• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: შოლცმა პუტინს კანტის ციტირება, ვაგნერის მუსიკა და ძმები გრიმების ზღაპრები აუკრძალა

დეზინფორმაცია: შოლცმა პუტინს კანტის ციტირება, ვაგნერის მუსიკა და ძმები გრიმების ზღაპრები აუკრძალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში  ნონა შარაბიძემ, რომლის გავრცელებული მასალა „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4), გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ: „შოლცმა აუკრძალა პუტინს კანტის ციტირება. აკრძალვებში ასევე შევიდა რამშტეინის სიმღერების ტექსტები, ძმები გრიმების ზღაპრები და ვაგნერის მუსიკა“. (არქივირებული ბმული)

პოსტს თან ახლავს ფოტოანაბეჭდი, რომელზეც ეს ინფორმაცია რუსულად წერია. თუმცა, არ ჩანს, რომელმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ის. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით აღმოჩნდა, რომ მტკიცების პირველი ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ შოლცმა პუტინს კანტის ციტირება აუკრძალა, მედიაში მართლაც დაიბეჭდა. კერძოდ, Deutsche Welle-მ 2024 წლის 22 აპრილს ამ სათაურით სტატია გამოაქვეყნა. 2024 წლის 22 აპრილს ბერლინში, გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო წლის გახსნის ცერემონია გაიმართა, სადაც ოლაფ შოლცი სიტყვით გამოვიდა. პროგრამა შეეხებოდა თემას „რეფლექსია გერმანელი ფილოსოფოსის კანტის ტრაქტატზე „მარადიული მშვიდობისკენ“ ("Zum ewigen Frieden"), თუმცა კანცლერი საუბრობდა არა მხოლოდ კანტზე, არამედ რუსეთის პრეზიდენტზეც, რომლისთვისაც კანტი ერთ-ერთი „ფავორიტი ფილოსოფოსია“. კანტი ფაქტობრივად „კალინინგრადის ბრენდად“ იქცა (იმანუელ კანტი 1724 წელს ქალაქ კიონიგსბერგში, პრუსიის იმპერიაში დაიბადა, დღევანდელი კალინინგრადი, რუსეთი).  შოლცმა გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების თვალთმაქცობა, რომელიც გერმანელ ფილოსოფოსს საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, მიითვისოს კანტი, ვინაიდან პუტინის ომი უკრაინაში კანტის ყველა ფუნდამენტურ მტკიცებას ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება Facebook-მომხმარებლის მიერ გაჟღერებულ მეორე მტკიცებას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „აკრძალვებში ასევე შევიდა რამშტეინის სიმღერების ტექსტები, ძმები გრიმების ზღაპრები და ვაგნერის მუსიკა“, - სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი შინაარსის პოსტები რუსულენოვან სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაციის პირველწყარო სავარაუდოდ, რუსული Telegram-არხი, სახელად „Империя очень зла“ იყო. აღნიშნულ Telegram-არხს აღწერაში მითითებული აქვს, რომ სატირულ და გამოგონილ შინაარსის პოსტებს ავრცელებს.

შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება, ყალბია.

-------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
NATO
ოლაფ შოლცი
შოლცი
პუტინი
\"რუსული კანონი\"
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა