იტვირთება

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ბათუმის მუნიციპალიტეტის25კაციან წარმომადგენლობით ორგანოში19„ქართული ოცნებას“ წარმოადგენს,ოთხი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო თითო წარმომადგენელი ჰყავთ „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბათუმის საკრებულოში სულ ოთხიფრაქციაა, აქედან სამი -„ქართული ოცნების“ წევრების და ერთიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილია.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა რაოდენობის თანხის გაღება უწევს ადგილობრივ ბიუჯეტსსაკრებულოსწევრების შრომის ანაზღაურებისთვის.

2014წლიდან დღემდე საკრებულოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებაში ზრდისდინამიკაშეინიშნება. თუ საანგარიშო პერიოდის საწყის მაჩვენებელს 2017 წლის ანალოგიურ პარამეტრთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ2016 წლის უმნიშვნელო კლების გარდა ანაზღაურების ხარჯი იმატებს.

ცხრილი1:ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებაში გახარჯული თანხა, 2014-2017 წლები

წელი 2014 2015 2016 2017
ხელფასი 184 989 240 490 241 398 257 158
პრემია 124 292 142 283 135 948 132 248
სულ 309 281 382 773 377 346 389 406

წყარო:ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

2017 წელსხელფასისთვისგანკუთვნილი თანხა, 2014 წელთან შედარებით, 72 169 ლარით (39%) არის გაზრდილი. რაც შეეხება ანაზღაურების ჯამურ მაჩვენებელს, როგორც აღვნიშნეთ,მცირედი კლება შეინიშნება 2016 წელს, ხოლო 2017-ში, საწყის შესადარებელ პარამეტრთან მიმართებით, გაზრდილია 80 125 ლარით, ანუ 25.9%-ით.

ინფორმაციისთვის, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ბათუმის საკრებულოში 13 ანაზღაურებადი თანამდებობა იყო - საკრებულოს თავმჯდომარის, მისი ორი მოადგილის, ხუთი კომისიის თავმჯდომარისა და ამდენივე ფრაქციის თავმჯდომარის. 2017 წლის ნოემბრიდან მდგომარეობა შეიცვალა. დღეს საკრებულოში ოთხი ფრაქციაა, მათ შორის,სამი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შექმნეს, ხოლო ერთი - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.ფრაქციის თავმჯდომარეებს მოადგილეები ჰყავთ.აქედან გამომდინარე, ანაზღაურებადი თანამდებობები ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეთახარჯზე გაიზარდა. ბათუმის საკრებულოს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,2018 წლის პირველ სამ თვეში ხელფასსსამი მოადგილე იღებდა.მოადგილე არჰყავდაფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარეს.

ვინაიდან საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია 2018 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ მხოლოდგანვლილსამ თვესმოიცავდა, ჩვენ საანგარიშოდ წინა წლების სამთვიანი პერიოდები ავიღეთ.

ცხრილი 2:ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულოსთანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება 2014-2018 წლების სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მიხედვით

წელი 2014 2015 2016 2017 2018
ხელფასი 49 080 60 240 64 494 65 080 103 040
პრემია 33 232 30 120 30 700 31 600 -
სულ 82 312 90 360 95 194 96 680 103 040

წყარო:ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

საანგარიშო პერიოდში, სამი თვის მონაცემებით, შრომის ანაზღაურების ჯამური თანხა თანდათან იზრდება და 2018 წელს 103 040 ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20 728 ლარით ანუ25.2%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომსაკრებულოს თავმჯდომარემ,სულიკო თებიძემ პირველი ხელფასი 2017 წლის ნოემბერში აიღო, 773 ლარის ოდენობით, ხოლო დეკემბერში მან 2 200-ლარიან განაკვეთთან ერთადამავე რაოდენობისპრემია მიიღო. წლის ბოლომდე, ნოემბერ-დეკემბერში,ახალთავმჯდომარესშრომისანაზღაურების სახით 5 133ლარი დაერიცხა.მიმდინარეწლის პირველი სამი თვის მიხედვით,გაზრდილიამხოლოდსაკრებულოს თავმჯდომარისანაზღაურება,ხოლოფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეების- უმნიშვნელოდ მცირდება.

თუმცა,ეს კლება დროებითი აღმოჩნდა.ბათუმის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო, ასევეფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობაგაიზარდა2018 წლის 15 თებერვლის # 13დადგენილებით,რომელიცძალაში 15 მარტს შევიდა.

ცხრილი3:ბათუმის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგო 2018 წლის 15 თებერვლის #13 დადგენილების მიხედვით

თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო, ლარი
საკრებულოს თავმჯდომარე 1 4 500
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2 3 400
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 5 2 900
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 4 2 900
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 5 2 000

წყარო:ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

თუ ამ მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ,მომდევნო ცხრა თვეშითანამდებობრივი სარგოს სახითსაკრებულოს თავმჯდომარე - 40 500 ლარს, მისი ორი მოადგილე ჯამში - 61 200 ლარს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები- 130 500 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარეები- 104 400ლარს, ხოლო მათი მოადგილეები90000 ლარსმიიღებენ. მთლიანობაში ეს თანხა426 600ლარია.თუ ამ პარამეტრსპირველი სამი თვის მონაცემსაც(103 040)დავამატებთ, მთლიანობაში529 640 ლარს მივიღებთ, რაცწინა წლისანალგიურ მაჩვენებელს140234 ლარით აღემატება.

გარდა ამისა, 2018 წლის 15 თებერვლის # 16დადგენილებით, 600 ლარით ანაზღაურდება საკრებულოს იმწევრთაშრომა, რომლებიც პოლიტიკური თანამდებობის პირები არ არიან.


მსგავსი სიახლეები

3008 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი