თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერიის სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მან მისი გუნდის მიერ თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აქცენტი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც გააკეთა. „2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 4 მლნ-ზე მეტ მ
2 ფართს. აქედან, კაპიტალურად შეკეთდა 2 მლნ მ
2-მდე გზის საფარი, სულ 207 ქუჩა“, -
განაცხადა ქალაქის მერმა.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
თბილისში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და მუნიციპალიტეტის გამგეობები ახორციელებენ. აღნიშნულმა სამსახურმა და გამგეობებმა თბილისში 2014 (აგვისტოდან) - 2017 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) დაგებული გზების სტატიტიკა
მოგვაწოდეს.
ცხრილი 1: 2014-2017 წლებში თბილისში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ კაპიტალურად და ორმოულად შეკეთებული გზის ფართობი (მ
2)
წელი |
კაპიტალური |
ორმოული |
გამგეობები |
ჯამი |
2014 |
72 122 |
14 826 |
415 558 |
128 506 |
2015 |
802 365 |
127 538 |
838 792 |
1 768 695 |
2016 |
530 450 |
179 165 |
925 460 |
1 635 075 |
2017 |
166 879 |
100 994 |
529 605 |
797 478 |
სულ |
1 571 816 |
422 523 |
2 709 415 |
4 703 754 |
წყარო: თბილისის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობები
აქვე გთავაზობთ 2014-2017 წლებში გზების მშენებლობა-აღდგენისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას:
ცხრილი 2: თბილისში 2014-2017 წლებში გზების მშენებლობა-აღდგენისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი (ლარი)
წელი |
2014 |
2015 |
2016 |
2017 (6 თვე) |
გეგმა |
34 367 000 |
45 360 000 |
43 539 600 |
18 202 200 |
ფაქტი |
26 921 700 |
39 482 200 |
42 674 400 |
18 202 200 |
შესრულება |
78.3% |
87% |
98% |
100% |
წყარო: თბილისის 2014-2017 წლის ბიუჯეტი
თბილისში გზების მშენებლობა-აღდგენის პროცესის სრული სურათის შესაქმნელად, ფაქტ-მეტრმა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის ოთხი წლის სტატისტიკაც გააანალიზა (კეთიმოწყობის საქალაქო სამსახურის და გამგეობების მონაცემებზე დაყრდნობით).
ცხრილი 3: თბილისში 2010-2013 წლებში რეაბილიტირებული გზის ფართობი (მ
2)
წელი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
ჯამი |
კაპიტალური |
429 815 |
598 358 |
846 178 |
966 147 |
2 840 498 |
ორმოული |
240 400 |
278 233 |
121 599 |
101 133 |
741 365 |
სულ |
661 215 |
876 591 |
967 777 |
1 067 280 |
3 581 863 |
წყარო: თბილისის 2010-2013 წლების ბიუჯეტები
ამავე წლებში გზების მშნებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები შემდეგია:
ცხრილი 4: 2010-2013 წლებში გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა (ლარებში)
წელი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
გეგმა |
94 441 800 |
38 311 500 |
67 173 000 |
42 480 700 |
ფაქტი |
94 280 800 |
38 311 500 |
67 173 000 |
38 212 400 |
შესრულება |
99.8% |
100% |
100% |
89.9% |
აქვე აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა.
დასკვნა
თბილისში 2014-2017 (8 თვე) წლებში გზის კაპიტალური და ორმოული შეკეთება 4 703 754 მ
2 ფართობის გზას ჩაუტარდა. აქედან, კაპიტალურად 1 571 816 მ
2 ფართობის გზა შეკეთდა (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამგეობების მონაცემებში კაპიტალური და ორმოული შეკეთება ცალ-ცალკე გამოყოფილი არ არის), რაც 272 ქუჩას შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მზარდია, ასევე მზარდია გამოყოფილი თანხის ათვისებაც (78%-100%).
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, როგორც აღმოჩდა, 2010-2013 წლებში სულ 3 581 863 მ
2 ფართობის გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რაც 1.3-ჯერ ნაკლებია ბოლო ოთხ წელიწადში დაგებულ გზასთან შედარებით.
ამდენად, დავით ნარმანიას განცხადება არის
სიმართლე.