბებსჩხოროწყუს, ფოთის, აბაშისადამარტვილისსაკრებულოების მაჩვენებელი.

საკრებულოს წევრის საქმიანობა მოხალისეობაზეადაფუძნებული, რადგან ის უფლებამოსილებას სამსახურეობრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად ახორციელებს[2]და დამსაქმებელს ან სხვა პირს არ აქვს უფლება რამით შეზღუდოს[3]. დღეს არსებული მდგომარეობით კი, საკრებულოს წევრთა ½ -ზე მეტი შრომის ანაზღაურებას იღებს, რაც საკრებულოს წევრობის პრინციპებს ერთგვარად ეწინააღმდეგება.

ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრების, თანამდებოების პირებისა და ფრაქციების რაოდენობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთაქ.

[1]საშუალო შეწონილი მაჩვენებელი.

[2]ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 41-ე მუხლი „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია, მხოლოდ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა“.

[3]ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-40 მუხლი „საკრებულოს წევრის დამსაქმებელს უფლება არ აქვს, შეზღუდოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი კომისიის, ფრაქციის და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. დაუშვებელია ამ საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა ან სხვაგვარი დისკრიმინაცია“.


მსგავსი სიახლეები

2665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი