მიმდინარე წლის აპრილში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,

რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის ათვისების რეკორდული მაჩვენებელი აქვს. "მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო შავლიაშვილის სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობა. სამინისტროს ათვისება 107%-ს შეადგენს, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი" - განაცხადა პრემიერმა.

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები გადაამოწმა.

2015 წლის პირველ კვარტალში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა 144.013 მლნ ლარი იყო, შესრულება კი - 154.462 მლნ ლარია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 107%-ია. იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენად არის ეს მაჩვენებელი რეკორდული, გასული წლების (2009-2014)

ანალოგიური მონაცემები გავაანალიზეთ.

გრაფიკი 1:

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 3 თვის შესრულება (%)

image001

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მართლაც ყველაზე მეტი თანხა აითვისა. თუმცა, ეს მონაცემი მხოლოდ 0.1%-ით აღემატება 2011 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

აქვე აღსანიშნავია, რომ წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტის ათვისების ყველაზე დაბალი მონაცემი (48.5%) 2014 წელს დაფიქსირდა.

მეტი ინფორმაციისთვის, ჩვენ გავეცანით, როგორი იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების წლიური მაჩვენებელები 2009-2014 წლებში.

გრაფიკი 2:

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შესრულება (%)

image002

დასკვნა 2015

წლის პირველ კვარტალში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით, 107.2%-ით შესრულდა. ბიუჯეტის მსგავსი ათვისების მაჩვენებელი გასული წლების (2009-2014) ანალოგიურ პერიოდში არ დაფიქსირებულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში სამინისტროს ბიუჯეტი 107.1%-ით შესრულდა, რაც 0.1% ჩამორჩება წლევანდელ მონაცემს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბიაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია