წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ფაქტ-მეტრმა 2014-2017 წლებში მოქმედი თვითმმართველობის, ქალაქ გორისა და თემის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხები შეისწავლა.
გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა ქალაქისა და თემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობა 2014 წლის 2 აგვისტოდან დაიწყეს. 2014 წელს ქალაქის ბიუჯეტი 18 729 400 ლარით განისაზღვრა, თემის კი 11 039 000 ლარით. ამ პერიოდში, 2014 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, ზურაბ ჯირკველიშვილს ბიუჯეტიდან ხელფასის სახით მიღებული ჯამური თანხა 13 612 ლარს შეადგენდა, პრემიის სახით კი - 2 750. ხოლო გამგებელს, დავით ონიაშვილს, ხელფასის სახით ხუთ თვეში 13 117 ლარი აქვს მიღებული, პრემიის სახით კი 2 650 ლარი. პრემიისგან განსხვავებით, აღნიშნულ პერიოდში ხელფასთან ერთად დანამატების გაცემა არ ფიქსირდება, იგივე სურათია მომდევნო წლებშიც:
ცხრილი 1:ქალაქ გორის მერისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის შრომის ანაზღაურება 2014-2017 წლებში
წლები | ბიუჯეტიდან მიღებული თანხა (ლარი) | 2014 (2.08-დან) | 2015 | 2016 | 2017 (8.08-მდე) |
ქალაქ გორის მერი | ხელფასი პრემია დანამატი |
13 612 2 750 0 | 33 000 6 050 0 | 33 000 5 500 0 | 19 250 2 750 0 |
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი | ხელფასი პრემია დანამატი |
13 117 2 650 0 | 31 800 9 805 0 | 31 800 4 505 0 | 18 550 1 855 0 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო სამი წლის მანძილზე ქალაქის მერმა 115 912 ლარი ხელფასისა და პრემიის სახით მიიღო. რაც შეეხება გამგებელს, დავით ონიაშვილს, თანამდებობის პირველ წელს (დარჩენილ ხუთ თვეში), ხელფასის ოდენობით პრემია ერთხელ აქვს აღებული. მთლიანობაში კი, სამი წლის განმავლობაში, დავით ონიაშვილმა შრომის ანაზრაურების სახით 114 082 ლარი აიღო. რაც შეეხება ქალაქის მერიისა და თემის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, მერიის შემთხვევაში
2014 წლის შემდეგ მათი რაოდენობა 103-დან 111-მდე გაიზარდა, ხოლო თვითმართველ თემში 173 თანამშრომლიდან მათი რაოდენობა 2016 წელს 181-მდე, მიმდინარე წელს კი 184-მდე გაიზარდა. ხელმძღვანელების მსგავსად დანამატები არც თანამშრომლებს აქვთ მიღებული, მცირე გამონაკლისის გარდა. 2015 წელს მერიის თანამშრომლებზე დანამატის სახით 3 700 ლარია გაცემული.
ცხრილი 2:
ქალაქ გორის მერიისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო 2014-2017 წლებში
ბიუჯეტიდან მიღებული თანხა | 2014 (აგვისტოდან) | 2015 | 2016 | 2017 | |
თანამშრომელთა რაოდენობა | 173 | 173 | 181 | 184 | |
გამგეობის თანამშრომლები | ხელფასი | 434 747.86 | 1 249 581.32 | 1 693 079.18 | 1 009 656.84 |
პრემია | 104 930 | 400 085 | 406 031 | 108 020 | |
დანამატი | 0 | 0 | 0 | 0 | |
ქალაქ გორის მერია | თანამშრომელთა რაოდენობა | 103 | 111 | 111 | 111 |
ხელფასი | 306 500 | 1 090 200 | 1 099 500 | 564 600 | |
პრემია | 655 | 209 800 | 298 500 | 96 800 | |
დანამატი | 0 | 3 700 | 0 | 0 |
ცხრილი 2-ის მიხედვით, ქალაქ გორის მერიის თანამშრომლებზე 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე 3 670 255 ლარი გაიცა, გამგეობის თანამშრომლებზე კი 5 406 131 ლარი.
როგორც ვხედავთ, ქალაქისა და თემის გაყოფილი ბიუჯეტების პირობებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის მერსა და მის თანამშრომლებზე სამ წელში სულ 3 786 167 ლარი გაიცა, გამგებელმა და მისმა თანამშრომლებმა კი 5 520 213 ლარი მიიღეს. მათ შორის შედის პრემიების ოდენობაც.