• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მერია გზების შეკეთებას ამცირებს და ამხანაგობების წარმომადგენლებს პლანშეტებს დაურიგებს

მერია გზების შეკეთებას ამცირებს და ამხანაგობების წარმომადგენლებს პლანშეტებს დაურიგებს

2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 800 270 500 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი

30/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 800 270 500 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი, მიმდინარესთან შედარებით (847 926 000 ლარი), 47 655 500 ლარით არის შემცირებული.

 

„ფაქტ-მეტრმა“ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები გააანალიზა.

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა

 

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული მუხლი 147 690 500 ლარით დაფინანსდა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 29 მილიონით არის გაზრდილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე გამგეობას გზების მოვლა-შეკეთებისთვის გამოყოფილი თანხა შეუმცირდა. მაგალითად: სამგორის გამგეობას - 920 000 ლარით; დიდუბის გამგეობას - 569 000 ლარით; მთაწმინდის გამგეობას - 300 000 ლარით.

 

ასევე, შემცირებულია ქვეპროგრამის დაფინანსება (01.01), რომლის მიზანი საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი, უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, ქუჩების ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისგან განტვირთვა  და ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეწყობაა. აღნიშნული ქვეპროგრამის დაფინანსება 1 271 800 ლარით არის შემცირებული.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი უფრო მეტი თანხით (85 477 000 ლარი), ვიდრე მიმდინარე წელს (79 050 000 ლარი), უფრო ნაკლები გზის კაპიტალური და ორმოული შეკეთებაა გათვალისწინებული (674 000 კვ.მ - კაპიტალური, 585 800 კვ.მ - ორმოული. 2016 წელს - 704 566 კვ.მ -კაპიტალური, 835 343 კვ.მ - ორმოული).

 

ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების აღდგენა

 

ამ მუხლის დაფინანსება 32 მილიონი ლარით არის შემცირებული. მერიის განმარტებით, მუხლის დაფინანსების შემცირება 13-14 წლის სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის (თუმცა, ეს თანხა მხოლოდ  12 229 100 ლარი იყო) გამოკლებამ გამოიწვია.

 

შემცირებულია ისეთი ქვემუხლების დაფინანსება, როგორიცაა ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება - 2 752 000 ლარით (იყო 22 752 000 ლარი, ხდება 20 000 000 ლარი), გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია - 1 279 000 ლარით (იყო 22 513 000 ლარი, ხდება - 21 234 000 ლარი).

 

ყველაზე მეტად, 18 560 600 ლარით, ქალაქის განვითარების ხელშეწყობაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ამ ქვემუხლის ფარგლებში ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება.

 

ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება

 

შემცირებულია 6 მილიონი ლარით (იყო 77 მილიონი ლარი, ხდება 71 მილიონი ლარი). გამწვანების ღონისძიებები გაზრდილია 1 848 700 ლარით (იყო 14 151 300 ლარი, გახდა 16 000 000 ლარი), დასუფთავების ღონისძიებები კი 8 991 500 ლარით არის შემცირებული (იყო 59 991 500 ლარი, იქნება 51 000 000 ლარი).

 

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა

 

მცირდება 1 177 600 ლარით (იყო 4 438 400 ლარი, იქნება 3 260 800 ლარი).

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება

 

პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 1 152 200 ლარით (იყო 29 723 500 ლარი, იქნება 30 875 700 ლარი). აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა. პროგრამის ფარგლებში ამხანაგობების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების, სემინარებისა და კონკურსების ორგანიზებისთვის თანხა მხოლოდ რამდენიმე გამგეობას აქვს გამოყოფილი. ნაძალადევის რაიონს - 200 000 ლარი, დიდუბის რაიონს - 100 000 ლარი.

 

დიდუბის რაიონში დამატებით 100 000 ლარი გამოყოფილია საკონკურსო პრიზებისთვის - პლანშეტური კომპიუტერისთვის (200 ცალი - 500-ლარიანი), რაც ამხანაგობების წარმატებული  წარმომადგენლებისთვის არის გათვალისწინებული.

 

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

 

დაფინანსება შემცირებულია 29 მილიონი ლარით (იყო 209 000 000 ლარი, იქნება - 180 000 000 ლარი). აღსანიშნავია, რომ სხვა სოციალური საჭიროების მუხლი, რომლის ფარგლებში თბილისელ მოქალაქეებს მერია განსაკუთრებით გულუხვად არჩევნებამდე დაეხმარა, 7 300  000 ლარით მცირდება (იყო 14 800 000), კომუნალური ვაუჩერის სუბსიდირება - 14 860 000 ლარით (იყო 27 060 000 ლარი), სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება - 6 000 000 ლარით (იყო 66 122 800 ლარი).

 

განათლება

 

გაზრდილია 3 714 900 ლარით (იყო 106 833 900 ლარი).

 

კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა

 

შემცირებულია 622 400 ლარით (იყო 28 888 500 ლარი). მერიის განმარტებით, შემცირება იმით არის განპირობებული, რომ ა(ა)იპ კულტურული ღონისძიებების ცენტრის ლიკვიდაცია და მისი ფუნქციების კულტურის საქალაქო სამსახურისთვის მიერთება იგეგმება.

 

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

 

მცირდება 300 600 ლარით.

 

ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები

 

შემცირებულია 9 060 700 ლარით (იყო 84 777 200 ლარი), რაც საპრემიო ფონდისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით არის განპირობებული.

 

როგორც ვხედავთ, 2017 წლის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების უმრავლესობის დაფინანსება შემცირებულია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყველაზე დიდი კლება ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობების და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში გვაქვს, რაც თვითმმართველობის არჩევნების წელს ცოტა უცნაურია.

 

აღსანიშნავია, აგრეთვე, ამხანაგობების წარმომადგენლების წახალისების ფორმაც. ცოტა გაუგებარია, მერიის მხრიდან პრიზის სახით პლანშეტური კომპიუტერები მხოლოდ დიდუბის ამხანაგობების წარმომადგენლებმა რატომ დაიმსახურეს.

 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისელების პრობლემებზე ორიენტირებული არ არის. ისინი საკუთარ შენიშვნებს საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ წარადგენენ. ჩასწორებული ბიუჯეტი მერიას დაუბრუბდება, რის შემდეგაც კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი10 დეკემბრამდე მერიამ კვლავ საკრებულოს უნდა დაუბრუნოს.

თეგები:
ბადრი გოგიძე
იმერეთის გუბერნატორი
ნატოს საწვრთნელი ცენტრი
სესხები
დავით კირკიტაძე
ციფრული მაუწყებლობა
გაერო
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა