2014 წელს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურებადაიწყო. 2015 წლის 25-26 თებერვალს ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში მაქსიმალურ ნიშნულს - 2.26-ს მიაღწია. ამ პერიოდში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 27%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას სურსათზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა მოყვა.
მიმდინარე წლის 25 თებერვალს მედიკამენტებზე ფასების ზრდას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოგამოეხმაურადა აღნიშნა, რომ"15 000 საბაზრო დასახელებიდან 500-მდე მედიკამენტზე ფასი მომატებულია 15-20%-ის ფარგლებში". მოგვიანებით, 12 მარტს, მინისტრმა განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენციაშეჩერდა.
ფაქტ-მეტრი მედიკამენტებზე ფასების ცვლილების გაანალიზებას სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეეცადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასების ცვლილებას აკვირდება. ესენია: ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები. საქსტატის მიერ მოწოდებულიინფორმაციისთანახმად, 2014 წლის ნოემბრიდან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. დეკემბერში, იანვარში და თებერვალში მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა არა მხოლოდ წინა წლის შესაბამის პერიოდთან, არამედ წინა თვეებთან შედარებითაც.
ცხრილი 1:ფასების ზრდა მედიკამენტებზე (%)
2014 (ნოემბერი) | 2014 (დეკემბერი) | 2015 (იანვარი) | 2015 (თებერვალი) | |
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით |
8.1 |
14.2 |
16.1 |
11.4 |
წინა თვესთან შედარებით |
-1.0 |
3.6 |
1.3 |
2.4 |
მედიკამენტებზე ფასების ზრდა ჯერ კიდევ ლარის გაუფასურებამდე, 2014 წლის თებერვლიდან დაიწყო. ჩვენ ამ თემაზე ადრეც ვწერდით (იხ. ფაქტ-მეტრისსტატია).
საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 7.1%-ით გაიზარდა. მაშინ, როცა წინა წლებში მედიკამენტებზე ფასების საშუალო მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა.
გრაფიკი 1:მედიკამენტებზე ფასების ცვლილება 2011-2014 წლებში (%)
მედიკამენტებზე ფასების ცვლილების სტატისტიკური მონაცემები ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროდანაც გამოვითხოვეთ. თუმცა, სამინისტრომ აღნიშნული მონაცემები არ მოგვაწოდა. უწყების მიერ გამოგზავნილ ოფიციალურწერილშიგანმარტებულია, რომ "ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზატორებს არ აქვთ ვალდებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის სარეალიზაციო ფასების შესახებ".
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების სტატისტიკა არ მოგვაწოდა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ "მედიკამენტის ფასებზე მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყოველთვიურად მიმდინარეობს. სამინისტრო რამდენიმე დიდი ფარმაცევტული ქსელიდან იღებს ინფორმაციას და თავად ამოწმებს ფასების ზრდისა და კლების დინამიკას".
მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის მოპოვებას ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდანაც" შევეცადეთ. სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით მაჭარაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: "თებერვალში 500-მდე მედიკამენტზე მართლაც გაიზარდა 15-20%-ით ფასები, თუმცა ბოლო მონაცემებით, ფასების ზრდის ტენდენცია გაჩერდა."
ფაქტ-მეტრს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტომ გარკვეული სტატისტიკაც მიაწოდა (ბმული 1;ბმული 2). აღნიშნული სტატისტიკა ფარმაცევტული კომპანიების და თვეების მიხედვით, დაახლოებით 78 დასახელების მედიკამენტის ფასებს ასახავს. ასეთ არასრულყოფილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბუნებრივია საშუალო მაჩვენებელს ზუსტად ვერ დავადგენდით, თუმცა, ჩვენ გარკვეული ტენდენციის დასანახად ამ სიიდან 20 გავრცელებული მედიკამენტის ფასი ერთმანეთს შევადარეთ და ვნახეთ, თუ როგორ იცვლებოდა მედიკამენტების ფასები 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტამდე.
ცხრილი 2:ფართო გავრცელების მედიკამენტების ფასების ცვლილება
სავაჭრო დასახელება |
"პე-ეს-პე" ნოემბერი |
"პე-ეს-პე" მარტი |
ფასის ცვლილება |
"ავერსი" ნოემბერი |
"ავერსი" მარტი |
ფასის ცვლილება |
ბისეპტოლი |
3.70 |
5.20 |
40% |
4.85 |
5.20 |
7% |
ვალოსედი(წვეთები ) |
2 |
2.50 |
20% |
2 |
2 |
0% |
ვამელანი |
13.92 |
15.70 |
13% |
14.66 |
15.70 |
7% |
კეტონალი |
5.30 |
5.60 |
5% |
5.60 |
5.60 |
0% |
კორსიზი |
12.50 |
14 |
12% |
12.50 |
14 |
12% |
მეზიმ ფორტე |
7.25 |
7.97 |
10% |
7.65 |
8.40 |
10% |
ნაზივინი |
3.90 |
4.40 |
13% |
4.40 |
4.40 |
0% |
ნო-შპა(40მგ. ტაბლეტი) |
6.60 |
6.95 |
5% |
6.95 |
7.70 |
10% |
ადიპინი |
9.32 |
13 |
39% |
11.64 |
13 |
11% |
ენტეროლი (250) |
7.70 |
8.10 |
5% |
8.10 |
8.10 |
0% |
ლინექსი |
8.55 |
9 |
5% |
9 |
9 |
0% |
მოვალისი(ტაბლეტი) |
9 |
9.50 |
5.5% |
9.50 |
10 |
5% |
სეპტოლეტე |
5.16 |
5.16 |
0% |
5.16 |
5.16 |
0% |
ტაიქოლდი |
8.08 |
9 |
11% |
8.09 |
9 |
11% |
ტემპალგინი |
1.95 |
2.06 |
5.5% |
2.06 |
2.40 |
16% |
ციპრო |
8.40 |
10.50 |
25% |
10.50 |
10.50 |
0% |
ლიოტონი(გელი) |
11.10 |
12.63 |
14% |
11.70 |
13 |
11% |
პრედუქტალი MR |
22.85 |
24.05 |
5% |
24.05 |
24.05 |
0% |
რაუნატინი |
2.75 |
2.75 |
0% |
2.75 |
2.75 |
0% |
კარდიომაგნილი |
8.45 |
8.90 |
5% |
8.90 |
8.90 |
0% |
როგორც ცხრილიდანაც ჩანს, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება.
მედიკამენტების ფასების ცვლილებას "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაც" აკვირდება. ჩვენ ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ილონა კოკიაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, "მედიკამენტების უმეტესობა იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულიც იმპორტირებულია. შესაბამისად, ლარის კურსის ცვლილება დოლართან და ევროსთან მიმართებაში მედიკამენტების ფასებზე პირდაპირ აისახება. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით მედიკამენტებზე ფასი საშუალოდ 10-12%-ის ფარგლებში გაიზარდა. ნოემბერ-დეკემბერში ფასების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნებოდა, რადგან ფარმაცევტულმა კომპანიებმა არსებული მარაგის ხარჯზე ფასების შენარჩუნება შეძლეს". მისივე განმარტებით, მწარმოებლებთან მოლაპარაკებით, მოგების მარჟის შემცირებითა და სხვა გზებით, ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ილონა კოკიაშვილმა ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ "ბოლო მონაცემებით, ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერდა და მომავალში, ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება თუ არ მოხდა, მედიკამენტებზე ფასები აღარ უნდა გაიზარდოს".
დასკვნა
საქსტატის მონაცემებით, ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები 2015 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 16.1%-ით გაიზარდა, თებერვალში კი ზრდის მაჩვენებელი 11.4% იყო. 2014 წელს ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 7.1%-ით გაიზარდა. 2011, 2012 და 2013 წლებში მედიკამენტებზე ფასები მცირდებოდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების ცვლილების სტატისტიკური მონაცემები არ მოგვაწოდა. თუმცა, სამინისტროში ადასტურებენ, რომ თებერვალში 500-მდე მედიკამენტზე ფასები 15-20%-ით მართლაც გაიზარდა. სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაც".
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით სერგეენკოს განცხადება მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით, არისსიმართლე.