• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
შეამცირა თუ არა 100 ქულიანი სისტემის შემოღებამ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა

შეამცირა თუ არა 100 ქულიანი სისტემის შემოღებამ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა

01/11/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. აღნიშნული ცვლილება პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანის“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში დამონტაჟდა ბიოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. ჭკვიანი კამერები. მათი რაოდენობა 2017 წლის ბოლოსთვის 3 000 მიაღწევს. აღნიშნული რეფორმა მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას, უკვე მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას და აღკვეთას, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვებას. ვიდეოანალიტიკური პროგრამით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. მძღოლები კი შემდეგი დარღვევების გამო დაჯარიმდებიან: შუქნიშანზე წითელ ფერზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა. მნიშვნელოვანია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. ზემოაღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყო. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, სხვადასხვა დარღვევაზე საკანონმდებლო რეგულაციები უფრო გამკაცრდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. 100 ქულიანი სისტემა, რაც თითოეულ მძღოლს წლის განმავლობაში 100 ქულას ანიჭებს, საგაზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯამურ მაჩვენებელს შესაბამისი ქულა აკლდება. აღნიშნული ქულების ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა შედეგი გამოიღო 1 ივლისიდან ამოქმედებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და შეამცირა თუ არა აღნიშნულმა რეგულაციებმა ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით (იხ. ბმული 1; ბმული 2), მიმდინარე წლის ცხრა თვეში 4 435 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11.9%-ით (600) ნაკლებია. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 6 281 ადამიანი დაზარალდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 14%-ით ჩამოუვარდება. ასევე, 6%-ით არის შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი.   ცხრილი 1: ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2010-2017 წლებში
წელი ავტოსაგზაო შემთხვევები დაზარალებულთა რაოდენობა დაღუპულთა რაოდენობა
2010 5 099 - 7 560 685
2011 4 486 -12% 6 638 526
2012 5 359 19% 7 734 605
2013 5 510 3% 8 045 514
2014 5 992 9% 8 536 511
2015 6 432 7% 9 187 602
2016 6 939 8% 9 951 581
2017 (ცხრა თვე) 4 435 -11.9% 6 281 384
  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში 1 641 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 898 იყო, 13.5%-ით მეტი ვიდრე წელს. აღნიშნულ სამ თვეში ასევე შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 17.4%-ით. თუმცა, დაღუპულთა რაოდენობა გაზრდილია 4.9%-ით. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით შემცირდა, 2017 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში (100 ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ) კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ცალსახად იმის თქმა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის კლება ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შედეგია, რთულია. ამ ეფექტის დასანახად ალბათ უფრო მეტი დროა საჭირო. თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო თვეებში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირდა.
თეგები:
ალექსანდრე ელისაშვილი
ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური
ქალთა მიმართ ძალადობა
ვაგონშემკეთებელი ქარხანა
ნარკოტესტირება
ნარკოლიბერალიზაცია
ანი ნადირაშვილი
ანი ნადირაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა