• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გადაცემის  „The Talk შოუ“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში გადაცემის „The Talk შოუ“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

04/04/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში რუსთავის 2-ის გადაცემიდან „The Talk შოუ“ მონაკვეთს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), სადაც წამყვანი მარიამ სანოგო ამბობს, რომ მამაკაცები სახლში უნდა ისხდნენ: „სჯობს იჯდეს სახლში და მე მირჩევნია, გაზარდოს კარგად ბავშვები, დამახვედროს მოწესრიგებული სახლი და ცოტა უხერხულია ხო, რომ კაცი დადის აქეთ-იქეთ სამსახურში, მერე მეგობრებთან. არა, ქალებს გვაქვს იმდენი საშუალება, რომ კაცები ისხდნენ სახლში, მიხედონ და ჩვენ ვარჩენთ“. რეალურად, გადაცემის სრულ ვერსიაში წამყვანები აცხადებენ, რომ ხუმრობენ და ასე ეხმიანებიან იმ სტერეოტიპებს, რომლებსაც ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, ქალების მისამართით ხშირად იმეორებენ. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა 2021 წლის 13 დეკემბერს გავიდა. გადაცემის მთავარი თემა თანამედროვე კაცები იყო. წამყვანებმა ხუმრობით გასცეს პასუხი კითხვას, თუ როგორი კაცები მოსწონთ მათ. ტელეწამყვანი მარიამ სანოგოც ამ ნაწილში საუბრობს იმ   მახასიათებლებზე, რაც თანამედროვე მამაკაცს უნდა ჰქონდეს. მონაკვეთის ბოლოს, წამყვანი ნატა ასათიანი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხუმრობენ: „მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ფრაზები ხშირად გაგვიგია ყოველგვარ ხუმრობას მოკლებული, მხოლოდ ერთი განსხვავებით-ქალების მისამართით“. წამყვანებმა აღნიშნეს, რომ ამ სტერეოტიპებით თაობები იზრდებოდა და თითქოს ნორმად არის აღქმული. 

ცნობისთვის, გადაცემის „The Talk შოუ“, რომელიც  ამერიკული  „The Talk“-ის ქართული ანალოგი იყო, წამყვანები სტეფანე მღებრიშვილი, რუსკა მაყაშვილი, ნატა ასათიანი, ნელი აგირბა და მარიამ სანოგო იყვნენ. ამჟამად, გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში აღარ გადის.

ამდენად, გადაცემიდან ის მონაკვეთია ამოჭრილი, სადაც წამყვანი ხუმრობს.   

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#რუსთავი 2
#მარიამ სანოგო
#The Talk შოუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა