• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
შეიცვლება თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების სია

შეიცვლება თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების სია

მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან

06/10/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც  საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან (ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი) გასაუბრება შედგა. მოცემულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა არ ჩატარებულა, შესაბამისად, სამ წევრს შორის გამარჯვებული, რომელიც შემდეგ საპარლამენტო ასამბლეამ უნდა აირჩიოს, ჯერ არ გამოვლენილა. სხდომა მომდევნო წლის იანვრისთვის გადაიდო, თუმცა ჯერ უცნობია, კენჭისყრაში მონაწილეობას იგივე შემადგენლობა მიიღებს, თუ განახლებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასივრცეში განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვები, რომ შესაძლოა, კომიტეტმა სახელმწიფოს სიის შეცვლა მოსთხოვოს. თავად კანდიდატები, სიის დაწუნების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. „ნეტგაზეთთან“ საუბრისას, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრა აუცილებლად მოხდება.

 

„ჩატარდა გასაუბრება სამივე კანდიდატთან და კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა იანვარში ჩაატაროს. სამივეს უყრიან კენჭს. გამარჯვებულს კენჭისყრა გამოავლენს“, - განაცხადა ბარამიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 22 ივნისის საინფორმაციო დოკუმენტით, ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის არჩევის (საპარლამენტო ასამბლეის მიერ) თარიღად 2016 წლის ოქტომბერი იყო განსაზღვრული. ქართულმა მხარემ შერჩეული კანდიდატების სია და მათ შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს 2016 წლის 26 აგვისტოს მიაწოდა. კანდიდატებთან გასაუბრება 29-30 სექტემბერს შედგა, თუმცა 23 სექტემბერს გამოქვეყნებული დღის წესრიგით, რომლითაც, აღნიშნული გასაუბრების თარიღი განისაზღვრა, მომდევნო სხდომის თარიღიც დაანონსდა.

 

როგორც ჩანს, კომიტეტს  სხდომის 2017 წლის 12 იანვრისთვის გადადება, კანდიდატებთან გასაუბრებამდე  ჰქონდა გადაწყვეტილი. რამ განაპირობა წინასწარ განსაზღვრული ვადის (2016 წლის ოქტომბერი) შეცვლა, უცნობია. მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განმარტებით, კენჭისყრის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ მოქმედ მოსამართლე ნონა წოწორიას უფლებამოსილების 9-წლიანი ვადა 2017 წლის 31 იანვარს  ეწურება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა არჩევისას აღნიშნული ფაქტი ევროპის საბჭოსთვის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს. მაგალითისთვის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი მოსამართლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 6 სექტემბერს ეწურებოდა, შემცვლელი მოსამართლე საპარლამენტო ასამბლეამ 2016 წლის 21 ივნისს აირჩია.

 

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, წარდგენილ სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. სიასთან და, ზოგადად, მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები მას ადრეც ჰქონდა.

 

შეგახსენებთ, რომ უჩა ნანუაშვილი, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის #623 დადგენილების თანახმად შექმნილი იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელსაც ეროვნულ დონეზე, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა დაევალა. კომისიის წევრები პროცესის გაუმჭვირვალობასა და ხარვეზებზე უშუალოდ შერჩევის პერიოდშიც ამახვილებდნენ ყურადღებას.

 

„კანდიდატებთან შეხვედრისას არაერთი საკმაოდ კვალიფიციური კანდიდატი გამოიკვეთა, რომლებმაც, ასევე, დაბალი ქულები მიიღეს, თუმცა მათი წარდგენა სტრასბურგში არ მომხდარა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას, საქართველოს მთავრობის 28 ივლისის გადაწყვეტილება იწვევს, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ სამკაციან სიაში, ნანა მჭედლიძის კანდიდატურის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლება მოხდა. როგორც მოგვიანებით განმარტეს, ნანა მჭედლიძეს მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილება არ გააჩნდა, გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით კი, მისი ადგილი ევა გოცირიძემ დაიკავა.

 

თუმცა რატომ მიენიჭა უპირატესობა ევა გოცირიძეს და არა, მაგალითად, ანა დოლიძეს (რომელიც ხუთეულში შედიოდა და ამასთანავე, კახა კოჟორიძის განცხადებით, უფრო მაღალი შეფასებაც ჰქონდა), ამის შესახებ დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა.

 

მოსამართლე ნონა წოწორიამდე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსამართლე მინდია უგრეხელიძე წარადგენდა (1999-2008). აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მიერ შეთავაზებული კანდიდატების „დაწუნებას“ საქართველოსთან მიმართებით ადგილი ჯერ არ ჰქონია.

 

ევროპის საბჭოს მიერ მოსამართლეთა კანდიდატების სიის შეცვლის მოთხოვნა უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის იმიჯზე. ამასთან, ეს იქნება სახელმწიფოსთვის გამოწვევა და პასუხისმგებლობა, აღმოფხვრას ყველა ის პრობლემა, რამაც ეროვნული შერჩევის ეტაპზე იჩინა თავი და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარი მოქალაქეებისთვის, მისაღები კანდიდატები.

 

„ფაქტ-მეტრი“ განაგრძობს აღნიშნული საკითხის შესწავლას და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას კვლავ მიაწვდის.

თეგები:
სიჭინავა
ირაკლი ქადაგიშვილი
ვაგონშემკეთებელი ქარხანა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
პური
თამარ ქეცბაია
თამარ ქეცბაია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა