ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 2017 წლის 15 დეკემბრის სხდომაზედაამტკიცა. 2018 წლისბიუჯეტისშემოსულობების გეგმა ჯამში (საკუთარი და არასაკუთარი) 861.6 მლნ ლარია, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 48.4 მლნ ლარით აღემატება. თავის მხრივ, ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა გამოწვეულია(2017 წელთან შედარებით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან 55.8 მლნ ლარით მეტი ტრანსფერის მიღებით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წელს თბილისის ბიუჯეტი ჯამში 389 მლნ ლარის ტრანსფერს მიიღებს. მათ შორის, გათანაბრებითიტრანსფერის სახით 345.8 მლნ ლარს, ხოლო სპეციალური ტრანსფერით - 43 მლნ ლარს. აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში დედაქალაქის ბიუჯეტმა სპეციალური ტრანსფერის სახით რეგიონალური განვითარების ფონდიდან ჯამში 5 მლნ ლარი მიიღო.

ცხრილი1:ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემოსულობები (მლნ ლარი)

2013 2014 2015 2016 2017 2018
შემოსულობები 724.2 704.7 907.4 798.7 813.1 861.6
მათშორის:
გათანაბრებითიტრანსფერი 447.6 397.6 412.2 242.1 332.9 345.8
სპეციალურიტრანსფერი 0.1 0 60.6 4.3 0.8 43.0

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ2015წელს მიღებული 60 მლნ ლარის მოცულობის სპეციალური ტრანსფერი 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ იქნა გამოყოფილი, ხოლო2014წელს მუნიციპალიტეტს ამ სახის ტრანსფერი საერთოდ არ მიუღია.

ფაქტ-მეტრი 2018 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით დაინტერესდა.

სპეციალური ტრანსფერი მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები ერთ-ერთი ფინანსური დახმარების სახეა, რითაც მიღებული შემოსავლები მუნიციპალიტეტის არასაკუთარ შემოსავლებს განეკუთვნება.სპეციალური ტრანსფერის გამოყოფა ხდება მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არ არის საკმარისი ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რაც დაკავშირებულია სტიქიური და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შედეგების (ზიანის) აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოებთან. გარდა ამისა, ტრანსფერის გამოყოფის საფუძველი შეიძლება იყოს სხვა შემთხვევა, რაც, თავის მხრივ, სპეციალურ საჭიროებებს უნდა უკავშირდებოდეს.

ზემოაღნიშნული ტრანსფერის გამოყოფის წესს ადგილობრივი თვითმმართველობის(მუხ. 98) და საბიუჯეტო (მუხ. 79.1) კოდექსები აწესრიგებს. იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა მიიღოს სპეციალური ტრანსფერი, ის მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას/სამინისტროს. თავის მხირვ, მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ტრანსფერის გამოყოფის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა. სხვა სახის ტრანსფერისგან განსხვავებით, სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის დამატებითი კრიტერიუმები და პროცედურები არ არის განსაზღვრული რაიმე კანონქვემდებარე აქტით. თუმცა, კოდექსში არსებული ჩანაწერი მიუთითებს, რომ აუცილებელია ტრანსფერის მოთხოვნის საფუძველის მითითება, რაც გულისხმობს მისი გამოყოფის საჭიროების დასაბუთებას და აუცილებლობას. მოთხოვნის საფუძველი დაკავშირებული უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად ზიანის აღმოსაფხვრელ საქმიანობასთან. აგრეთვე, ამ სახით მიღებული ფინანსური დახმარება არასაკუთარ შემოსავალს განეკუთვნება, რაც მიუთითებს მისი ხარჯვის უფლებამოსილებას გამოყოფის მიზნების შესაბამისად.

როგორც ქალაქ თბილისის საკრებულოსვებგვერდზეამითითებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული 43 მლნ ლარი მშრალი ხიდის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიიდან ტრანსფერის გამოყოფის შესახებ ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი მიმართვა გამოვითხოვეთ. მერიის მიერ მოწოდებულიინფორმაციითდგინდება, რომ ფინანსთა სამინისტროსადმი მიმართვაში არ არის მითითებული თუ რა სახის დახმარებას ითხოვდა მუნიციპალიტეტი.როგორც აღმოჩნდა, ქალაქ თბილისის მერს ფინანსთა მინისტრთან წერილი აქვს გაგზავნილი, სადაც მიუთითებს, რომ ბიუჯეტის შემოსავლები არ ყოფნის მისი გუნდის მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსებას და ამისთვის, შესაძლებლობის შემთხვევაში, დამატებით 60 მლნ ლარის გამოყოფას ითხოვს.სწორედ ამის შემდეგ, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა დავით ნარმიანიას მერობის დროს წარდგენილთან შედარებით 46.4 ლარითგაიზარდა. აღნიშნული ზრდის გამომწვევი მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 3.4 მლნ ლარის გათანაბრებითი ტრანსფერისა და 43 მლნ ლარის სპეციალური ტრანსფერის სახით გამოყოფა გახდა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნა მოხდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიას მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი კახა კალაძემ უკან გამოითხოვა. მაშინ, თბილისის ახლადარჩეული მერიმიუთითებდა, რომ მისი წინამორბედის მიერ შედგენილი ბიუჯეტი მის პრიორიტეტებს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულიც კი მიუთითებს, რომ მიღებული სპეციალური ტრანსფერი კანონით განსაზღვულ მიზნებს არ შეესაბამება.

ფაქტ-მეტრმა დამატებითი განმარტებისათვის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესთან დაკავშირება სცადა. თუმცა, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ მასთან გასაუბრება ვერ შევძელით, რისი მიზეზიც ხან სამსახურში არყოფნა, ხან კი - მოუცლელობა იყო. მათ შორის, ამ საკითხზე უშედეგო აღმოჩნდა ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან დაკავშირებაც.

როგორც ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 43 მლნ ლარის გამოყოფა ადგილობრივი და თვითმმათველობის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა, რადგან თბილისის მერის მიერ წარდგენილ მოთხოვნაში არ არის მითითებული:

  • მოთხოვნილი ტრანსფერის სახე;
  • სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი, რაც დაკავშირებულია ტრანსფერის გამოყოფის კანონით განსაზღვრულ მიზნებთან;
  • სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული საფუძვლები;
  • სპეციალური ტრანსფერით მიღებული შემოსავლებით დასაფინანსებელი ღონისძიებების სრული ჩამონათვალი.

აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სხვა სახის ტრანსფერის მსგავსად, კანონქვემდებარე აქტით დადგინდეს სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რაც, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტის გარანტიებს გაზრდის საჭიროების შემთხვევაში ამ სახის დახმარების მიღებაში და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტისთვის სპეციალური ტრანსფერის სახით თანხის გამოყოფის გამჭვირვალობას.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი