წარმოგიდგენთ ინტერვიუებს „ეროვნული ფორუმის“ თბილისის მაჟორიტარობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს.
ინტერვიუ „ეროვნული ფორუმის“ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთან - გიორგი ხეჩინაშვილთან რატომ იყრით კენჭს ვაკის მე-2 ოლქში?
გ.ხ.: იმიტომ, რომ 40 წელი სრულდება რაც ვაკეში ვცხოვრობ. გარდა ამისა, ჩემი ძველი პროფესიიდან გამომოდინარე, რომელიც დაკავშირებული იყო მე-9 საავადმყოფოსთან და მაშინდელ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტთან, აქედან გამომდიონარე ლოგიკურია რომ კენჭს ვიყრი ვაკეში, გარდა ამისა „ეროვნული ფორუმის“ სტრატეგიაცაა, მაჟორიტარი რაც შეიძლება ახლოს იყოს ამომრჩეველთან, და ასევე წინააღმდეგია პორტირებული მაჟორიტარების.
ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?გ.ხ.: პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები ზოგადად არის სისტემური. მაგრამ, რასაკვირველია, ქალაქის ყველა რაიონს აქვს თავისი სპეციფიური პრობლემები, მათ შორის ვაკესაც. პირველი რაც თვალში საცემია არის სოციალური თემატიკა, უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობა და მისი დაცვა, ეს სხვადასხვა თემებია. მეორე საკითხია გარემო, რომელზეც ჩვენს პროგრამაშიც არის ყურადრება გამახვილებული, ეს არის ეკოლოგიურობისა და ბუნების დაცვის თემა, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ საცობების, პარკინგის და მშენებლობის თემებით. თუკი ვსაუბრობთ გარემოზე, პირველ რიგში ჩემთვის პრიორიტეტია ჰაერი და მე ამ საკითხს ვიყურებ ასევე საკონონმდებლო კონტექსტში. მესამე საკითხი ეხება ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების განვითარებას, განათლებას, მაგრამ გარკვეული სპეციფიკაციის კუთხით, ეს არის საკადრო პოლიტიკა, ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება ყველა დონეზე ჯანდაცვის სისტემაში, რაც გულისხმობს განათლებას დიპლომამდე, პოსტდიპლომური, უწყვეტი განათლების თემა და ა.შ. მეოთხე და მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კერძოდ დასაქმების თემა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაფრის სათავეში დგას ადამიანი და შემდგომში ეკონომიკა. ვაკის მაცხოვრებლების ერთ-ერთ მოსაგვარებელ საკითხებში შედის დასაქმების თემა. ასევე, სამართლიანი სასამართლო, დევნილების საკითხი, ეს უკანასკნელი კარგად მაქვს შესწავლილი, განსაკუთრებით დევნილთა ჯანმრთელობის საკითხი, რომელიც მიუხედავად მისი სისტემური ხასიათისა, ვაკეშიც კარგად ჩანს ეს პრობლემა. ასევე, მათი საცხოვრებლის საკითხის გადაწყვეტა, პრობლემის გადაწყვეტის სისტემური მიდგომები.
რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.გ.ხ.: პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა საგულდაგულოდ მოვემზადეთ ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის. წინასაარჩევნო პროგრამისას წარმოჩინდა ის დადებითი მხარე, როდესაც მოსახლეობამ დაიწყო პროგრამაზე საუბარი, აქვთ კითხვები. ჩვენი პროგრამის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ აქ არის სამოქმედო გეგმაც, სადაც ინიციატივებია დასახელებული მაგ. ეკოლოგიასთან მიმართებაში, ბუნების დაცვაში, წყლისა და ტყის მართვა, ჰაერთან დაკავშირებით. მთავარი ჩვენ პროგრამაში არის ის, რომ ამომრჩეველს ვთავაზობთ კონცეპტუალური მიდგომებს. არსებობს საკითხები, რომლის გადაწყვეტა ფორუმს შეუძლია, თუმცა ჩვენ ვთაზობთ ფართო ჩართულობას, რაც ვფიქრობთ ყველაზე სამართლიანი გზაა, რადგან არ ვართ იზოლირებული პარტია და კოალიციური რეჟიმებისათვის უნდა ვიყოთ მზად. ასევე, გვაქვს შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია. ვცდილობთ არჩევნები გავხადეოთ პოზიტიურ მოვლენად.
რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?გ.ხ.: დაპირებების ნაცვლად დავარქმევდი პროგრამულ შეთავაზებას. მაგალითად, პენსიასთან დაკავშირებით ეროვნული ფორუმი ალბათ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სთავაზობს მოსახლეობას გააზრებულ კონცეფციას ეკონომიკური ზრდის პარამეტრების გათვალისწინებით. ჩვენ მიერ შეთავაზებულ მოდელს აქვს მოდიფიკაციის შესაძლებლობა. ვთვლით, რომ მაგალითად პენსიით „ჟონგლიორობა“ და დაპირებების გაცემა არ ვარგა, ჩვენ ვთავაზობთ ფორმულას, რომელიც მიბმულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და მას დამატებული 25%, ანუ დარეგისტრირებული საშუალო ხელფასის 25%. ეს მოუხსნის ყველა პოლიტიკურ ძალას პოპულისტური დაპირებების გაცემის შესაძლებლობას. ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას, დაგროვებითი პენსიის რეფორმის პროგრამას მაშინ,როდესაც დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, ან ეკონომიკური ზრდის პარამეტრები არ გახდა ორნიშნა, სხვა შემთხვევაში დაგროვებითი პენსია არის ფიქცია. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ვამბობთ რომ ამბულატორიაში უნდა გაჩნდეს წამალი, გავზარდოთ პოლიკლინიკაში და არა საავადმყოფოში, ეს სავსებით რეალურია. როდესაც წალამს ვზრდი პოლიკლინიკაში, კარგ მკურნალობას ვატარებთ, ასეთ შემთხვევაში გვაქვს ნაკლები ჰოსპოტალიზაცია. თუმცა, ჩვენ არ ვასახელებთ კონკრეტულ ციფრებს, რადგან ციფრებთა თამაში არ არის სწორი და კომპეტენტური მიდგომა.
რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?
გ.ხ.: შევეხები რამდენიმე საკითხს, რომელიც სასიკთეოდ წაადგება ვაკეს. ეკოლოგია არის ერთ-ერთი, რომლეზეც გვექნება სულ მცირე ორი საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი იქნება სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება და სამოქმედო გეგმები, რაც კანონით იქნება გამაგრებული. ჰაერის კონტროლთან დაკავშირებით ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ ინიციატივებს და ცვლილბებს მოქმედ კანონმდებლობაში, ჰაერის კონტროლი დიაგნოსტიკა და შეფასება, მაკონტროლებელი სისტემა, ხარისხი, ადგილი, კომპონენტების რაოდენობის განსაზღვრა სავალდებულო გახდება და შემდგომში რაც ეხება ქალაქდაგეგმარების, საცობებისა და მწვანე საფარის პრობლემის მოგვარებას.
მეორე საკითხია ნარჩენები, კოდექსი რომელიც შარშან მივიღეთ, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ნაკლი, რომელიც ეხლა აღმოვაჩინეთ, ეს არის სამშენებლო ნარჩენების ნაწილი, რომელიც არ არის ჩვენს კოდექსში შეტანილი, რაც ქალაქს უქმნის ყველაზე სერიოზულ პრობლემებს.
რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?გ.ხ.: „ეროვნული ფორუმის“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია და მეც რასაკვირველია ვიზიარებ ამ პოზიციას. ჩვენ ზოგადად მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგი კი არ ვართ, თუმცა ჩვენთან მოქმედი მოდელი წლების განმავლობაში გვიჩვენებს რომ ეს მოდიელი არ მუშაობს. ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში ეს პრობლემა მოიხსნებოდა, რადგან წარმომადგენელი ეყოლებოდა, ამიტომ ეხლა დავთანხმდით, რადგან ვიყავით კოალიციის პატიოსანი პარტნიორები და ჩვენი წინააღმდეგობა ქმნიდა გარკვეულ დემარშს, ჩვენი ტაქტიკა კი არის პარტნიორობა. სამომალოდ მაჟორიტარულ სისტემას უნდა დავემშვიდობოთ.
პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?გ.ხ.: ჩემი დაპირებები არის პროგრამული, ეს იქნება კონსტრუქციული ოპონირება, პოლიტიკური გამოცდილება მკარნახობს რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნის დროს კონსესუსითა და სწორი ნაბიჯების გზით გარკვეული წარმატებების მიღწევა შესაძლებელია.
ასევე, მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობას მაჟორიტარის შესაძლებლობების შესახებ არასწორი წარმოდგენა აქვს, ჩემი წარმოდგენით მას ბევრი არ შეუძლია მაგრამ ამავდროულად შეუძლია ბევრი.ყველა ამომრჩეველის წინაშე ვარ პასუხისმგებელი, მნიშვნელობა არ აქვს მომცა თუ არა ხმა.
გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?
გ.ხ.: უდავოდ, მე და ჩემ გუნდს გვექნება მსგავსი ინიციატივები, კერძოდ სისტემური ხასიათის, ეკონომიკური ხასიათის ინოვაციური ცვლილებები, რომელიც არის ჩვენს პროგრამაში, ეს იქნება პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა, რომლის დროსაც ხდება საბიუჯეტო თანხების რაციონალურად გამოყენება. ჩვენმა მაკროეკონოისტებმა გათვალეს რომ სწორედ აქ არის რესურსი, რომელიც არ წავა მკვეთრად სოციალური მიმართულებით, არამედ წავა ეკონომიკურ ბლოკში არსებული პროექტების განსახორციელებლად, მაგალითად სტარტაპების სისტემა, ადვილი ბიზნესის დაწყება სახელმწიფოს ხელშეწყობით, საგადასახადო სისტემის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც რაიონისკენ წაიყვანს ადამიანებს და შექმნის სამუშაო ადგილებს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?გ.ხ.: როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი, ხშირად მნახავდით სხვა მაჟორიტარების ოფისებში, კოალიციურ რეჟიმზე მაქვს საუბარი. ისინი მთხოვდნენ „დამელაგებინა“ სოციალური თემატიკა, რომელიც ახალი პროგრამა იყო. ვთვლი, რომ ეს არის აუცილებელი, ცოტა სხვაგვარად ვუყურებ მაჟორიტარი დეპუტატის ოფისს და ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ვგეგმავ ვირტუალური დაარქვით, მაგრამ ფუნქციუონალური ჯანმრთელობის კლუბის შექმნის გეგმან ჩემ ოფისთან, ეს იქნება საკონსულტაციო, საკოორდინაციო, ის რისთვისაც ხალხი ისედაც მოდის. მაგრამ აქ მე ჩავერთვები და გამოვიყენებ ჩემ მაჟორიტარულ უნარებს, აქ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკის თემები, აქვე შეიძლება მოვიწვიო ჩემი კოლეგები, ძალიან საინტერესო მოდელი მინდა გავაკეთო რომელიც კოორდინაციას გაუწევს ცეტრალური და მუნიციპალური პროგრამების მართვას, რაც დღესდღეობით არ არსებობს და პროცესი დეზინტეგრირებულია. შესაძლოა დღეს ეს ყველაფერი ფინანსურად კარგად არის უზრუნველყოფილი, მაგრამ არ არსებობს კოორდინაცია და გამოცდილება. აქვე ჩავრთავ ეკოლოგიურ ჯგუფებს, არასამთავრობო სექტორი ჩემთან თანამშრომლობს პროგრამულ ნაწილში, თუ მათ ექნებათ გარკვეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და მათ მოყვება გარკვეული რესურსი, შეუძლიათ განახორციელლონ და შეგვიძლია ამის კოორდიმნაცია შევთავაზოთ.
არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?გ.ხ.: ერთმნიშვნელოვნად არა. ჩემი ამოცანაა გავზარდო პარლამენტისა და პარლამენტარის პოლიტიკური წონა. სამწუხაროდ, პარლამენტარები ვერსარგებლობენ იმ კუთვნილი რესურსით, რასაც ქვია პოლიტიკური გავლენა, კარგი გაგებით.
უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?
გ.ხ.: მე ვთვლი, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის მოსაზრება იყო გაუაზრებელი, შედეგზე ნაკლებად ორიენტირებული. სახელმწიფო მართვა საჭიროებს პირად კომუნიკაციებს და ურთიერთობებს.
რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?გ.ხ.: თვითონ კვოტირების არაბუნებრივი პროცესების წინააღმდეგი ვარ. ზოგადად, ნებისმიერი ხასიათის ხელოვნურობა ყოველთვის ქმნის სხვა არაერთ პრობლემას. რაც შეეხება ქალბატობენს, კარგია ეს და მივესალმები, არ იყო კვოტირებაზე საერთოდ საუბარი რომდესაც ექვსკაციან ფრაქციაში გვყავდა ანი მიროტაძე, დღესაც ჩცვენ მაჟორიტართა სიაში საკმაო რაოდენობის ქალბატონები არიან. მიდგომა ასეთია, ქალი პოლიტიკაში საჭირო და აუცილებელია და ბალანსი უნდა იყოს ბუნებრივი.
თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?გ.ხ.: ძალიან კარგი იქნებოდა,რომ ყოფილიყო რეფერენდუმი. ბუნებაში შეიძლება არსებობდეს ყველაფერი, თუმცა ყველაფრის ლეგალიზაცია ვერ მოხდება. აქვე ვიტყვი რომ დისკრიმინაცია ამ მხრივ ჩემთვის მიუღებელია.
აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?გ.ხ.: რასაკვირველია, „ეროვნული ფორუმი“ ყოველთვის იყო დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული. NATO ეს არის ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ არა თვითმიზანი. საგარეო ორიენტაცია დასავლური ღირებულებების გაზიარება ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია ეს ყველაფერი. ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბიურობა არის უმთავრესი ჩვენთვის. უნდა გავატაროთ დამოუკიდებელი, დაბალანსებული პოლიტიკა. მაქვს მხედველობაში ის, რომ საქართველომ უნდა შექმნას ახალი რეალიები გეოპოლიტიკაში, შეიძლება შეასრულოს რეგიონში აქტიური როლი, უნდა გახდეს მოთამაშე, უნდა გახდეს საგარეო პოლიტიკის არა მხოლოდ მიმღები არამედ დონორიც. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გვაქვს მოცემულობა რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ვართ სტაგნაციის პერიოდში, კარგია რომ რიტორიკა შეიცვალა. ძლიერი სახელმწიფოები გასათვალისწინებელი და პატივსაცემია, მაგრამ გარკვეული დამოუკიდებლობა საჭიროა.
ინტერვიუ ეროვნული ფორუმის გლდანის 22-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთან დავით დარახველიძესთან რატომ იყრით კენჭს გლდანის 22-ე ოლქში?
დ.დ.: იმიტომ, რომ აქ ვცხოვრობ. გლდანის 22-ე ოლქი მოიცავს გლდანის I, ,III, IIIა მიკრორაიონებს და ასევე, მთლიანად მუხიანს, სადაც არის 4 მკრ. რ-ნი, ასევე დასახლება, რომელსაც ეძახიან „აგარაკებს“ და ე.წ . „გარადოკი“, რომელიც მდებარეობს თემქასა და მუხიანს შორის. ჩემი წინასწარი შეფასებით ამომრჩეველთა რაოდენობა დახლოებით 70-75% არის მუხიანიდან, ხოლო 20-25 % - გლდანიდან. წლებია თავად ვარ მუხიანის მაცხოვრებელი, აქედან გამომდინარე ლოგიკურია რომ კენჭს სწორედ მუხიანში ვიყრი. ჩემთვის ეს ოლქი და მისი პრობლემები კარგად ნაცნობია, ამიტომაც გადავწყვიტე შემეთავაზებინა ჩემი რესურსი და გამოცდილება.
ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?დ.დ.: ყველაზე სერიზული პრობლემა არის მუხიანის „აგარაკებში“, სადაც არ არის კანალიზაცია. ეს არის კერძო სახლები, რომელიც ადრე ეკუთვნოდა, თუ არ მეშლება, მცხეთის რაიონს, ხოლო რამდენიმე წლის წინ მიუერთდა თბილისს, ისევე როგორც სხვა მიმდებარე სოფლები და დასახლებები. ეს არის კერძო სახლებისაგან შემდგარი დასახლება, სადაც დღემდე არ არსებობს საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები,დაზიანებულია გზა, რომელიც წვიმის დროს იწვევს ნიაღვარს. ასევე, მოსაგვარებელია წყალსადენის საკითხი, ყველა ოჯახს არ აქვს წყალი. დაახლოებით იგივე პრობლემები აქვს შედარებით მცირე დასახლებას. ე.წ. „გარადოკს“, რომელიც მუხიანსა და თემქას შორის მდებარეობს, სადაც უმეტეს ნაწილს აქვს კანალიზაციისა და გზის პრობლემა. ეს არის ყველაზე მასშტაბური რპობლემები, რომელიც ჩემი საარჩევნო ოლქის მოსახლეობას აწუხებს, რომელიც დროსა და დიდი ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
ოლქში არსებობს დაზიანებული ტროტუარებისა და ქვაფენილების, სადარბაზოებში სანიტარიისა და კარის პრობლემა, ხალხს აქვს მოთხოვნა, რომ მეტ-ნაკლებად მოწყობილ სკვერებში იყოს შადრევანი. ცალკეულ კორპუსებს აწუხებს სარდაფებში წყალგაყვანილობის პრობლემა, შესაცვლელია მილები. არსებობს კიდევ არასაკუთრებაში მქონე ფართების საკუთრებაში გადაცემის პრობლემა, წითელი ხაზების პრობლემა, რომელიც გლდანის I მკრ. რაიონს აწუხებს, არსებობს არასასურველი მშენებლობის პრობლემა გლდანის I მკრ.-ში, სადაც შემოღობილია ტერიტორია სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, თუმცა მოსახლეობისთვის ეს სარეკრეაციო ზონაა და სურთ, რომ შეინარჩუნონ.
გარდა ლოკალური პრობლემებისა, ამომორჩეველს აწუხებს დასაქმების, შემოსავლების, უსაფრთხოების საკითხების პობლემა. აგრეთვე აქვთ კითხვები ე.წ. „უბლოკო სტატუსის“ შესახებ.
რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.დ.დ.: მე ვპირდები ამომრჩეველს ჩემ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას, გარდა საერთაშორისო პრობლემებისა, რომელიც ბუნებრივია ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, თუმცა ეროვნულ ფორუმთან ერთად ვფიქრობ, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი გადაწყდება, რადგან ეროვნულმა ფორუმი მოსახლეობას ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამას სთავაზობს, რომელიც არა ფორუმის პროგრამა, არამედ ქვეყნის სწორად მოწყობის პროგრამაა. რაც შეეხება დაპირებების შესრულების გრაფიკს, პრობლემური საკითხების გადაწყვეტას დაახლოებით 2-3- წელი დაჭირდება. მე მაქვს მშენებლობის დარგში, ასევე იურისპუდენციაში გამოცდილება, ასევე ეკონომიკასა და ფინანსებში და ეხლა სწორედ ამ რესურსის გამოყენების დროა.
რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?დ.დ.: ამისთვის არსებობს უამრავი რესურსი, რა თქმა უნდა საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და ამ მხრივ ცვლილებებია განსახორციელებელი. „ფორუმს“ ექნება სათანადო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საპარლამენტო მუშაობის დაწყებისთანავე, რომელიც გულისხმობს ეროვნული იდეის სახელმწიფოს სარეთშორისო ფუნქციის სწორად განსაზღვრას, ეკონომიკურ რეფორმას, რეგიონალური საგადასახადო ოპლიტიკის გატარებას, მცირე და საშულა ბიზნესის ხელშეწყობას, ანტიმონოპოლირი კანონმდებლობის დახვეწას, კონკურენციის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიებნის დანერგვას, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას, ჯანაცვისა და სოციალური პროგრამაში ცვლილებებს. ვთვლით, რომ აქცენტები უნდა გაკეთდეს პირველად ჯანდაცვაზე, ასევე წამლების უფასო მიწოდებაზე და არა დაავადებული ადამიანის სტაციონარული მკურნალობაზე. პენსიასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება არ არის პოპულისტური, არამედ მიბმულია ეკონომიკის განვითარებაზე, დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე.
„ეროვნულ ფორუმს“ აქვს საკმაოდ საინტერესო ხედვები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით, ეს იქნება ჰაერის, წყლის, ტყისა თუ მიწის რესურსების დაცვა. ასევე გვაქვს ხედვები დევნილებსა და ეკომიგრანტების პრობლემებზე, სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი მიგრაციის მიმართულებით და ასევე, სასამართლო რეფორმაში, რომლის გარეშეც ქვეყანაში სამართალი ვერ იქნება. ჩვენ გადავდივართ მოსამართლეთა არჩევითობაზე, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე უნდა ავირჩიოთ მოსამართლეები. ფორუმს გააჩნია რესურსი ზემოაღნიშნული დაპირებების განსახორციელებლად.
რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?
დ.დ.: პირველ რიგში, ჩვენ არ ვიყავით მაჟორიტარული სისტემის მომხრე, ამიტომ ცვლილბები უნდა შევიდეს საარჩევმნო კოდექსში, გაუქმდეს მაჟორიტარული და გადავიდეთ პროპორციულ საარცევნო სისტემაზე. საჭიროა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, ასევე ჯანდაცვის სისტემაში, ეკონომიკრ და დევნილთა საკითხებთან მიმართებაში, ყველგან ცვლილებებია განსახორციელებელი.
რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?დ.დ.: ამაზე პასუხი მარტივია, დღეს მაჟორიტარები გვანან ფეოდალებს.
პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?დ.დ.: მაჟორიტარის მანდატი ამ შემთხვევაში უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საკითხის სწორად დაყენების შემთხვევაში შესწევს უნარი აიძულოს ხელისუფლება გააკეთოს თავისი გასაკეთებელი, რაც ისედაც მისი ვალდებულებაა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა თავს იჩენს კვალიფიკაციის, ან გადაწყვეტილების მიღების პრობლემა.
გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?დ.დ.: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ პროგრამაშია გაწერილი, კერძოდ სახელისუფლებო მმართველობითი სისტემისა, და ფინანსური მმართველობითი სისტემის ცვლილება, რაც გულისხმობს ხარჯვითი ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტით ჩანაცვლებას, რაც თავისთვად იწვევს არსებული სტრუქტურების ცვლილებას სახელისუფლებო იერარქიაში, ვერტიკალიდან ჰორიზონტალით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?დ.დ.: რა ინტენსივობითაც ვპირდები.
არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?დ.დ.: პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მე ვთვლი, რომ დევნილების პრობლემის სირთულიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს დევნილთა კომიტეტი, ან უნდა შეიქმნას ახალი კომიტეტი. დიასპორის კომიტეტთან ერთად მოხდეს მისი რეფორმირება, შესაძლოა იყოს დევნილთა და დიასპორის, ან მიგრაციის კომიტეტი, რომელიც იხილავს დევნილთა საკითხებს. ამ კომიტეტში შექმინს და მისი თვამჯდომარის რანგში მოსვლის შემთხვევაში, მე არ დავთანხმდებოდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რადგან კომიტეტის მეშვეობით ეფექტურად გავაკონტროლებ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობასაც.
უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?დ.დ.: რა თქმა უნდა არ ვემხრობი, თუმცა ამას სამწუხაროდ ესაჭიროება საკონსტიტუციო ცვლილებები. „ეროვნულ ფორუმს“ ქუთაისი პარლამენტთან დაკავშირებით სულ სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ვფიქრობთ, უდნა განთავსდეს ამიერკავკასიის საფონდო და სასაქონლო ბირჟა, რომელიც უზრუნველყობს ფინანსურ და მეტერიალურ რესურსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობას.
რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?დ.დ.: ჩვენ პარტიას ყავს საკმაოდ აქტიური და წარმატებული ქალბატონები. ქალების პოლიტიკაში მოსვლის იდეას მე მხარს ვუჭერ.
თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?დ.დ.: დიახ. ერთადერთი მიზეზი რატომაც უნდა ჩაიწერო კონსტუტუციაში არის ადამიანების დიდი ჯგუფის სურვილი. თუმცა, აქვე აღვნიშნავ რომ სამოქალაქო კოდექსი უკვე არეგულირებს ამ საკითხს.
აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?
დ.დ.: რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ევროატლანტიკური კურსი აქტიურად არის მხარდაჭერილი. თუმცა, ხაზგასმით ვამბობთ, რომ ყველა მიმართულება არის საშუალება მიზნის მისაღწევად და ჩვენი მიზანია ქვეყნის ფუნქციური და ტერიტორიული გამთლიანება. საგარეო პოლიტიკის ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რაც გულისხმობს მშვიდობას, გონიერ პოლიტიკას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ზომიერ პოლიტიკას ვატარებდით რუსეთთან მიმართევბაში, რასაც ვაფასებთ. ვთვლით, რომ ეს ზომიერი პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს მაგრამ წითელი ხაზები არ უნდა გადაიკვეთოს. ჩვენი ქვეყნის ფუნქციის სწორად განსაზღვრაში ვხედავ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ინტერვიუ "ეროვნული ფორუმის" გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთან ვახტან შუკვანთან რატომ იყრით კენჭს გლდანის 21-ე ოლქში?
ვ.შ.: პირველ რიგში იმიტომ, რომ გლდანელი ვარ, შესაბამისად გადავწყვიტეთ გლდანში მეყარა კენჭი. შემოთავაზებაც ფორუნიდან იყო გლდანის ოლქი და მეც დავთანხმდი.
ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?ვ.შ.: პრობლემები ძირითადად ყველგან ერთი და იგივეა. ზოგადი პრობლემებბის გარდა მძიმე სოციალური ფონი, ასევე შემოერთებული ტერიტორიების პრობლემა, ვგულისხმობ თბილისზე შემოერთებულ სოფლებს, გიორგიწმინდას და ბერთუბანს, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა. არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, გზა, მოსახლეობას აწუხებს წყალთან დაკავშირებული პრობლემა.
რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.ვ.შ.: ეროვნული ფორუმის დაპირებები განსხვავდება სხვა პოლიტიკური პარტიების დაპირებებისაგან. ჩვენი დაპირებაა ჩვენს მიერ გაწერილი პროგრამა და ქვეყნის განვითარებასთან ერთად გადავალთ იმ სისტემაზე, რის შედეგადაც გაუმჯობესდება არა მხოლოდ გლდანელის, არამედ ყველა მოქალაქის პირობები. ვიქნებით ყველა მოქალაქის პრობლემის მიმტანი, საიდანაც უნდა განხორციელედეს მათ მიმართ დახმარება.
რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?ვ.შ.: ჩვენი პროგრამის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შექმნილია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და იმ შემოსავლებზე დაყრდნობით რაც ამჟამად გააჩნია ქვეყანას.
რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?ვ.შ.: არ მაქვს პასუხი.
რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?ვ.შ.: უნდა გაუქმდეს, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი პარტიის მოსაზრება, არამედ პირადად ჩემი ხედვაც. რადგან არანაირი აზრი და დატვირთვა არ აქვს მაჟორიტარს, არც ბიუჯეტი გააჩნია, მხოლოდ ერთადერთი დატვირთვა აქვს, უზრუნველყოს ხელისუფლების უფრო ადვილად გამარჯვება. მაჟორიტარის მსგავსი ფუნქციები და მოვალეობები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობას, მერიას. თუკი იქნება ორპალატიანი პარლამენტი, ამ შემთხვევაში ფუნქციებიც ექნება, მაგრამ ამჟამად ეს არ გავქვს და ამიტომაც ვართ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრე.
პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?ვ.შ.: თუ ოპოზიციაში ვიქნებით, მაქსიმალურად შევეცდებით ისეთი მესიჯები გავგზავნოთ და ხალხის მხარდაჭერით ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი, კანონების განსახორციელებლად და ვფიქრობ შევძლებთ.
გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო