• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერზე რუსული წარწერაა დატანილი

დეზინფორმაცია: „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერზე რუსული წარწერაა დატანილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2,3), მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დათო დიღმელაშვილი,  ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერზე რუსული წარწერა იკითხება: „Грузинская мечта, только c миром с честью единством в Pоссию (ქართულად: „ქართული ოცნება“, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, ერთობით რუსეთში). რეალურად, ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და ბანერზე წარწერა შეცვლილია. 

აღნიშნული ვიდეო ქალაქ თბილისში, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზეა გადაღებული, რისი დადგენაც „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე დეტალით შეძლო, კერძოდ,  ბანერის მარცხენა მხარეს მდებარე  შენობითა და წინა ხედით. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ მისამართზე მივიდა და ბანერზე არსებული წარწერა ადგილზე გადაამოწმა  (იხ. ქვემოთ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსის მიერ გადაღებული ფოტო).

 

აღნიშნულ ბანერზე რეალურად „ქართული ოცნების“ სლოგანია დატანილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“.

 

© „ფაქტ-მეტრის“ ფოტო, 10 სექტემბერი, 2024

გარდა ამისა, Google-ის რუკაზე ხელმისაწვდომ 2024 წლის აგვისტოს ქუჩის ხედზე ჩანს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი, რომელიც ქართულ ენაზეა.

 

ამდენად, გავრცელებული ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანია შეცვლილი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბანერი
\"ქართული ოცნება\"
დამუშავებული ვიდეო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა

    ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომე...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

Tbilisi, Jano Bagrationi st. № 6

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა