• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2018 წლის იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია

2018 წლის იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვრის თვის რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა,

01/03/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვრის თვის რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის იანვრის მონაცემებსაც მოიცავს, რაც ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.

2018 წლის იანვრის კრიმინალური ქრონიკა, რომელსაც საზოგადოება მედიასაშუალებებით ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებდა თვალს, სტატისიკაშიც სათანადოდ აისახა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). კერძოდ, 2018 წლის იანვარში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულ  დანაშაულთა რიცხვი 824 ერთეულით გაიზარდა. ამასთან, შემცირებულია გახსნის მაჩვენებელი (2018 წელს - 29.52%, 2017 წელს - 38.48%).

აღსანიშნავია, რომ 2013-2018 წლებში, იანვრის თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ წელს დაფიქსირდა (4 410 დანაშაული).

 

გრაფიკი 1: 2013-2018 წლებში იანვრის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

image001

 

წინა წლებთან შედარებით 2018 წლის იანვარში თითქმის ყველა სახის დანაშაულის მატება შეინიშნება. კერძოდ, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი სიცოცხლის წინააღმდეგ (63 ერთეულით გაიზარდა), ჯანმრთელობის წინააღმდეგ (343 ერთეულით), ადამიანის უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ (79 ერთეულით), ოჯახისა და არასრულწლოვანის წინააღმდეგ (5 ერთეულით), საკუთრების წინააღმდეგ (549 ერთეულით) მიმართული დანაშაულები.

2018 წლის იანვარში კვლავ შენარჩუნებულია ნარკოტიკული დანაშაულების კლების ტენდენცია  (2017 წლის იანვართან შედარებით 257 ერთეულით იკლო). ამასთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულმა (74 ერთეულით)  და  სატრანსპორტო დანაშაულებმა (18 ერთეულით).

 

ცხრილი 1: 2013-2018 წლების იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა დანაშულის ძირითადი სახეობების მიხედვით

  2013 2014 2015 2016 2017 2018
საერთო რაოდენობა 3 927 3 768 3 062 3 183 3 586 4 410
სიცოცხლის წინააღმდეგ 187 141 109 148 159 222
ჯანმრთელობის წინააღმდეგ 453 311 366 456 432 775
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 79 32 47 39 57 136
დანაშაული ოჯახისა და არასრუწლოვანის წინააღმდეგ 2 1 1 1 1 6
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ 1 555 1 121 901 1 079 1 231 1 780
დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ 230 189 165 159 222 148
ნარკოტიკული დანაშაული 560 1 219 538 408 484 227
სატრანსპორტო დანაშაული 422 400 434 461 485 467
სამოხელეო დანაშაული 106 31 24 30 39 49
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ 162 103 279 155 182 224

 

როგორც ცხრილიდან ირკვევა, 2018 წლის იანვარში რეგისტრირებულ  დანაშაულთა სახეობების უმრავლესობა არა მხოლოდ 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს აჭარბებს, არამედ 2013 წლიდან მოყოლებული, ნებისმიერი წლის მონაცემებს. მაგალითად, სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელთა შემთხვევაში ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი და ამავე დროს საგანგაშოა.

 

გრაფიკი 2: 2013-2018 წლებში იანვრის თვეში რეგისტრირებულ, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ  დანაშაულთა სტატისტიკა

image002

 

 

გრაფიკი 3: 2013-2018 წლების იანვრის თვეში რეგისტრირებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სტატისტიკა

image003

 

მართალია სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, თუმცა მნიშვნელოვანია თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულების ხაჯზე მოხდა მათი ზრდა.  შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულებში (სულ 222) უმეტესი წილი თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებზე მოდის (180 შემთხვევა). საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობის 5, დამამძიმებელ გარემოებებში გაზნრახ მკვლელობის 3, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობის (როგორც 108-ე ასევე 109-ე მუხლებით) 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ცხრილი 2: 2013-2018 წლებში იანვრის თვეში რეგისტრირებულ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა ჩაშლილი კონკრეტული დანაშაულების მიხედვით

  2013 2014 2015 2016 2017 2018
სულ რაოდენობა 187 141 109 148 159 222
მათ შორის            
1 განზრახ მკვლელობა  (მ.108) 9 5 5 13 7 5
2 განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (მ.109) 1 2 3 0 0 3
3 მკვლელობის მცდელობა(მ.19-108) 15 7 6 4 7 7
4 მკვლელობის მცდელობა(მ.19-109) 3 1 1 1 1 3
5 თვითმკვლელობამდე მიყვანა (მ.115) 134 110 74 106 119 180
6 სხვა დანარჩენი (მ.110-116) 25 16 20 24 25 24

 

რაც შეეხება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს (სულ 1 780), მათი უმეტესი წილი ქურდობაზე (1 432 შემთხვევა), ძარცვასა (19) და ყაჩაღობაზე (26) მოდის.

საინტერესოა ქურდობისა და ყაჩაღობის შემთხვევათა უფრო დეტალური ანალიზი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულ 1 432 შემთხვევიდან, ბინაში შეღწევით ქურდობის 179, ხოლო საცავში ან სადგომში შეღწევით ქურდობის 342 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ყაჩაღობის შემთხვევებს, იანვრის თვეში  სულ რეგისტრირებული 26 შემთხვევიდან ბინაში შეღწევით 5, ხოლო საცავში ან სადგომში შეღწევით 1 ყაჩაღობა განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების პარალელურად, სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ იანვრის თვის სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები არც ამ შემთხვევაში ასახულა. შეგახსენებთ, რომ შსს-მ აღნიშნული მონაცემების მიწოდებისა, ხოლო საქსტატმა მის ერთიან ყოველთვიურ ანგარიშში გამოქვეყნების ვალდებულება, 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმით აიღეს.

ამასთან, საინტერესოა 2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მიერ  „სტატისტიკური სამუშაოების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებული განკარგულება. აღნიშნული განკარგულება, წინამორბედი განკარგულებების მსგავსად იმეორებს სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიან ანგარიშში შსს-ს მონაცემების გამოქვეყნების ვალდებულებას და განსაზღვრავს სამინისტროს მიერ ინფორმაციის მიწოდების მოცულობას, მიწოდების პერიოდულობასა და ვადებს (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა).

განკარგულების თანახმად, სამინისტრომ საქსტატს მონაცემები უნდა მიაწოდოს ყოველთვიურად, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 30-ე დღეს.

 

image004

 

რაც შეეხება თავად მონაცემებს, ის უნდა იყოს არა იმ სახის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, არამედ მემორანდუმით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი ანგარიში, რომელსაც უნდა ერთვოდეს ცხრილები.

 

image005

 

სამწუხაროდ, 2018 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნებული სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიში კვლავ მეორე თავით - პროკურატურის მონაცემებით იწყება და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები არც ამ საანგარიშო პერიოდში ასახულა.

თამარ ქეცბაია
თამარ ქეცბაია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა