საარჩევნო წლის მიმდინარეობისას ხშირად გამოითქმის მოსაზრებები, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ფასების ცვლილების დინამიკაზე გარკვეულ გავლენას ახდენს საარჩევნო კამპანია. კერძოდ, პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნოდ ფასების ზრდაზე ერთგვარი მორატორიუმი წესდება, არჩევნების დასრულების შემდგომ კი „გადავადებული“ ფასების ზრდა ფიქსირდება. სტატიის ფარგლებში ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასებულია, რამდენად საბუთდება ფაქტებით მსგავსი პოზიცია.

ცხრილი #1 ასახავს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და არჩევნების თარიღიდან 2 თვის განმავლობაში ფასების ცვლილების სტატისტიკურ მონაცემებს. ტენდენციის შესაფასებლად აქვე მოყვანილია არასაარჩევნო წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებიც.

ცხრილი 1:ფასების ცვლილების ტენდენცია

პერიოდი

სულ

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები

ჯანდაცვა

წინა თვესთან

წინა წლის შესაბამის თვესთან

წინა თვესთან

წინა წლის შესაბამის თვესთან

წინა თვესთან

წინა წლის შესაბამის თვესთან

2010

აგვისტო

2.30%

9.50%

5.30%

14.90%

0.10%

4.10%

სექტემბერი

3.10%

9.80%

7.50%

19.80%

0.10%

4.00%

ოქტომბერი

2.00%

9.60%

4.10%

19.10%

0.10%

4.10%

ნოემბერი

1.10%

10.50%

2.30%

21.90%

-0.70%

3.50%

2011

აგვისტო

1.10%

7.20%

1.60%

12.50%

0.20%

0.10%

სექტემბერი

0.60%

4.60%

1.10%

5.80%

0.20%

0.30%

ოქტომბერი

-0.20%

2.30%

-0.10%

1.50%

0.00%

0.30%

ნოემბერი

0.70%

1.90%

0.60%

-0.20%

0.70%

1.60%

2012

აგვისტო

0.10%

-0.40%

-0.20%

-2.80%

0.70%

0.90%

სექტემბერი

0.80%

-0.10%

1.90%

-2.00%

1.20%

1.90%

ოქტომბერი

0.00%

0.10%

0.40%

-1.40%

0.40%

2.20%

ნოემბერი

0.10%

-0.50%

0.30%

-1.80%

1.00%

2.50%

2013

აგვისტო

0.00%

-0.40%

-0.20%

-1.20%

-0.30%

4.60%

სექტემბერი

-0.10%

-1.30%

1.40%

-1.60%

-8.90%

-5.90%

ოქტომბერი

1.50%

0.20%

1.50%

-70.00%

10.10%

3.20%

ნოემბერი

0.50%

0.60%

1.50%

0.50%

0.50%

2.80%

2014

აგვისტო

0.50%

3.40%

2.70%

6.40%

-1.60%

3.40%

სექტემბერი

1.20%

4.80%

3.30%

8.40%

1.50%

15.20%

ოქტომბერი

0.30%

3.40%

1.00%

7.80%

0.90%

5.60%

ნოემბერი

-0.10%

2.80%

-0.10%

6.20%

-0.20%

4.80%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, არჩევნებამდე პერიოდში ფასების „გაყინვის“ და არჩევნების დასრულების შემდგომ კი მატების ფაქტი ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება. საარჩევნო 2012 წლის ტენდენცია არ განსხვავდება არასაარჩევნო წლების მსგავსი პერიოდისთვის დამახასიათებელი ცვლილებებისგან.

ვალუტის კურსი, როგორც ფასის სპეციფიკური სახე, შესაძლებელია განხილულ იქნეს ამავე კონტექსტში. გრაფიკზე #1 მოცემულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაბამის პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების ტენდენცია.

გრაფიკი 1:ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, 2012 წელი

image001

წყარო: https://www.xe.com

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ვალუტის კურსის გამყარების გამოკვეთილი ტენდენცია 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში არ ფიქსირდება, პირიქით, სექტემბრის მეორე ნახევარში გაუფასურების ტენდენციაა შესამჩნევი. მე-2 გრაფიკზე უკვე 2016 წლის არჩევნების პერიოდში ლარის კურსის ცვლილების ტენდენციაა წარმოდგენილი.

გრაფიკი 2:ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, 2016 წელი

image002

წყარო: https://www.xe.com/

2016 წლის შემთხვევაშიც გამოკვეთილი გამყარების ტენდენცია სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულ ვალუტას არ გამოუვლენია, პირიქით, სექტემბრის განმავლობაში გაუფასურების ტენდენციაა გამოკვეთილი, რაც სეზონურობიდან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგია.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში (არჩევნების წინა პერიოდი) ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან მხოლოდ 35 მლნ აშშ დოლარი გაყიდა (აგვისტო) და ამავდროულად 15 მლნ დოლარი შეიძინა (სექტემბერი). შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გაცვლითი კურსის შენარჩუნების მიზნით რეზერვების გამოყენებას ადგილი, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

2016 წლის აგვისტოდან მოყოლებული არჩევნებამდე პერიოდში კი ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე160 მლნ დოლარი გაყიდა. რეზერვის გამოყენების გასამართლებლად ან მიზანშეუწონლად მისაჩნევად საკმარისი ოპერატიული მონაცემების არარსებობის პირობებში, შეფასებისგან თავს ვიკავებთ და მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით შემოვიფარგლებით.

რაც შეეხება მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასების ცვლილებას, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან საკმარისი დრო არ არის გასული ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ცვლილებების შეფასებისთვის. თუმცა, არჩევნების შემდგომ პერიოდში ცნობილი გახდა ცალკეულ პროდუქტებზე, მათ შორის საწვავსა და შაქარზე ფასების მატების შესახებ.

აღნიშნულ ცვლილებებს ობიექტური საფუძველი აქვს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებაა, რომელიც ნებისმიერი იმპორტირებული საქონლის გაძვირებას იწვევს. ამავდროულად საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა ნავთობი, რისი მიზეზიც ოპეკის წევრ ქვეყნებს შორის მოპოვებისა და შესაბამისად, მიწოდების შემცირების შესახებ მიღწეული შეთანხმება გახდა. შაქრის შემთხვევაშიც საერთაშორისო ბაზარზე მისი გაძვირება შეიმჩნევა, რის მიზეზადაც ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ბრაზილიაში შაქრის ლერწმის დაბალი მოსავლიანობა შეიძლება მივიჩნიოთ.

ნავთობპროდუქტების გაძვირება, როგორც წესი, დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე, ფასების ზრდის წინაპირობაა. ვალუტის კურსის გაუფასურების არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში კი გაძვირებას განაგრძობს იმპორტირებული საქონელი და გარკვეულწილად ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც, რომლის წარმოებაში იმპორტული ნედლეულია ჩართული.

შესაბამისად, ფასების გარკვეული ზრდა წლის ბოლო კვარტალში მოსალოდნელია, თუმცა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას სხვა თანაბარ პირობებში, საფრთხე არ უნდა შეექმნას. 2016 წლის მიზნობრივი ინფლაცია - 5%, ამ მომენტისთვის არსებული წლიური ინფლაცია კი 0.1%-ია.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია