მკითხველთა თხოვნის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გაეანალიზებინა, თუ რა ოდენობის პრემიები და დანამატები გაიცემოდა მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებზე 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა ამჟამად.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მომსახურის შრომითი გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს (იგივე ე.წ. ხელფასი), პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს

მოიცავს. პრეზიდენტის 2005 წლის #43 ბრძანებულებით, საქართველოში მინისტრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარით განისაზღვრა (რაც დღესაც მოქმედებს). რაც შეეხება დანამატს, საქართველოს კანონით "საჯარო სამსახურის შესახებ" საჯარო მოხელეს დანამატი ეძლევა: ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას, ასევე დამატებითი ფუნქციების შესრულებისას (მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში). მინისტრის ხელფასებზე დანამატის დადგენის უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის #54 დადგენილება).

2013 წლის 15 მარტს, პრემიერმა ივანიშვილმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და საფინანსო წლის განმავლობაში მინისტრებს დანამატის სახით თვეში 4 335 ლარი დაუწესა. ივანიშვილმა განმარტა, რომ მინისტრები პრემიების დაურეგულირებელ ოდენობას აღარ მიიღებდნენ და მის ნაცვლად, ყოველთვიურად, თანხის განსაზღვრული ოდენობა დანამატის სახით აუნაზღაურდებოდათ (ხელფასთან ერთად). ამ ცვლილების შედეგად მინისტრების ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება (ხელფასის და დანამატის ჩათვლით) 7 875 ლარი გახდა. მოგვიანებით, მოქმედმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ახალი ბრძანებით,

 მინისტრებზე დანამატის მოცულობა 2 710 ლარამდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ მინისტრებს შეეხოთ. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურებას, მათთვის პრემიებისა და დანამატების ოდენობა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მიხედვით განისაზღვრება.

პრემია საჯარო სამსახურის ფინანსური წახალისების ფორმას წარმოადგენს. 2014 წლის 15 ივლისს, საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის #499 დადგენილება გამოიცა. ამ დადგენილებით, პრემიის კონკრეტული დეფინიცია ჩამოყალიბდა (რაც მანამდე არ არსებობდა). აღნიშნულ დოკუმენტში ცვლილება რამდენჯერმე განხორციელდა. საბოლოო ცვლილება დადგენილებაში 2015 წლის 3 აგვისტოს შევიდა. განკარგულების მიხედვით, პრემია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელოა, რომელიც მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის გაიცემა. აღნიშნული კანონით, საქართველოს მთავრობის წევრებისთვის პრემიის გაცემის წესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

დადგენილებაში ასევე გაწერილია პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებულის თანამდებობრივ სარგოს, რომელიც კვარტალში ერთხელ შეიძლება გაიცეს (მაგრამ არა უმეტეს წელიწადში სამჯერ). ამ წესიდან გამონაკლისის დაშვება საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობითაა დასაშვები.

იმის გასარკვევად, თუ რა ოდენობის პრემიები და დანამატები გაიცა მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებზე 2011 წლიდან 2015 წლის (ცხრა თვის მონაცემებით) ჩათვლით, ჩვენ სამინისტროებს მივმართეთ. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ინფორმაცია (2012 წლიდან დღემდე) იუსტიციის სამინისტროს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვს განთავსებული. ხოლო ჩვენს მიმართვაზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ეკონომიკის სამინისტროდან და განათლების სამინისტროდან დღემდე არ მიგვიღია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ორ თვეზე მეტია მზადების პროცესშია.

ცხრილი 1:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 89 750 84 464 90 165 75 000 56 250
ხელფასი 42 480 42 480 42 480 42 480 31 860
პრემია 47 270 41 984 4 335 0 0
დანამატი 0 0 43 350 32 520 24 390
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 214 210 402 874 182 233 256 445 247 645
ხელფასი 102 720 214 386 133 320 147 295 123 175
პრემია 111 490 188 488 26 913 7 380 0
დანამატი 0 0 22 000 101 770 124 470

ცხრილი 2:

ფინანსთა სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 106 198 125 641 90 165 75 000 56 250
ხელფასი 42 318 42 634 42 480 42 480 31 860
პრემია 23 010 42 780 4 335 0 0
დანამატი 40 870 40 227 43 350 32 520 24 390
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 716 882 478 515 314 646 406 737 236 602
ხელფასი 252 895 154 915 106 256 140 587 86 842
პრემია 284 720 235 120 29 670 39 430 4 800
დანამატი 179 267 88 480 178 720 226 720 144 960

ცხრილი 3:

თავდაცვის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 59 737 51 986 125 556 105 204 77 722
ხელფასი 42 480 42 478 42 480 42 480 35 400
პრემია 2 389 0 4 335 0 0
დანამატი 14 868 9 508 78 741 62 724 42 322
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 369 350 324 978 310 616 325 739 175 281
ხელფასი 115 774 129 167 127 772 140 617 83 829
პრემია 203 530 144 516 0 0 0
დანამატი 50 046 51 295 182 844 185 122 91 452

ცხრილი 4:

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 97 355 86 808 90 165 74 728 59 790
ხელფასი 42 480 42 303 42 480 42 326 35 400
პრემია 54 875 44 505 4 335 0 0
დანამატი 0 0 43 350 32 402 24 390
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 240 892 257 000 308 352 257 740 98 480
ხელფასი 98 682 101 940 127 472 110 287 51 600
პრემია 142 210 155 060 0 86 020 650
დანამატი 0 0 180 880 61 433 46 230

ცხრილი 5:

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 84 960 72 600 86 625 75 000 56 250
ხელფასი 42 480 31 860 38 940 42 480 31 860
პრემია 42 480 40 740 4 335 0 0
დანამატი 0 0 4 3350 32 520 24 390
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 268 913 250 050 195 690 260 409 153 510
ხელფასი 133 320 127 880 119 720 133 320 78 230
პრემია 135 593 122 170 75 970 127 089 8 390
დანამატი 0 0 0 0 66 890

ცხრილი 6:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 84 960 67 904 93 115 71 768 56 250
ხელფასი 42 480 36 044 42 480 40 649 31 860
პრემია 42 480 31 860 7 285 0 0
დანამატი 0 0 43 350 31 119 24 390
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 174 598 220 726 153 142 227 968 153 132
ხელფასი 79 564 104 576 69 724 106 789 70 689
პრემია 95 034 116 150 46 160 17 630 12 585
დანამატი 0 0 37 258 103 549 69 858

ცხრილი 7:

იუსტიცის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი)   42 479 89 996 87 500 56 250
ხელფასი 42 479 42 311 42 480 31 860
პრემია 0 4 335 12 500 0
დანამატი 0 43 350 32 520 24 390
მინისტრის მოადგილეები (ჯამი)     363 449 466 018 253 521
ხელფასი 335 638 405 523 238 101
პრემია 27 811 60 495 15 420
დანამატი 0 0 0

ცხრილი 8:

 საგარეო საქმეთა სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 89 959 88 789 86 230 83 750 56 250
ხელფასი 42 479 42 569 42 480 41 772 31 860
პრემია 47 480 46 220 400 10 000 0
დანამატი 0 0 43 350 31 978 24 390
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 448 623 80 247 424 857 307 480 264 830
ხელფასი 193 383 32 852 181 463 132 065 125 458
პრემია 241 080 36 775 229 510 125 535 13 830
დანამატი 14 160 10 620 13 884 49 880 125 542

ცხრილი 9:

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 54 229 85 764 85 342 29 521 56 250
ხელფასი 42 479 41 514 39 825 18 681 31 860
პრემია 11 750 44 250 4 335 0 0
დანამატი 0 0 41 182 10 840 24 390
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 163 220 178 628 277 269 216 546 280 719
ხელფასი 105 970 160 706 144 524 135 019 123 865
პრემია 57 250 17 922 132 745 81 527 32 989
დანამატი 0 0 0 54 293 123 865

ცხრილი 10:

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 88 500 95 014 90 165 75 000 53 540
ხელფასი 42 480 41 514 42 480 42 480 31 860
პრემია 46 020 53 500 0 0 0
დანამატი 0 0 47 685 32 520 21 680
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 281 500 341 961 217 984 198 617 137 215
ხელფასი 133 320 121 208 106 864 97 297 65 495
პრემია 148 180 220 753 111 020 54 850 9 160
დანამატი 0 0 0 46 470 62 560

ცხრილი 11:

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი 121 400 102 800 92 042 70 330 62 500
ხელფასი 42 480 43 250 41 997 39 695 35 400
პრემია 78 920 59 550 6 695 0
დანამატი 0 0 43 350 30 635 27 100
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 308 250 266 494 192 691 218 044 235 035
ხელფასი 133 320 119 108 93 335 112 895 111 100
პრემია 174 930 147 386 99 356 105 149 12 835
დანამატი 0 0 0 49 463 111 100

ცხრილი 12:

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 77 820 75 777 90 415 77 445 59 790
ხელფასი 42 480 42 517 42 480 43 865 35 400
პრემია 35 340 33 260 4 585 2 710 0
დანამატი 0 0 43 350 30 870 24 390
მინისტრისოადგილეები (ჯამი) 170 642 140 909 152 704 228 655 171 414
ხელფასი 99 452 86 569 87 294 131 303 85 446
პრემია 71 190 54 340 65 410 55 540 1 125
დანამატი 41 812 84 843

ცხრილი 13:

ენერგეტიკის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)

წელი 2011 2012 2013 2014 2015
მინისტრი (ჯამი) 95 128 103 543 90 165 75 000 56 250
ხელფასი
პრემია
დანამატი
მინისტრის მოადგილეები (ჯამი) 427 460 407 358 280 663 305 440 220 580
ხელფასი
პრემია
დანამატი

იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის შეგვედარებინა, თუ რა მოცულობის შრომის ანაზღაურება გაიცა 2011-2012 წლებში და როგორი იყო ეს მაჩვენებელი 2013-2014 წლებში, მონაცემები წლების მიხედვით დავაჯამეთ. მონაცემების შესადარებლად ჩვენ 12 სამინისტრო ავიღეთ (იხ. ცხრილები ზემოთ). 2011-2012 წლებში ამ სამინისტროებში მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი ჯამში 9 225 366  ლარი იყო. 2013-2014 წელს მაჩვენებელმა 8 218 463 ლარი შეადგინა, რაც 2011-2012 წლის მონაცემებზე 10%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრებზე გაცემულ შრომის ანაზღაურებას, 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 2 091 086 ლარი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში მინისტრების შრომის ანაზღაურება 4%-ით შემცირდა და 1 997 896 ლარი შეადგინა.

ჩვენ ასევე გადავამოწმეთ, გაიზარდა თუ არა პრემიებისა და დანამატების მოცულობა 2011 წლის შემდეგ. ამისთვის, 11 სამინისტროს მონაცემები განვიხილეთ (ენერგეტიკის სამინისტროდან და იუსტიცის სამინისტროდან სრულყოფილი ინფორმაცია თითოეულ წელს გაცემული პრემიებისა და დანამატების მოცულობაზე არ გვქონდა). ჯამში, 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 4 473 891 ლარი იყო. 2013-2014 წლებში კი, 3 873 245 ლარი, რაც 2011-2012 წლის მონაცემებზე 12%-ით ნაკლებია.

მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მინისტრებზე და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება, ასევე პრემიები და დანამატები ყოველწლიურად მცირდება. თუ ბოლო ოთხი წლის მონაცემებს ავიღებთ, 2013-2014 წლებში მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული პრემიების და დანამატების მოცულობა 2011-2012 წელთან შედარებით შემცირებულია. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების პრემიები და დანამატები გაიზარდა (ჯამში), არასწორია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიების გაცემის წესი და ოდენობა გარკვეულწილად დარეგულირებულად ითვლება, დღემდე არ არის მოწესრიგებული დანამატის გაცემის

 შესაბამისობა არსებულ კანონთან, ასევე არ არის განსაზღვრული დანამატის ზედა ზღვარი მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებისთვის (გარდა მინისტრისა). ზემოაღნიშნული მონაცემებიდანაც ჩანს, რომ სამინისტროებში დანამატების გაცემას სისტემატური ხასიათი აქვს და იმის გარდა, რომ დანამატებმა ფაქტობრივად პრემიები ჩაანაცვლეს, მათი გაცემა კანონით დადგენილ შინაარსს არ პასუხობს. კერძოდ, ბუნებრივია, არ შეიძლება წინასწარ იცოდე, თუ რა მოცულობის სამუშაოს შესრულება მოუწევს ამა თუ იმ თანამდებობის პირს (მათ შორის მინისტრებსაც, რომელთა შემთხვევაში დანამატების ზედა ზღვარი დადგენილია).

ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე მუშაობას კვლავაც აგრძელებს.