საქართველოს პარლამენტის წევრმა ლელა ქებურიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებაზე ისაუბარა. მისი თქმით, კორცხელისა და გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყლის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია, თუმცა ამ სოფლის მოსახლეობა დღემდე არ სარგებლობს წყალომარაგების სისტემით.

ფაქტ-მეტრი ლელა ქებურიას განცხადებით დაინტერესდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში  მოსახლეობისთვის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის სექტემბერში ელ. ტენდერის საშუალებით, ჭაბურღილის მოწყობისა და დაქსელვის სამუშაოები შ.პ.ს  „გეოპლასტისგან“ იქნა შეძენილი, რომლის ღირებულება 263 890 ლარია.  აღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანი გახდა, სადაც აუდიტის სამსახური მიუთითებს (

გვ. 3) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევით წარმოებაზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემსრულებელი კომპანიის მიერ თავდაპირველად დაქსელვის სამუშაოები იქნა ჩატარებული და ამის შემდეგ ჭაბურღილის მოწყობა, რომელშიც არ აღმოჩნდა წყლის საკმარისი რაოდენობა.  ამავე ანგარიშის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პირველად ჭაბურღილის მოწყობა მოხდებოდა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდებოდა მხოლოდ ჭაბურღილის მოწყობის ღირებულება, რაც 52 500 ლარს შეადგენს. აღნიშნულ შემთხვევაში კი შემსრულებელი კომპანიისთვის 249 683 ლარის ანაზღაურება მოხდა. გარდა ამისა, შესრულებულ სამუშაოებზე განხორციელებულმა ექსპერტიზამ დაადგინა,

რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჭაბურღილის მოწყობის ზომები არ შეესაბამებოდა შესრულებულ სამუშაოებს.

ფაქტ-მეტრი კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელს მერაბ თორდიას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ აღნიშული ჭაბურღილიდან წყლის მიწოდება არ ხორციელდება.

2014 წლის დეკემბერში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეიძინა, რომელიც უკავშირდებოდა გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ქსელის მოწყობას. აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე ხელშეკრულება შ.პ.ს „საგზაოსთან“ გაფორმდა, რომლის ღირებულებაც 56 122 ლარი იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ეს საქმეც მოხვდა, სადაც გამოვლენილ იქნა, რომ მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა.  აუდიტის სამსახურის ანაგრიშის მიხედვით (

გვ. 25), ახლადრეაბილიტირებული ქსელი დაზიანებული იყო, რომლის საგარანტიო პერიოდი იმ მომენტისთვის არ იყო ამოწურული. მიუხედავდ ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ კომპანიისთვის არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში ხარვეზების გამოსასწორებელი სამუშაოების ჩატარების მოთხოვნა. ჯამში, აღნიშნული სამუშაოებითვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 53 972 ლარი დაიხარჯა. მსგავსად კორცხელისა, გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლელა გაბელიამ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ აღნიშნული ქსელიდან მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება სასმელი წყალი. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაგრიშში მსგავის პრობლემების შესახებ არის საუბარი შამგონისა და კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულებზე.

ფაქტ-მეტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსს რუსლან კილასონიას დაუკავშირდა. სამსახურის უფროსის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული ორი პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი სამუშაოები ჩატარდა და მისი თქმით, უახლოეს მომავალში შეძლებს მოსახლეობა წყალმომარაგების სისტემით სარგებლობას. აღნიშნულ საკითხს ფაქტ-მეტრი თვალს მიადევნებს და მკითხველს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

  დასკვნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში 249 683 ლარი დაიხარჯა მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად, მაგრამ აღნიშნულ ერთეულში მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, რაც მერიის წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა. მსგავსი პრობლემაა გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც სამუშაოებისთვის 53 972 ლარი დაიხარჯა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლელა ქებურიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია