წლის 11 თვეში კაპიტალურმა ხარჯებმა 2 445.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 525.5 მილიონი ლარით აღემატება. ხოლო, 2018 წლის კაპიტალური ხარჯების მოცულობის წინაწარი მაჩვენებელი 3 308.4 მილიონი ლარია.
ანალიზი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილ კაპიტალურ დანახარჯებზე ისაუბრა და აღნიშნა:„გასულ წელთან შედარებით, 2017 წლის 11 თვეში 500 მლნ ლარით არის გაზრდილი კაპიტალური პროექტების დაფინანსება, ხოლო მისი მოცულობა 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის მაჩვენებელი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს“.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპიტალური პროექტები კაპიტალური გრანტების, სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების, არაფინანსური აქტივების ზრდის და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლებიდან ფინანსდება.
საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის 11 თვეში და 2017 წლის 11 თვეში,კაპიტალური პროექტების დაფინანსება (ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით) შესაბამისი მუხლებით, შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 1:
კაპიტალური პროექტების დაფინანსება 2016-2017 (11 თვე) წლებში
კაპიტალური პროექტები | 2016 წლის 11 თვის ფაქტი | 2017 წლის 11 თვის ფაქტი | 2017 წლის ფაქტი (წინასწარი) |
სულ კაპიტალური გრანტები | 0.0 | 211.7 | 351.2 |
სხვადასხვა კაპ. ხარჯები | 356.7 | 201.4 | 285.6 |
არაფინანსური აქტივების ზრდა | 1,094.4 | 1,388.5 | 1,677.1 |
ფინანსური აქტივების ზრდა | 468.5 | 643.4 | 994.5 |
სულ | 1,919.5 | 2,445.0 | 3,308.4 |
კაპიტალური პროექტების დაფინანსება 2017 წლის 11 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 525.5 მილიონით არის გაზრდილი. 2017 წლის წინასწარი მონაცემით კი, კაპიტალური ხარჯების მოცულობა 3.3 მილიარდზე მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპიტალური ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი 3 306.0 მილიონ ლარს შეადგენს, სადაც 2 590.0 მილიონი არაფინანსური აქტივების ზრდის, ხოლო 716 მილიონი ფინანსური აქტივების ზრდის მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელზე მოდის.