• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის რედაქტირებული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის რედაქტირებული ვიდეო გავრცელდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Politics,  რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ამჯერად პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დამფუძნებელ და  კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული),  აღწერით: „მევახშე ხაზარაძის ერთი დღე“.  იდენტური ვიდეო გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც. ვიდეოს აუდიო მასალა მამუკა ხაზარაძის ბუნებრივ ხმასთან მიმსგავსებულია, რამაც შესაძლოა მსმენელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას. სინამდვილეში, ვიდეოში მოცემული ხმა მამუკა ხაზარაძეს არ ეკუთვნის და ვიდეო რედაქტირებულია.

ვიდეო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“  Facebook-გვერდიდან აღებული სხვადასხვა ვიდეოს გამოყენებით შეიქმნა, ხოლო ხმოვანი ნაწილი მთლიანად შეცვლილია. ასე მაგალითად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კადრი, რომელშიც  მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს ხელს ართმევს,  ვიდეო „ძლიერი საქართველოს“ Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი (იხ. ქვემოთ პირველ სურათზე). 

ვიდეოს ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელშიც მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას ესაუბრება, ასევე კოალიციის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული (იხ. ქვემოთ მეორე სურათზე). ვიდეოებში არსებული ხმა და ტექსტი განსხვავდება Facebook-გვერდ Politics-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არსებული ხმისა და ტექსტისგან.

 

რედაქტირებულ ვიდეოში ისმის, თითქოს მამუკა ხაზარაძე მის ერთ დღეს აღწერს. თხრობისას უცენზურო ლექსიკაც არის გამოყენებული. ასე მაგალითად, ერთ-ერთ მონაკვეთში ისმის: „ეს ჩვენ ყველა ერთად ვისვენებთ კიბეზე, მას შემდეგ, რაც ქერიჭაშვილების ექვსსულიანი ოჯახი გამოვასახლეთ“.

ორიგინალ ვიდეოში მამუკა ხაზარაძე ამბობს: „წალენჯიხიდან მოგესალმებით, არაჩვეულებრივი ადგილიდან, ძალიან მაგარ ბიჭებთან ერთად, ახალგაზრდებთან და იმ ხალხთან,  რომელსაც ხვალ ექნება თავისი შრომის შედეგად ძალიან მაგარ საქართველოში ცხოვრება და მე მინდა, რომ ამ არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთობით უნდა გავისტუმროთ რუსული ხელისუფლება საქართველოდან და ნამდვილი ეროვნული, პატრიოტული, ახალგაზრდული პროფესიონალების გუნდი მოვიყვანოთ ქვეყანაში“.

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და შესაძლოა, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.

აღნიშნული Facebook-გვერდისა და TikTok-ანგარიშის მიერ ნიკა გვარამიას და გიორგი გახარიას რედაქტირებული ვიდეოც გავრცელდა, რომლებშიც ასევე აუდიო მასალა იყო შეცვლილი (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1, 2). 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მამუკა ხაზარაძე
სალომე ზურაბიშვილი
კოალიცია \"ძლიერი საქართველო\"
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა