2013 წლის 29 ივლისს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები“, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად 2013 წლის 1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივ ზრდასაც გულისხმობს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, თამბაქოზე აქციზის ზრდამ შესაძლოა სიგარეტის კონტრაბანდა გამოიწვიოს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განცხადა: „ჩვენ დღეის მდგომარეობით ვართ რეგიონში გამორჩეული დაბალი საგადასახადო განაკვეთებით. რეალურად ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს თუნდაც მცირე ცვლილებამ აქციზთან მიმართებაში“.
ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად გამოირჩევა საქართველო რეგიონში დაბალი საგადასახადო განაკვეთებით.
2005 წელს საქართველოს საგადასახადო სისტემაში რეფორმები განხორციელდა. გადასახადების უმრავლესობა გაუქმდა. 2005 წლამდე საქართველოში იყო 21 საგადასახადო განაკვეთი, დღეის მდგომარეობით კი აღნიშნული მაჩვენებლი 6-მდეა დაყვანილი.
- დღგ - (20%-დან შემცირდა 18%-მდე)
- საშემოსავლო გადასახადი - 20%
- მოგების გადასახადი - (20%-დან შემცირდა 15%-მდე)
- სააქციზო გადასახადი (განაკვეთი ცვლადია)
- ქონების გადასახადი (1%)
- საბაჟო გადასახადი (0%; 5% ან 12%)