წარმოადგენდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა შეიცვალა ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს. ჩვენ ამ მიმართულებით რუსთავის მერიასა და საკრებულოში არსებული მდგომარეობა შევისწავლეთ.
რუსთავის მერიის გაცემული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ პრემიის სახით 27 500 ლარი აიღო. ამავე წელს პრემიები გაიცა მის სამივე მოადგილეზე და მათზე გაცემულმა თანხამ 71 875 ლარი შეადგინა. ამავე წელს პრემიები გაიცა რუსთავის საკრებულოშიც, კონკრეტულად კი, „ქართული ოცნების“ გუნდის მოსვლის შემდეგ, საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ პრემიის სახით 2014 წელს 8 250 ლარი მიიღო. 2015 წლიდან კი რუსთავის მერიასა და საკრებულოში პრემიებთან ერთად სახელფასო დანამატებიც გაიცემა. ამ წელს, რუსთავის მერს დავით ჯიქიას პრემიის სახით აღებული აქვს 11 000 ლარი, ხოლო დანამატის სახით 17 600 ლარი. მის სამ მოადგილეზე კი პრემიის სახით მთელი წლის განმავლობაში ერთიანობაში გაიცა 13 300 ლარი და 37 612 ლარი სახელფასო დანამატის სახით. ცხრილი 1:რუსთავის მერიასა და საკრებულოში მაღალი თანამდებობის პირებზე 2014-2017 წლიებში გაცემული პრემია-დანამტები
2014 | 2015 | 2016 | 2017 (ივნისის ჩათვლით) | ჯამი | |
დავით ჯიქია (რუსთავის მერი) | 27 500 | 28 600 | 34 650 | 15 950 | 106 700 |
მერის მოადგილეები | 71 875 | 50 912 | 62 290 | 24 910 | 209 987 |
დავით მაღლაკელიძე (რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე) | 8 250 | 28 600 | 34 650 | 15950 | 87 450 |
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები | 43 650 | 55 575 | 27 000 | 126 225 |
ხელფასი თვეში 2 750 ლარია. წელიწადში თითოეული მათგანი, ხელფასის სახით, 33 000-33 000 ლარს იღებს.
გასულ წელს, რუსთავის მერიაში პრემია-დანამატების გაცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყურადღების ცენტრშიც მოხდა. უწყება აცხადებდა, რომ რუსთავის მერიაში „დადგენილი ნორმის ზევით გაცემულია 191. 8 ათასი ლარის პრემია“. ხოლო, დანამტების ნაწილში აუდიტის სამსახური განმარტავდა,რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2015 წლის 6 თვეში გაიცა 92.6 ათასი ლარის დანამატი. დანამატი გაიცემოდა მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, რომელიც განისაზღვრებოდა წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში.
რომ შევაჯამოთ პრემია-დანამატების კუთხით რუსთავში არსებული სიტუაცია, ვნახავთ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ქალაქის მერმა 2014 წლიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, ჯამში პრემია-დანამატის სახით 106 700 ლარი აიღო. ხოლო, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევე 2014 წლიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, 87 450 ლარი პრემია-დანამატი აიღო. საერთო ჯამში, რუსთავის მერიასა და საკრებულოში მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე (მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მათი მოადგილეები) პრემია-დანამატის სახით 530 362 ლარია გაცემული.