• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სახელმწიფო ენის სიწმინდის დამცველის და დემოგრაფიული საკითხების სპეციალისტის თანამდებობები აბაშის საკრებულოში

სახელმწიფო ენის სიწმინდის დამცველის და დემოგრაფიული საკითხების სპეციალისტის თანამდებობები აბაშის საკრებულოში

26/06/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულო) საქმიანობის ორგანიზებას საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს, რომლის ფუქნციები საკრებულოს აპარატის დებულებით განისაზღვრება. ეს ფუნქციებია: საკრებულოს სხდომების, საკრებულოს მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიის სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომაზე ოქმის შედგენა, დამსწრეთა რეგისტრაცია, სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა; საკრებულოსა და მისი თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სათანადო წესით გამოქვეყნება; საკრებულოში შესული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა; საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქის მიღების ორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ა.შ. საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას საკრებულო ამტკიცებს, ხოლო თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა, რითაც შტატების რაოდენობა 15 ერთეულით განისაზღვრა. მათ შორის, განისაზღვრა შემდეგი თანამდებობები: „მთავარი სპეციალისტი ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში“ და „მთავარი სპეციალისტი ახალგაზრდულ და დემოგრაფიულ საქმეთა საკითხებში“. ამავე დადგენილების მიხედვით, მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 750 ლარს შეადგენს. ​ფაქტ-მეტრი ზემოაღნიშნული მთავარი სპეციალისტების სამსახურეობრივი ფუნქციებით დაინტერესდა. რადგანაც საკრებულოს აპარატის დებულებით აპარატის ფუნქცია-მოვალეობებში მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული საკითხები ან ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვა არ შედის, ჩვენ, დამატებით, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქცია გამოვითხოვეთ. დოკუმენტის მიხედვით, ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში მთავარი სპეციალისტის მოვალეობებში შედის:
  • საკრებულოში შექმნილი დოკუმენტაციის ენობრივი თვალსაზრისით გამართვა;
  • საკრებულოს აპარატის თანამშრომელთათვის სახელმწიფო ენის ნორმების დაცვის საკითხთან დაკავშირებით განმარტებითი საუბრების ჩატარება;
  • ენობრივად მართებული და უმართებულო ფორმების გათვალსაჩინოება;
  • მუნიციპალიტეტის სამსახურებთან კონსულტაცია სახელმწიფო ენის ნორმატიკის საკითხებთან დაკავშირებით;
  • აქტიურად თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის გაზეთ "აბაშის მაცნესთან", სახელმწიფო ენის ნორმატიკის პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
ასევე, როგორც აღნიშნულ თანამდებობაზე დასაქმებულმა მილდა ჩაგანავამ გვითხრა, ის 2014 წლის ოქტომბრიდან არის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი და 2015 წლიდან, გაზეთ „აბაშის მაცნეს“ რედაქციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაზეთის საშუალებით აქვეყნებს მასალებს სულიერების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. რაც შეეხება ახალგაზრდულ და დემოგრაფიულ საქმეთა საკითხების მთვარ სპეციალისტს, მისი ფუქნცია-მოვალეობები მოიცავს:
  • ღონისძიებების განხორცილება ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
  • ღონისძიებების განხორცილება მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მიზნით;
  • ახალგაზრდული, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის მონაცემების შეკრება და ანალიზი.
მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივ ინსტრუქციაში აღწერილი ფუნქცია-მოვალეობები მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ განეკუთნება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მას საკუთარი ინიციატივით შეუძლია ახლაგზრდული პოლიტიკის ხელშეწყობისა და მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით ღონისძიებების ორგანიზება. თუმცა, ასეთი სახის საქმიანობას ისედაც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - გამგეობის შესაბამისი სამსახური და არა საკრებულოს აპარატი. რაც შეეხება მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემების შეგროვებას, ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილებაა. ზემოხსენებული ორი მთავარი სპეციალისტის მხოლოდ თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) წელიწადში, ჯამურად, 18 000 ლარია.   პ.ს. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოვითხოვეთ საკრებულოს აპარატის შინაგანაწესი, თუმცა სანამ წერილობით მივმართავდით, ტელეფონის საშუალებით დავუკავშირდით იმის გასარკვევად, ხელმისაწვდომი იყო თუ არა აღნიშნული საკრებულოს ელ. რესურსებზე, რადგან მსგავსი სახის დოკუმენტი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას წარმოადგენს. საკრებულოს თავმჯდომარემ „საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება 2017 წლის 14 ივნისს გამოსცა, რომელიც ჩვენ მიერ განხორცილებული სატელეფონო კომუნიკაციის თარიღს ემთხვევა. ფაქტ-მეტრი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საკრებულოსთან ჩვენი კომუნიკაციის შედეგად ეს ხარვეზი აღმოიფხვრა.
თეგები:
ზაქარია ზალიკაშვილი
ავტობუსები
დავით ბატაშვილი
ირაკლი ჭეიშვილი
სკოლები
დავით კირკიტაძე
საპარტნიორო ფონდი
ეგნატე შამუგია
ეგნატე შამუგია

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა