• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რატომ იზრდება აქციზი და როგორ აისახება ეს ფასებზე

რატომ იზრდება აქციზი და როგორ აისახება ეს ფასებზე

09/12/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებების გეგმის შესაბამისად, მომავალი წლიდან აქციზისა და ქონების გადასახადების, ასევე სათამაშო ბიზნესისათვის მოსაკრებლის ზრდა იგეგმება. ცვლილებების მიზანი მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსებაა. ამავდროულად, აქციზის განაკვეთის ზრდა იმპორტის მოცულობას გარკვეულწილად შეზღუდავს, რაც, შესაბამისად, გამავალ სავალუტო ნაკადებზეც აისახება. თუმცა, პროდუქტები, რომელთა მოხმარებაზე საგადასახადო ტვირთი იზრდება, არაელასტიური მოთხოვნით (ფასის მატების ეფექტი მთხოვნის შემცირების ეფექტს აჭარბებს) ხასიათდება. შესაბამისად, ფასის ზრდის შედეგად შესაძენი მოცულობების მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის, რაც თავის მხრივ მთავრობის საბიუჯეტო შემოსავლების მოსალოდნელ ზრდას განაპირობებს. საერთო ჯამში, ცვლილებების პაკეტის მიღების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტში დამატებით 518-528 მლნ ლარის მობილიზებას პროგნოზირებს. სათამაშო ბიზნესიდან ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში დამატებით 20 მლნ ლარი შევა. ცვლილებათა პაკეტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აქციზის გადასახადის ზრდაა, რადგან მოსალოდნელი დამატებითი შემოსავლების 94%-მდე სწორედ აღნიშნული ცვლილებითაა განპირობებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნესისათვის გაწეული შეღავათის დაფინანსება მოქალაქეთა საგადასახადო ტვირთის ზრდის ხარჯზე მოხდება, რაც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთი მხრივ გამართლებულია, ვინაიდან ბიზნესის მიერ რეინვესტირებული ერთეული ლარის ეკონომიკური ეფექტი მოქალაქის განკარგვადი შემოსავლის (შემოსავალი გადასახადების შემდეგ) სიდიდეზე გაცილებით მაღალია. მეორე მხრივ, სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელი ზრდაც გასათვალისწინებელია. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეკვეცაზე უარის თქმის გამო, დანაკლისის თითქმის სრულად აქციზის გადასახადის ზრდის ხარჯზე დაბალანსება მთავრობისთვის ფაქტობრივად ერთადერთი გამოსავალი იყო, ვინაიდან სხვა გადასახადების ზრდას, ისევე როგორც ახალი გადასახადების დაწესებას, საქართველოს ორგანული კანონი - "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" - კრძალავს. აღნიშნული კანონი გადასახადების ზრდას მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების გზით უშვებს. მოქალაქეთა მიერ გადასახადების ზრდის მხარდაჭერა კი, მოცემულ ვითარებაში არარეალისტური სცენარია. კონკრეტულად აქციზის გადასახადის ცვლილების შესახებ მონაცემებს ცხრილი 1 ასახავს.   ცხრილი 1: აქციზის განაკვეთის მოსალოდნელი ცვლილება cxrili წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო   როგორც ცხრილიდან ჩანს, მხოლოდ გადასახადის ცვლილების გავლენით ბენზინი და დიზელის საწვავი ლიტრზე დაახლოებით 18.4 და 22.1 თეთრით, ავტომობილის საწვავად გამოსაყენებელი ბუნებრივი აირი კი კუბ.მ-ზე 12 თეთრით გაძვირდება. დაახლოებით 40 თეთრით გაძვირდება საპოხი საშუალებები. ასევე, განაკვეთი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე შესაბამისად 60 და 30 თეთრით გაიზრდება. საერთო ჯამში, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდით, საბიუჯეტო შემოსავლები 250 მლნ ლარით გაიზრდება, 190-200 მლნ-ით შემოსავლებს თამბაქოზე აქციზის გაძვირება გაზრდის. მნიშვნელოვნად იზრდება მსუბუქი ავტომობილების იმპორტისას გადასახდელი აქციზის მოცულობა, თითქმის ყველა წლოვანების ავტომობილისათვის. გამონაკლისს 4 და 5 წლის ავტომობილები წარმოადგენენ, 4 წლის ავტომობილზე აქციზი უცვლელი რჩება და 5 წლის ავტომობილზე 0.1 ლარით იკლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტირების შემთხვევაში იმოქმედებს ტარიფის გასამმაგებული ოდენობა. მხოლოდ მოცემული ცვლილებებიდან, დამატებით 45 მლნ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი. თუ თამბაქოს ნაწარმის მოხმარებაზე გადასახადის ზრდა ეკონომიკაზე გავლენის თვალსაზრისით თითქმის უმტკივნეულო ცვლილებაა, ავტომობილის იმპორტის გაძვირება ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ სექტორზე უარყოფითად იმოქმედებს, რაც სარეალიზაციო საქონლის (ავტომობილის) გაზრდილი ღირებულების პირობებში სავაჭრო ბრუნვის შემცირებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ, თეორიულად, ცვლილებას გავლენა ავტომობილების მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებულ, განბაჟებულ ნაწილზე ექნება. რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს კი, ცვლილება არ შეეხებათ, ვინაიდან რეექსპორტზე გასული საქონელი იმპორტის გადასახდელებისგან ისედაც გათავისუფლებულია. უკვე იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში კი, ცვლილებას გარკვეული უარყოფითი გავლენა ექნება, ვინაიდან, საგადასახდო კოდექსის თანახმად, ექსპორტის განხორციელებისას იმპორტისას გადახდილი აქციზის გადასახდის მხოლოდ 50%-ის დაბრუნება არის შესაძლებელი, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილი ექსპორტზე იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება და საქართველოს ტერიტორიას დატოვებს. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებზე აქციზის და შესაბამისად ფასების ზრდას, აღნიშნული ცვლილება, ბუნებრივია, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების თვითღირებულების ზრდას გამოიწვევს, რაც შესაბამისად იმოქმედებს მის საბაზრო ფასზე და შეამცირებს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობას. საბაზრო ფასის უცვლელად შენარჩუნების პირობებში კი, ორგანიზაციებს მოგების მარჟის შემცირება მოუწევთ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოგების გადასახადის რეფორმის მთავარ მიზანს, რაც ბიზნესისთვის დამატებითი ინვესტირების სტიმულის გაჩენაში მდგომარეობს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოგების გადასახადის რეფორმას გამოკვეთილად დადებითი ეფექტი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ცვლილებით გამოწვეული კლება საბიუჯეტო შემოსავლებში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით და არა სხვა გადასახადების ზრდის ხარჯზე დაბალანსდებოდა. მოვლენათა განვითარების მოცემული სცენარის შემთხვევაში კი, რეფორმის მოსალოდნელი წმინდა ეფექტი ბუნდოვანია.
თეგები:
მანონ ბოკუჩავა
„ფაქტ-მეტრის“ რედაქცია
„ფაქტ-მეტრის“ რედაქცია

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა