• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სახლები მცოცავ გრუნტზე

სახლები მცოცავ გრუნტზე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სპეციალური საცხოვრებელი ბინები აშენდა.

01/09/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სპეციალური საცხოვრებელი ბინები აშენდა. მათგან ერთ-ერთია გორის ე.წ. ვერხვების დასახლება, რომელიც 2009 წელს გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით აიგო. მოსახლეობა იქ მშენებლობის დასრულებიდან მალევე, 2009 წლის ოქტომბერში შესახლდა. რამდენიმე კვირაში კი ზოგიერთმა  ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მათი სახლის კედლები უკვე დაბზარული იყო.

 

„არანაირი სამშენებლო განათლება არ გამაჩნია, მაგრამ, თუკი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ არის მცოცავი ნიადაგი, ჩემამდე მოვიდა, რატომ არ იცოდა, რატომ არ გამოიკვლია ან სამშენებლო კომპანიამ, ან ადგილობრივმა ხელისუფლებამ?! ბავშვმაც კი იცის, რომ, თუ ნიადაგი მშენებლობისთვის შესაბამისი არ არის, იქ ბინის აშენება არ შეიძლება“, – ამბობს ნანა გიუნაშვილი.

 

იგი ერთ-ერთია მათ შორის, ვის სახლსაც ბზარები თავიდანვე გაუჩნდა. იმის გამო, რომ კოტეჯი საცხოვრებელ პირობებს არ აკმაყოფილებდა, ოჯახმა იქ ცხოვრებაზე უარი განაცხადა და ამ დრომდე თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

 

„ბავშვი სკოლაში დადიოდა, სასწავლო წლის დამთავრებას ველოდებოდი და მერე გორში ვაპირებდი გადმოსვლას, მაგრამ ბინა რომ გადმოგვცეს, იმავე წელს, სრულიად უცხოვრებელ სახლს კედლები დაებზარა. ამიტომ გადავწყვიტე, არ შევსულიყავი“, – ამბობს ნანა გიუნაშვილი.

 

„ფაქტ-მეტრი“ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა.

 

„სამინისტროს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ ვართ წინა სამინისტროს სამართალმემკვიდრე უწყება და მესამე პირადაც კი ვერ ვერთვებით პროცესში. ეს არის მუნიციპალიტეტისა და სამშენებლო კომპანიის კომპეტენცია და მათ უნდა მოაგვარონ პრობლემა“, – გვითხრა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დალი გოგოლაძემ.

 

2014 წლის ნოემბერში კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო, თუმცა ვერხვების დასახლებაში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა ფართი არ დაიკანონა, მიზეზად კი არასათანადო პირობები დაასახელა.

 

„ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში დავწერე განცხადება დევნილთა სამინისტროში  ბინის თაობაზე, რეაგირება მხოლოდ ის იყო, რომ უნდა შეესწავლათ შენობის მდგომარეობა, შედეგად კი არც უარყოფითი პასუხი ყოფილა, არც დადებითი; აღარავის უცნობებია, იგეგმება თუ არა ბინის შეკეთება.

 

იმავე განცხადებით გასულ წელსაც ვიყავი სამინისტროში, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. მე და ჩემს მდგომარეობაში მყოფი სხვა ოჯახები ბინის დაკანონებას არ ვაპირებთ მანამ, სანამ არ შეაკეთებენ, ან სხვა ფართით არ დაგვაკმაყოფილებენ“, – ამბობს ნანა გიუნაშვილი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროში განაცხადეს, რომ 2014 წლის 1-ელ მარტს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყველა დევნილს უფლება აქვს, არ დაიკანონოს საცხოვრებელი ფართი, თუ ის არ შეესაბამება ღირსეული ცხოვრების პირობებს. და თუ ის კონკრეტული ფართი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, სახელმწიფო მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს.

 

ბზარების გაჩენისთანავე მოსახლეობამ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა (მაშინ გორის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთად იყო), მან კი ხარვეზის გამოსწორებისთვის სამშენებლო კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ მიმართა.

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლის წარმომადგენლის, თამაზ გვიმრაძის განცხადებით, ხარვეზები სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე გამოიკვეთა:

 

„როცა კედლებმა დაბზარვა დაიწყო, გაჩნდა ვერსია, რომ აქ იყო მცოცავი ნიადაგი, რაც სამშენებლო კომპანიამ არ გაითვალისწინა. სამშენებლო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ „ბლოკ-ჯორჯიას“ არ გაუვლია ის პროცედურები, რაც მშენებლობის დაწყებამდე უნდა გაევლო: არ შეუსწავლია ნიადაგი, რომელიც მოგვიანებით შლადი აღმოჩნდა, არ შეუმოწმებია, იყო თუ არა მიწისქვეშა წყლები და ა.შ.“, – განაცხადა თამაზ გვიმრაძემ.

 

იმავეს ამბობენ გორის მერიაშიც. მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლის, თემო მანველიშვილის განცხადებით, თავდაპირველად რამდენიმე სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა იმისა, რისი ბრალი იყო კედლების დაბზარვა.

 

„თავდაპირველად შეუსაბამო ნიადაგი სახელდებოდა – სახლები, ფაქტობრივად, მთაზე ააშენეს – ე.წ. ზედნაყარი მიწით მოასწორეს და ზოგან საძირკველიც ამ ზედაპირზევე დაიგო. პრობლემა იყო დროც – იმის გამო, რომ უნდოდათ, სწრაფად გადაეცათ დევნილებისთვის ბინები, სამშენებლო სამუშაოები ძალიან სწრაფად, დაუგეგმავად  და უხარისხოდ ჩატარდა“, – ამბობს მანველიშვილი.

 

ვერსიამ იმის შესახებ, რომ დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე არის მცოცავი მიწა, თავიდანვე გაიჟღერა, თუმცა ამის გამოსაკვლევად შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარებულა. „ბლოკ-ჯორჯიასა“ და გორის მუნიციპალიტეტს შორის დავა სულ სხვა მიმართულებით დაიწყო – პირველი კოტეჯების დაბზარვის მიზეზად სისტემური წყლების გაჟონვას ასახელებდა და პასუხისმგებლობას მერიას აკისრებდა, მეორე კი კომპანიას ნიადაგის არშესწავლაში ადანაშაულებდა.

 

მერიაში პრობლემის მთავარ მიზეზად სწორედ შეუსაბამო ნიადაგს ასახელებენ. მათი თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოში კედლების დაბზარვის მიზეზების დასადგენად „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ჩაატარა კვლევა.

 

„პირველადი შეფასებით გამოიკვეთა, რომ ტერიტორიაზე აღმოჩნდა გრუნტის წყლები. ამის დადასტურების შემთხვევაში „ბლოკ-ჯორჯია“ ვალდებული იქნება, დევნილთა დასახლებაში არსებული ყველა პრობლემა მოაგვაროს“, –  განაცხადა მანველიშვილმა.

 

კომპანიის დირექტორმა ვახტანგ ჯანაშვილმა კი ტერიტორიაზე გრუნტის წყლების არსებობის ვერსია გამორიცხა და პრობლემის წარმოქმნაში მუნიციპალიტეტი დაადანაშაულა: „არავითარი გრუნტის წყლები იქ არ არის, ეს არის საკანალიზაციო წყლების მოუწესრიგებლობის ბრალი, რისი მოგვარებაც მუნიციპალიტეტის ვალია, ამიტომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“.

 

ამგვარად, დავა ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომპანიას შორის მე-7 წელია გრძელდება. მოსახლეობას კი მხოლოდ  ერთი რამ აღელვებს – რა ელის მათს საცხოვრებლებს, თუ კედლების შლა ამ ტემპით გაგრძელდება.

თეგები:
პედაგოგთა ხელფასები
დევალვაცია
დავით ბატაშვილი
თეონა აბსნაძე
დავით კირკიტაძე
ლუდი
უეფა
თემურ ცამციშვილი
ელზა ელბაქიძე
ელზა ელბაქიძე

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების გამაგრების ხარჯები წლიდან წლამდე იკლებს

    კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თვე მაჟორიტარი არ ჰყავდა, ახლაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად-ნახევარი, ოთხი წლიდან, მაჟორიტარის გარეშეა

    ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა