• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც რუსთავში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ  ბანერზე სლოგანია შეცვლილი

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც რუსთავში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე სლოგანია შეცვლილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2) ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომელშიც  რუსთავში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე პარტიის სლოგანი შეცვლილია, ბანერზე ვკითხულობთ:  „მხოლოდ უწყლობით, ნეპოტიზმით, უგზობით, კორუფციით ევროპისკენ“.  ვიდეო ასევე გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც. რეალურად, ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია, კერძოდ, ბანერზე შეცვლილია სლოგანი.

 

 

 

ვიდეო რომ დამონტაჟებულია, ბოლო კადრიც ცხადყოფს. კერძოდ, ბოლო მონაკვეთში ჩანს რეალური წარწერა, „ქართული ოცნების“ სლოგანი:  „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“ (იხილეთ ფოტო).

  

აღსანიშნავია, რომ  Facebook-ანგარიში „ბრძენი ქოცი“ „ქართული ოცნების" მადისკრედიტებელი გვერდია, რომელიც TikTok-პლატფორმაზეც აქტიურად მოქმედებს და  მთავრობის საწინააღმდეგო მასალებს ხშირად აქვეყნებს (1,2,3,4,5). 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახელწოდებისა, Facebook-ანგარიში „რუსთავი ნიუსი“, მედია არ არის. გვერდი  2022 წელს შეიქმნა და მის მიერ აღნიშნული ვიდეოს გავრცელებამდე,  ბოლო პოსტი 2022 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა.  

ამდენად, გავრცელებული ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანია შეცვლილი.

ცნობისთვის, მსგავსი ვიდეოები, რომლებშიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერებზე სლოგანი შეცვლილი სახით იყო წარმოდგენილი, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გავრცელდა (აღნიშნულ თემაზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2).  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"ქართული ოცნება\"
ბანერი
დამონტაჟებული ვიდეო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა