• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
უსასრულოდ გაგრძელებული რემონტი ახალციხის პირველ სკოლაში

უსასრულოდ გაგრძელებული რემონტი ახალციხის პირველ სკოლაში

21/07/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
სარემონტო სამუშაოების დაწყების გამო, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შენობა ორი წლის წინ, 2015 წლის დეკემბერში დაცალეს. 950-მდე მოსწავლე ქალაქის ორ - მესამე და მეექვსე სკოლებში გადანაწილდა. როგორც სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური განმარტავს, სკოლის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2015 წლის აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინ ტენდერი ჩაიშალა და სამუშაოების დაწყება დაგვიანდა. 2016 წლის იანვარში ტენდერი მეორედ გამოცხადდა, სადაც შპს „ინტერ პლიუსმა“ გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, შენობის რეაბილიტაცია ექვსი თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. პირველი საჯარო სკოლის 180 წლის შენობა სამსართულიანია. პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე 9, მეორეზე 11, ხოლო მესამე სართულზე 16 საკლასო ოთახი განთავსდება. გაიხსნება საგნობრივი კაბინეტებიც. დაპირებისა და პროექტში გაწერილი სამუშაოების მიუხედავად, სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე დაუსრულებელია. სარემონტო სამუშაოები პირველი დაპირების მიხედვით 2016 წლის ივნისის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, 2017 წლის 10 ივლისამდე, სკოლის გახსნა არაერთხელ გადაიდო. მშენებელი კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავდა, რომ „ინტერ პლიუსს“ მშენებლობის ვადა ივნისიდან პირველად 30 სექტემბრამდე გადაეწია, მეორედ კი 30 ნოემბრამდე. ვადების დარღვევაში დამკვეთი - „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ - შემსრულებელ კომპანია „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებდა. მშენებელი კი, პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებდა ბრალს. დროში გაჭიანურებული სარემონტო სამუშოებისა და შესაბამისად შეზღუდული გრაფიკის გამო სკოლის 80-მდე მოსწავლემ სასწავლებლის შეცვლა გადაწყვიტა. როცა გაირკვა, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ვერც 2016 წლის ბოლოს იქნებოდა შესაძლებელი, ვადა ისევ გადაიწია, ჯერ 2017 წლის მარტამდე, შემდეგ აპრილამდე, ბოლოს კი ივნისამდე. მიმდინარე წლის 20 აპრილს სკოლაში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გააკეთა. ბოლო დაპირებით, შპს „ინტერ პლიუსს“ სარემონტო სამუშოები ივნისის ბოლოს უნდა დაესრულებინა, ხოლო შესრულებულ სამუშაოზე მონიტორინგი 18 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 4 ივლისს დამკვეთმა („ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“) მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა სკოლაში სარემონტო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სამუშაოებს სხვა კომპანია დაასრულებს. დამკვეთის გადაწყვეტილებით, ტენდერი ხელახლა ჩატარდება და სკოლა ახალ 2017-2018 სასწავლო წელს გარემონტებული შეხვდება. რაც შეეხება „ინტერ პლიუსს“, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი დეკემბრიდან ყოველდღიურად ჯარიმა ეკისრება. „კონტრაქტი არ შეჩერებულა. თუმცა, პირველი დეკემბრიდან კონტრაქტითვე გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები ამოქმედდა. რაც ითვალისწინებს სარეაბილიტაციო სამუშაოს 0.05%-ს, ეს დღეში 500 დოლარზე ცოტა მეტი გამოდის“, - განაცხადა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა გიორგი კოპალეიშვილმა. აღსანიშნავია, რომ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ „ინტერ პლიუსთან“ მხოლოდ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის კონტრაქტი არ გაწყვიტა. კომპანიას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სკოლების რეაბილიტაციის უფლებაც ჩამოერთვა. როგორც აღვნიშნეთ, სკოლის გახსნის ახალ თარიღად მიმდინარე წლის სექტემბერი სახელდება. შერჩეულია თუ არა „ინტერ პლიუსის“ შემცვლელი ორგანიზაცია, ამ დრომდე უცნობია. ფაქტ-მეტრი ამ თემას სექტემბერში ისევ დაუბრუნდება.
თეგები:
ეროვნული ბანკი
სკოლები
ბანკების მოგება
არაბთა გაერთიანებული საემიროები
ედუარდ შევარდნაძე
მირდატ ქამადაძე
მაია იველაშვილი
მაია იველაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა