წლის 7 მარტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებელი ექნება.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა განცხადება 5 თებერვალსაც გააკეთა. მისი თქმით, 2015 წელს საქართველოს სომხეთზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვაზე, ბელორუსსა და რუსეთზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა. ამ განცხადების გაკეთებისას, ფაქტ-მეტრის აზრით, ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საპროგნოზო მონაცემებსდაეყრდნო.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზი ძალიან მალე გადააფასა. დაახლოებით 3 კვირაში, 25 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,რომ 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნებოდა.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მიერ 7 მარტს გაკეთებულ განცხადებას, ფაქტ-მეტრმა ოთხი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მოიძია.
ცხრილი 1: 2015
წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
ქვეყნები |
EBRD-ის პროგნოზი |
მსოფლიო ბანკის პროგნოზი |
IMF-ის პროგნოზი |
გაეროს პროგნოზი |
ცენტრალური ბანკების და/ან მთავრობების პროგნოზი |
სომხეთი |
0.0% |
3.3% |
3.5% |
4.0% |
0.4%-2% |
მოლდოვა |
0.0% |
3.0% |
3.5% |
3.5% |
- |
ბელორუსი |
-1.5% |
1.8% |
1.5% |
2.5% |
-0.5% |
აზერბაიჯანი |
1.5% |
4.4% |
6.5% |
4.2% |
1.5% |
რუსეთი |
-4.8% |
-2.9% |
0.5% |
0.2% |
-4.0% |
საქართველო |
4.2% |
5.0% |
5.0% |
4.8% |
2.0% |
თურქეთი |
3.0% |
3.5% |
3.0% |
3.3% |
3.8% |
ცხრილის მიხედვით, განცხადება არცერთ პროგნოზს არ შეესაბამება. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დადებითი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. 2015 წელს სომხეთის მთავრობას 4.2%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა ნავარაუდევი, ხოლო სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მოსალოდნელი ზრდის ტემპი 0.4%-დან 2%-მდე ივარაუდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას 2015 წელს 1.5%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი. თურქეთის ეკონომიკური ზრდის უახლესი პროგნოზი
კი 3.8%-ია. რაც შეეხება რუსეთს, ცენტრალური ბანკის მიხედვით, ქვეყანაში 4%-იანი კლებაა ნავარაუდევი.
დასკვნანოდარ ხადურმა 2015 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონოდა, რაც EBRD-ის მონაცემების გათვალისწინებით სიმართლეს შეესაბამებოდა, თუმცა ეს პროგნოზი მალე თავად მთავრობამ შეცვალა და სავარაუდო ზრდის მაჩვენებლად 2% დაასახელა. 7 მარტს კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მშპ 2015 წელს გაიზრდება.
ფაქტ-მეტრმა ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის ბანკის, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და გაეროს პროგნოზები შეისწავლა, თუმცა ნოდარ ხადურის განცხადებას არცერთი მათგანი არ ადასტურებს. 2015 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრმა რეგიონის ქვეყნების მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიერ გაკეთებული პროგნოზებიც მოიძია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ რუსეთია, სადაც უარყოფითი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, დანარჩენ ქვეყნებში კი დადებითი ზრდის ტემპია ნავარაუდევი.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მცდარი.