აჭარის ა/რ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა განაცხადა:

„[აჭარაში] დაგეგმილია 14 ახალი სკოლის მშენებლობა, 23 სკოლის რეაბილიტაცია და 27 პროექტის შეძენა, რომლებიც შემდეგ წლებში განხორციელდება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით

 ირკვევა, რომ სკოლების მშენებლობის ვადა, ტენდერის პროცედურების დასრულების შემდგომ, ორწლიანი პერიოდით, ხოლო რეაბილიტაციისთვის 120 კალენდარული დღით განისაზღვრა. რაც შეეხება მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობას, პარამეტრები ასე გამოიყურება:

  ცხრილი 1:

აჭარის ა/რ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხები

სკოლა მშენებლობის ღირებულება, ლარი ვადა
განახლების საჯარო სკოლა (ხულო)       400 000 2017-2019
ტუნაძეების საჯარო სკოლა (ხულო)       400 000 2017-2018
ბეღლეთის საჯარო სკოლა (ხულო)       230 000 2018 2019
მაწყვალთის საჯარო სკოლა (შუახევი)       300 000 2017-2018
დაბა შუახევის საჯარო სკოლა       250 000 2018-2019
დაბა ქედის საჯარო სკოლა       150 000 2018-2019
სარფის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)       1 300 000 2017-2018
ზედა ახალშენის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)       150 000 2017-2018
ქედქედის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)       100 000 2018-2019
ფერიის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)       150 000 2018-2019
მახოს საჯარო სკოლა       100 000 2018-2019
სკურას საჯარო სკოლა (ქობულეთი)       200 000 2018-2019
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლა       500 000 2017-2019
ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა       350 000 2018-2019
ჯამი       4 580 000
სკოლა რეაბილიტაციის ღირებულება, ლარი ვადა
დიოკნისის საჯარო სკოლა (ხულო)        250 000        2018
ირემაძეების საჯარო სკოლა (ხულო)        50 000        2018
დაბა ხულოს საჯარო სკოლა        800 000        2018
წონიარისის საჯარო სკოლა (ქედა)        50 000        2018
ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა (ქედა)        100 000        2018
1-ლი საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)        80 000        2018
ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)        100 000        2018
ქვედა მახოს საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)        50 000        2018
ზემო წინსვლის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)        50 000        2018
წინსვლის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)        50 000        2018
ყოროლისთავის საჯარო სკოლა (ხელვაჩაური)        50 000        2018
ჩაქვის 1-ლი საჯარო სკოლა (ქობულეთი)       70 000        2018
წყავროკის საჯარო სკოლა (ქობულეთი)       50 000        2018
ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლა (ქობულეთი)       250 000        2018
ბობოყვათის საჯარო სკოლა (ქობულეთი)       150 000        2018
გვარას საჯარო სკოლა (ქობულეთი)       150 000        2018
აჭყვისთავის საჯარო სკოლა (ქობულეთი)       100 000        2018
გორგაძეების საჯარო სკოლა (ქობულეთი)       100 000        2018
ხალას საჯარო სკოლა (ქობულეთი)       100 000        2018
ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლა       100 000        2018
ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლა       50 000        2018
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა       300 000        2018
ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა       50 000        2018
ჯამი      3 100 000
 წყარო: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სულ, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 37 ობიექტზე, რისთვისაც მთლიანობაში 7 680 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

გარდა ამისა, აჭარის ა/რ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში განსაზღვრულია თანხა ხულოს მუნიციპალიტეტის სამი, შუახევის მუნიციპალიტეტის ერთი, ქედის მუნიციპალიტეტის  ორი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ექვსი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ათი და ბათუმის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის. ჯამში ოცდაშვიდი სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება 178 560 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული მთლიანი თანხის რაოდენობა 7 858 560 ლარს შეადგენს.

დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში 7 858 560 ლარი სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის გამოიყო. ამ თანხიდან 4 580 000 ლარი თოთხმეტი ახალი სკოლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, ხოლო 3 100 000 ლარი - ოცდასამი სკოლის რეაბილიტაციას. დანარჩენი თანხა კი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე უნდა დაიხარჯოს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ინგა შამილიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი