• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მაიკლ როთის თქმით, საქართველოს მართლმადიდებლობით ევროკავშირში არაფერი ესაქმება

დეზინფორმაცია: მაიკლ როთის თქმით, საქართველოს მართლმადიდებლობით ევროკავშირში არაფერი ესაქმება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ როთის თქმით, მართლმადიდებლობით საქართველოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება. რეალურად, მაიკლ როთს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. გერმანიის საელჩოში ე.წ. „რუსული კანონის“ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ქვეყნიდან ტვინების გადინება დაიწყება და საკითხავია,  როგორ უნდა შექმნას საქართველომ  ნათელი მომავალი ახალგაზრდების გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მჭიდრო კავშირშია მმართველ პარტიასთან.

 

მაიკლ როთი თბილისში 13 მაისს ჩამოვიდა. ის აქტიურად უჭერს მხარს ე.წ. „ რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს და მთავრობასაც უკვე  არაერთხელ მოუწოდა კანონპროექტის გაწვევისკენ.  მისი თქმით, სწორედ თბილისში იწერება დღეს ევროპის ისტორია, ხალხი ქუჩაში რუსიფიკაციის საფრთხის წინააღმდეგ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოდის  და ისინი  „ქართულ კოშმართან“ მარტო არ უნდა დატოვონ.

ვიზიტის ფარგლებში, მაიკლ როთი ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრაზე მთავრობამ უარი განაცხადა. მათ „ქართული ოცნების“ ოფისში  მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. 

დელეგაციის წარმომადგენლებმა 14 მაისს გერმანიის საელჩოში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ვიზიტი შეაჯამეს. მაიკლ როთმა აღნიშნა, რომ  ახალგაზრდები, რომლებიც არიან ნიჭიერები, განათლებულები, ერთგულნი ევროპული ღირებულებებისადმი, დაკარგავენ ნდობას მათი ქვეყნის მიმართ, დატოვებენ ქვეყანას და დაიწყება ტვინების გადინება. „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირით? სცადეთ  აბა ამის გაკეთება. ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩემი გზავნილი“. მე ვარ მუშათა კლასის წარმომადგენელი, მე ვიცი, რა სურს ამ ხალხს, მათ სურთ პერსპექტივა ბავშვებისთვის, სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება, მშვიდობა, მაგრამ ამ გარემოებებით ძალიან ძნელია ქვეყნის დაცვა, იმიტომ რომ რუსული იმპერიის მადა, რომ თქვენც გადაგყლაპოთ უკრაინის შემდეგ, არის ძალიან მაღალი“,-აღნიშნა როთმა.

ამდენად, მტკიცება, რომ მაიკლ როთის განცხადებით, მართლმადიდებლობით საქართველოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება, მცდარია. 

დეზინფორმაცია, რომ ევროკავშირი მართლმადიდებლურ რელიგიას ებრძვის ან რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მართლმადიდებლობა ხელს შეუშლის, აქამდეც გავრცელებულა. სინამდვილეში, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია რელიგიისა და რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
„რუსული კანონი\"
მართლმადიდებლობა
მაიკლ როთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა