უკვე აღარ იძებნება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად (2017 წლის 22-დან 26 სექტემბრამდე ცვლილების შეტანამდე), დეპუტატობის პარალელურად, მაკრახიძე შპს „ლამურის“ 23%-ის მესაკუთრე, შპს რიკოთის 50%-იანი წილის მფლობელი და შპს „იმედის“ დირექტორი (25%-იანი წილით) იყო.
შპს "იმედი" შპს "იმედის" შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე აღნშნული კვლევის გამოქვეყნებამდე (მის შემდეგაც რამდენიმე დღის მანძილზე), ჯერ ისევ 2004 წლის აპრილში გამოცემული ბრძანება
იყო ატვირთული. ბოლო ცვლილება ამ კომპანიის წესდებაში 2006 წლის 27 თებერვალს იყო შეტანილი, რომელსაც ხელს გორის საგადასახადო ინსპექციის მაშინდელი ხელმძღვანელი, თამაზ მეჭიაური აწერდა. აღნიშნული პერიოდიდან იოსებ მაკრახიძემ წილის პარალელურად დირექტორის თანამდებობაც მოიპოვა.
ამჟამად, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ახალი დოკუმენტის მიხედვითშპს "იმედში" დეპუტატის კუთვნილი 25%-იანი წილი მის შვილს, მარიანა მაკრახიძეს ეკუთვნის. ხოლო დირექტორის თანამდებობა ასევე 25%-იანი წილის მფლობელმა, დავით მუჭაურმა გადაიბარა.
შპს "რიკოთი" დეპუტატობიდან 10 თვის განმავლობაში იოსებ მაკრახიძე პარალელურად შპს "რიკოთის" 50% იანი წილის მფლობელი იყო. ამჟამად კი მისი ეს ქონება, კომპანიის მეორე მეწილეს გადასცა.
შპს "ლამური" კომპანია, სადაც ამ დრომდე იოსებ მაკრახიძე 23%-იან წილს ფლობდა, უკვე ლიკვიდაციას იწყებს. 22 სექტემბერს, ერთ-ერთი დამფუძნებელი შურმან მაისურაძე საჯარო რეესტრისგან შპს "ლამურის" ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციას ითხოვს. მიუხედავად ცვლილებების შეტანისა, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, შესაბამის საძიებო სისტემაში, დოკუმენტების გახსნამდე იოსებ მაკრახიძე კვლავ 2017 წლის 22 სექტემბრამდე არსებული პოზიციებით ფიქსირდება.
კომპანიებში შეტანილი ცვლილებების პარალელურად, მაკრახიძე კვლავ რჩება ინდ. მეწარმედ, რაც მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
"გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, გორის მაჟორიტარი სწორედ იმ დეპუტატთა შორისაა დასახელებული, რომლებმაც დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულად შეავსეს. ასევე მოხსენიებულია იმ პარლამენტართა ნუსხაშიც, რომელთა სახელთან დაკავშირებული კომპანიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად იმარჯვებენ.
კვლევის მიხედვით, მაკრახიძემ 2016 წელს შპს „იბოლიაში“ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელება შეწყვიტა. საიდანაც, დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი 829 319 იყო.
შპს „იბოლიას“, რომლის ხელმძღვანელობა დეპუტატმა სხვას გადააბარა, (15-15% წილის მესაკუთრეებად კი თავისი შვილები, ოფელია და მარიანა მაკრახიძეები გააფორმა), ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 ტენდერი აქვს მოგებული, საიდანაც ყველაზე მაღალი ღირებულების, 2 250 440 ლარიანი ხელშეკრულება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმდა.
ანგარიშში გასული წლების მონაცემებიცაა მოყვანილი, რომლის მიხედვითაც 2011-2017 წლებში შპს „იბოლიას“ მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 79 279 613 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში შპს-ს 18 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 556 087 ლარი შეადგინა.
გორის მაჟორიტარის სახელთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობაზე ფაქტ-მეტრი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში წერდა, უფრო ადრე კი, შპს „იბოლიას“ მიმართ თანხების გაფლანგვის ბრალდებასა და ამნისტირებული დეპუტატობის კანდიდატის შესახებ გაავრცელაინფორმაცია.
„იბოლიას“ გარდა, ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში ის კომპანიებიც აქტიურობდნენ, რომელთა მესაკუთრეები დეპუტატის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან.
იოსებ მაკრახიძე მეუღლესა და შვილებზე გადაცემულ კომპანიებში - შპს „მათა”, შპს „გეორგია XXI”, შპს „ე.ი.ლ.ჯ”, შპს „შარა”, შპს „იბოლია“ - ახლა უკვე პარტნიორია. უნდა აღინიშნოს, რომ შპს "შარამ", რომლის ერთ-ერთი მეწილე 33 %-ით იოსებ მაკრახიძის მეუღლე ციცინო კალანდაძეა, პარტია "ქართულ ოცნებას" მიმდინარე წლის აგვისტოში შემოწირულობის სახით 20 000 ლარი გადაურიცხა. ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ იოსებ მაკრახიძის შვილი ოფელია მაკრახიძე შპს „ემ ეს ჯის“ გარდა კიდევ ორი კომპანიის მეწილეა. შპს "იბოლიაში" 15%-იანი წილის მესაკუთრეა, შპს "იონიდან" კი 65%-ს ფლობს. მის დას, მარიანა მაკრახიძეს კი წილი "ემ ეს ჯისთან" ერთად 6 კომპანიაშიაქვს, აქედან 4-ში დირექტორის პოზიცია უკავია. ის შპს- "მსჯ+", შპს "ზმ", შპს "ზიმი" და შპს "ჰორიზონტის" 50%-იანი წილის მესაკუთრეა, შპს "იბოლიაში" კი 15%-ს ფლობს. რამდენიმე დღის წინ კი ამ ჩამონათვალს მეშვიდე კომპანიაც მიემატა და მარიანა მაკრახიძემ შპს "იმედის" 25% წილიც გადაიბარა.
მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ და პოლიტიკური პარტიის „ახალი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ერთობლივი კვლევის შედეგებისმიხედვით, იოსებ მაკრახიძე 13 მილიონი ლარის ქონებას ფლობს. კვლევის შედეგებს მაკრახიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი, რაც იოსებ მაკრახიძის შემთხვევაში დარღვევაზე მეტყველებს (2016 წლის 18 ნოემბრიდან - 2017 წლის 22 სექტემბრამდე).
ხოლო, თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის არასწორად შევსება შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს - დარღვევის არსებობის შემთხვევაში პირი ჯარიმდება 1 000 ლარით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთან, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან იკვეთება, ქალაქ გორის მაჟორიტარ დეპუტატთან 10 თვის განმავლობაში ეს საკითხი არავის დაუყენებია.