• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
თამარ მეფის ფრესკა ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ

თამარ მეფის ფრესკა ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ

ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა, თამარ მეფის უნიკალური ფრესკა დააზიანა. რამდენად დაიბრუნებს გაჭვარტლული უნიკალური მხატვრობა

07/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა, თამარ მეფის უნიკალური ფრესკა დააზიანა. რამდენად დაიბრუნებს გაჭვარტლული უნიკალური მხატვრობა პირვანდელ სახეს, რესტავრატორებს წინასწარ საუბარი უჭირთ.

 

ვარძიის მთავარი ტაძარი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დაკეტილია. მასში მხოლოდ ჟურნალისტებს გვიშვებენ, ისიც მცირე დროით და იმისთვის, რომ დაზიანებულ ფრესკებს რამდენიმე ფოტო გადავუღოთ.

 

ვარძიაში ხანძარი 1-ელ ნოემბერს გაჩნდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი, ბერდიაკონი შალვა გვეუბნება, შემთხვევა დაახლოებით საღამოს 6-დან 7 საათამდე შუალედში მოხდა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა მომლოცველმა ტაძარში ანთებული სანთელი დატოვა, სანთელი ხალიჩაზე ჩამოვარდა და ცეცხლი გვერდით მდგარ ხის კარადას მოედო, სადაც სანთლები და საეკლესიო ინვენტარი ინახებოდა.

 

„ტაძრის კარები რომ ჩავკეტეთ, სანთელი ანთებული ყოფილა. არასოდეს ვამოწმებდით, იმიტომ, რომ მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. ერთ საათში ტაძარში რომ შემოვედით, ცეცხლი იყო და მალევე ჩავაქრეთ“, - გვიხსნის ბერდიაკონი შალვა და ამატებს, რომ ხანძარი დიდი მოცულობის არ ყოფილა და მთელ ტაძარს არ მოსდებია. ფრესკები კი იმიტომ გაიჭვარტლა, რომ დაკეტილი სივრციდან კვამლი გარეთ ვერ გავიდა.

 

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფართი დაახლოებით 40 კვადრატული მეტრია. ხანძრის კერა შესასვლელი კარიდან მარცხნივ იყო. იატაკს ხანძრის კვალი ჯერ ისევ ემჩნევა. იქვეა თამარ მეფის უნიკალური ფრესკა, რომელიც მთლიანად ჭვარტლითაა დაფარული. ახლა ტაძარში აღარც სასანთლეები დგას და არც სხვა საეკლესიო ინვენტარი. აქ მხოლოდ ხარაჩოებია - რესტავრატორები ცდილობენ, დაადგინონ, რა მეთოდის გამოყენება შეიძლება ეკლესიის ჭვარტლით დაფარული მხატვრობის გადასარჩენად.

 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ექსპერიმენტი უკვე ჩაატარეს და იმედი გაჩნდა: „ფრესკა გადარჩა და ძალიან კარგია. უბრალოდ, საფრთხილოა და დამწვრობამდე როგორ მდგომარეობაშიც იყო, ისევ ისეთი სახე ექნება“.

 

რესტავრატორებმა მუშაობა უკვე უნდა დაიწყონ. ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოები ერთ თვეს გასტანს. მათივე განმარტებით, ფრესკა ჭვარტლისგან საკმაოდ დაზიანებულია, რაც სამუშაოებს გაართულებს. მხატვრობა გაწმენდას ექვემდებარება, თუმცა პირვანდელი სახე შესაძლოა, სრულად ვერ დაიბრუნოს.

 

IMG_5087

 

„გავწმენდთ მსუბუქი, მშრალი მეთოდით, ანუ ვიმუშავებთ მხოლოდ სპეციალური ფუნჯით და ისე, რომ ჭვარტლი ძირს არ დაიყაროს, ადგილზე უნდა მოვწმინდოთ და გარეთ გავიტანოთ“, - გვიხსნის რესტავრატორი სანდრო რუბაშვილი.

 

„მთლიანობაში ტაძრის მხატვრობა მძიმედ არის დაზიანებული და შესაძლოა, სრულად აღდგენა ვერ მოვახერხოთ. აალებული სანთელი პარაფინის იყო და მისი შემცველობა ჭვარტლშიც არის. მისი გადარჩენის შანსებს სამუშაოები გვიჩვენებს“, – ამბობს რესტავრატორთა ექსპედიციის ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი.

 

 

 

IMG_5125ვარძიის მთავარ ტაძარში ხანძარს მხოლოდ ეს ფრესკა არ დაუზიანებია, მთელი ეკლესია გაჭვარტლულია.  რესტავრატორებისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განსაკუთრებული ყურადღება თამარ მეფის პორტრეტულ ფრესკაზე იმიტომაა მიპყრობილი, რომ ეს ფრესკა საქართველოში უნიკალურია – მეთორმეტე საუკუნით თარიღდება და მასზე ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია მამასთან, გიორგი მესამესთან ერთად გამოსახული.

 

გარდა ამისა, ეს ერთ-ერთია თამარ მეფის იმ ოთხი ფრესკიდან, რომლებიც საქართველოში არსებობს (ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისსა და ბერთუბანში).

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგი მეთორმეტე საუკუნის წმინდა ქართული მხატვრობაა, რომელიც ყველა საუკუნისგან გამოირჩევა“, – გვიხსნის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

 

იგი იმაზეც საუბრობს, რომ მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საპატრიარქოსთან ერთად გარკვეული მიდგომები უნდა შეიმუშაონ, თუმცა, რა როგორ იქნება, ჯერ დეტალები უცნობია: „ჯერ ზუსტად არაფერზე ვართ ჩამოყალიბებული, თუმცა მეუფესთან ვისაუბრე და სამომავლოდ გარკვეულ მიდგომებს უნდა გადავხედოთ, დაუდევრობა რომ აღარ მოხდეს და მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს“.

 

ვისი ბრალია ვარძიაში მომხდარი, ეს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან  გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.

თეგები:
საფრთხის შემცველი პროექტი
გიგი უგულავას საქმე
ვიზა
არჩილ ხაბაძე
ოკუპაცის კანონპროექტი
სკოლები
გოჩა დგებუაძე
ფოთი
ნინო ნარიმანიშვილი
ნინო ნარიმანიშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა