• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ბანერის ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ბანერის ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ტერენტი გლდანელი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), თბილისში მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციიდან ფოტოს ავრცელებს, სადაც ბანერზე არსებული ტექსტი რედაქტირებულია.  რეალურად, აქციის მონაწილის ბანერზე სრულიად სხვა ტექსტი იყო დატანილი (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-გვერდზე 2024 წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა და ბანერზე შემდეგი წარწერაა დატანილი: „სპეცრაზმელებო, გთხოვთ შეიკავეთ გაზები“.

შესაბამისად, ტერენტი გლდანელის მიერ გამოქვეყნებული ფოტო რედაქტირებულია.

წყაროს შესახებ

სოციალურ ქსელში „ტერენტი გლდანელის“ სახელით Facebook-გვერდი და პირადი ანგარიში გვხვდება, რომლებიც მსგავსი შინაარსის მასალებს ხშირად აზიარებენ. „სამართლიანი არჩევნების“ Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფილირებული პირების წინააღმდეგ მოქმედებს. გვერდზე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგო პოსტებიც ქვეყნდება. ამავდროულად, ჰომოფობიურ, სექსისტურ და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებსაც ავრცელებს. ანგარიში მადისკრედიტებელ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს ხშირად იყენებს. გვერდი საქართველოდან იმართება. 

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები თბილისში შვიდი დღეა მიმდინარეობს. პარალელურად, სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების გაყალბებული პოსტერები ვრცელდება. „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე მათგანი უკვე გადაამოწმა.

--------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გაყალბებული ბანერი
NATO
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა