იტვირთება

საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვები - საერთოდ საჭიროა თუ არა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო როგორც ცალკე ორგანო, რას ემსახურება ის და რაში იხარჯება გადასახადების გადამხდელების ფული.

ფაქტ-მეტრმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების შესწავლა გადაწყვიტა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის

მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება წინა წელთან შედარებით 46.8 მლნ ლარით გაიზარდა და 136.8 მილიონი ლარი შეადგინა.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა 349-ს შეადგენს, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 3.9 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა წინა წელთან შედარებით 674 ათასი ლარითაა შემცირებული.

სამინისტროს ბიუჯეტი 4 პროგრამას აერთიანებს. ესენია: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა; სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები; სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები და ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები. თითოეული პუნქტისათვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები კი ასე გამოიყურება:

ცხრილი 1:

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი (2017 წელი)

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები
2 850 000 124 085 000 6 040 000 3 845 000
  ჩვენ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2010-2016 წლებში უწყების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ჩამონათვალი და მათი ბიუჯეტი გამოვითხოვეთ. სამინისტროს ინფორმაციით,

უწყების დაფინანსებაზე სულ 7 ორგანიზაცია იმყოფება. ესენია:

  • სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;
  • სსიპ - ქართული სპორტის მუზეუმი;
  • სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი;
  • ააიპ - საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი;
  • სსიპ - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი;
  • სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.

აღნიშნული ორგანიზაციებისთვის 2010-2016 წლებში სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხების მოცულობა ასე გამოიყურება:

  ცხრილი 2:

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბიუჯეტი 2010-2016 წლებში (ათას ლარებში)

ორგანიზაცია 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 სულ
ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი 403.1 1034.7 2887.6 2867.8 2314.5 1859.8 2290.5 13658
ქართული სპორტის მუზეუმი - 39.8 40.0 40.0 50.0 69.84 70.0 310
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი - - - 219.7 412.1 737.56 1100.0 2469
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯი - - - - 155.0 248.79 350.0 754
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი - - - - - - 10960.0 10960 
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი 67.6 741.0 1069.7 974.2 1186.2 1225.75 1537.0 6801
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 650.5 5458.5 5876.1 2486.9 2739.4 2555.55 3477.6 23224
სულ 1121.2  7274.0  9873.4  6588.6  6857.2  6697.29  19785.1  58177
წყარო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი ლარი გამოიყო. 2016 წელს კი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი დაფუძნდა. 2016 წელს ფონდის ბიუჯეტი 11 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის განვითარების 2016-2020 წლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო. დადგენილების მიხედვით, 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხად 265.7 მლნ ლარი განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

3388 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი