• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ევროკავშირი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმაში რუსეთის როლს გმობს

დეზინფორმაცია: ევროკავშირი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმაში რუსეთის როლს გმობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4) წერს: „ევროკავშირმა დაგმო რუსეთი დანიის პრემიერ-მინისტრზე პოლონელის თავდასხმის გამო. დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით პოლონელი დააკავეს”. რეალურად, ევროკავშირის წარმომადგენლებმა დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა დაგმეს, თუმცა მათ  რუსეთის შესაძლო როლზე არ უსაუბრიათ.  მეტიც, გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელს პოლიტიკური მოტივები არ ჰქონია. 

 

მიმდინარე წლის 7 ივნისს დანიის პრემიერ-მინისტრს თავს 39 წლის პოლონელ მამაკაცი დაესხა. კოპენჰანგენის ცენტრში მომხდარი შემთხვევის შედეგად, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მცირე დაზიანება მიიღო. მამაკაცს 12 დღით პატიმრობა შეუფარდეს.  ის სასამართლომ  საჯარო სამსახურში მყოფი პირის მიმართ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. თავდამსხმელის თქმით,  მან არ იცოდა, რომ მსხვერპლი დანიის პრემიერ-მინისტრი იყო. თავდამსხმელის ადვოკატმაც განაცხადა, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. ამავდროულად, დანიის პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ინციდენტი ორი დღით ადრე მოხდა, სანამ დანიელები ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას.  თავდასხმა დაგმეს როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა, ასევე  ევროკომისიის პრეზიდენტმა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ლაიენმა X პლატფორმაზე აღნიშნა: „მე ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც ჩვენ  გვჯერა და ვიბრძვით ევროპაში“.

 

თავდასხმას ასევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომელმაც დაგმო პოლიტიკურ ლიდერზე მორიგი ფიზიკური თავდასხმა. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დანაშაულის ბრალდებით, მალევე, სლოვაკი მწერალი და პოეტი  დააკავეს. პრემიერ-მინისტრი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.

ამდენად, ევროკავშირის წარმომადგენლებს  თავდასხმაში რუსეთის შესაძლო კავშირებზე არ უსაუბრიათ, შესაბამისად,  Facebook-ანგარიშის მტკიცება მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დანიის პრემიერ-მინისტრი
ურსულა ფონ დერ ლაიენი
პაველ ჰერჩინსკი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა