დაყრდნობით აფასებს, ერთი მხრივ, რუმინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრივატიზების ფაქტსა და ბულგარეთის მოსახლეობის ამჟამინდელ განწყობებს, თუმცა ამ ინფორმაციების ავთენტურობაზე მითითება ანალიზის არც ქართულ და არც ორიგინალ, რუსულ ვერსიაში არ გვხვდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ სტატია გამიზნულად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რათა ყალბი მაგალითების ჩვენებით საზოგადოებაში ევროკავშირში გაერთიანების შესახებ ნეგატიური განწყობა შექმნას.
ანალიზი: რუმინეთი და ბულგარეთი ევროგაერთიანების წევრები 2007 წლის გაფართოვების შედეგად გახდნენ. 2016 წლის ფაქტობრივი მდგომარეობით,რუმინეთის ეკონომიკა 187 მლრდ დოლარი იყო, რაც 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64 მლრდ დოლარით აჭარბებს. ბულგარეთის შემთხვევაში ეკონომიკა ევროკავშირის წევრობამდე მდგომარეობასთან შედარებით 20 მლრდ დოლარითაა გაზრდილი, ქვეყნის მშპ 2016 წელს 53 მლრდ დოლარი იყო. ასევე, 2016 წლის მდგომარეობით, რუმინეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 9.4 ათას დოლარს, ბულგარეთში კი 7.3 ათას დოლარს აღწევდა. 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, რუმინეთში უმუშევრობის დონე 5.1%, ხოლო ბულგარეთში 6.2%-ია (შედარებისთვის, უმუშევრობის დონე საქართველოში 2016 წელს 11.8% იყო) .
მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის ისტორიული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბულგარეთსა და რუმინეთს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ყველაზე მაღალი პროცენტული მნიშვნელობა ევროკავშირის წევრობის შემდეგ დაუფიქსირდათ. ბულგარეთს 2007 წელს 7.7%-ის, ხოლო რუმინეთს 2008 წელს 8.5%-ის სახით. 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა იქონია ბულგარეთისა და რუმინეთის ეკონომიკურ განვითარებაზეც, ამდენად, 2009 წლის შემდეგ, ორივე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია. უახლესი პროგნოზით, 2017წელს რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკურმა ზრდამ, შესაბამისად, 8.8% და 3.8% უნდა შეადგინოს (აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღწევა თანდათან რთულდება).
2007წელს ბულგარეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 8 758 ბულგარული ლევი იყო. 2017 წლამდე ეს მაჩვენებელი რეალურ გამოსახულებაში (ინფლაციის ტემპის გამოკლებით) 40%-ით გაიზარდა და 12 251 ლევი შეადგინა. რუმინეთში იგივე მაჩვენებელი, ევროკავშირში შესვლის შემდეგ 43.4%-ით გაიზარდა 33 707 რუმინული ლეი შეადგინა.
გრაფიკი 1:
საშუალო წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ბულგარეთსა და რუმინეთში
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი2016 წლის ფაქტობრივი მონაცემებით, რუმინეთის ექსპორტის 75% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა, 3%
თურქეთზე, ხოლო 2% რუსეთზე. იმპორტირებული პროდუქციის 77% კი რუმინეთში ევროკავშირიდან შედიოდა (5% ჩინეთიდან და 4% თურქეთიდან). ევროკავშირი რუმინეთში 2016 წელს 7.4 მლრდ ევროს ხარჯავდა, რაც რუმინეთის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 4.4%-ს შეადგენდა. ბულგარეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ასევე ევროკავშირია. 2016 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის ხარჯვამ ბულგარეთში ქვეყნის ეროვნული შემოსავლის 6.3% შეადგინა.
„საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია რუმინეთის ნავთობკომპანიის წამგებიანი პრივატიზების შესახებ კონფიდენციალურია და არ არის გავრცელებული სანდო წყაროზე დაყრდნობით.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური მდგომარეობით რუმინეთი და ბულგარეთი მოწინავე პოზიციებს არ იკავებენ, მცდარია შეხედულება, რომ მათი ეკონომიკა ევროგაერთიანების წევრობის შემდეგ შემცირდა ან გაუარესდა. მეტიც, რუმინეთის შემთხვევაში 2017 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემი ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება, რაც მას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველობას მოუტანს.