ქალაქის მერმა.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
თბილისში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და მუნიციპალიტეტის გამგეობები ახორციელებენ. აღნიშნულმა სამსახურმა და გამგეობებმა თბილისში 2014 (აგვისტოდან) - 2017 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) დაგებული გზების სტატიტიკა მოგვაწოდეს. ცხრილი 1: 2014-2017 წლებში თბილისში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ კაპიტალურად და ორმოულად შეკეთებული გზის ფართობი (მ2)წელი | კაპიტალური | ორმოული | გამგეობები | ჯამი |
2014 | 72 122 | 14 826 | 415 558 | 128 506 |
2015 | 802 365 | 127 538 | 838 792 | 1 768 695 |
2016 | 530 450 | 179 165 | 925 460 | 1 635 075 |
2017 | 166 879 | 100 994 | 529 605 | 797 478 |
სულ | 1 571 816 | 422 523 | 2 709 415 | 4 703 754 |
აქვე გთავაზობთ 2014-2017 წლებში გზების მშენებლობა-აღდგენისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას:
ცხრილი 2:
თბილისში 2014-2017 წლებში გზების მშენებლობა-აღდგენისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი (ლარი)
წელი | 2014 | 2015 | 2016 | 2017 (6 თვე) |
გეგმა | 34 367 000 | 45 360 000 | 43 539 600 | 18 202 200 |
ფაქტი | 26 921 700 | 39 482 200 | 42 674 400 | 18 202 200 |
შესრულება | 78.3% | 87% | 98% | 100% |
თბილისში გზების მშენებლობა-აღდგენის პროცესის სრული სურათის შესაქმნელად, ფაქტ-მეტრმა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის ოთხი წლის სტატისტიკაც გააანალიზა (კეთიმოწყობის საქალაქო სამსახურის და გამგეობების მონაცემებზე დაყრდნობით).
ცხრილი 3: თბილისში 2010-2013 წლებში რეაბილიტირებული გზის ფართობი (მ2)
წელი | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | ჯამი |
კაპიტალური | 429 815 | 598 358 | 846 178 | 966 147 | 2 840 498 |
ორმოული | 240 400 | 278 233 | 121 599 | 101 133 | 741 365 |
სულ | 661 215 | 876 591 | 967 777 | 1 067 280 | 3 581 863 |
ამავე წლებში გზების მშნებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები შემდეგია:
ცხრილი 4:2010-2013 წლებში გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა (ლარებში)
წელი | 2010 | 2011 | 2012 | 2013 |
გეგმა | 94 441 800 | 38 311 500 | 67 173 000 | 42 480 700 |
ფაქტი | 94 280 800 | 38 311 500 | 67 173 000 | 38 212 400 |
შესრულება | 99.8% | 100% | 100% | 89.9% |
აქვე აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა.
დასკვნა თბილისში 2014-2017 (8 თვე) წლებში გზის კაპიტალური და ორმოული შეკეთება 4 703 754 მ2 ფართობის გზას ჩაუტარდა. აქედან, კაპიტალურად 1 571 816 მ2
ფართობის გზა შეკეთდა (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამგეობების მონაცემებში კაპიტალური და ორმოული შეკეთება ცალ-ცალკე გამოყოფილი არ არის), რაც 272 ქუჩას შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მზარდია, ასევე მზარდია გამოყოფილი თანხის ათვისებაც (78%-100%).
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, როგორც აღმოჩდა, 2010-2013 წლებში სულ 3 581 863 მ2ფართობის გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რაც 1.3-ჯერ ნაკლებია ბოლო ოთხ წელიწადში დაგებულ გზასთან შედარებით.
ამდენად, დავით ნარმანიას განცხადება არის სიმართლე.