• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლაზარე გრიგორიადისი საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივრო განცხადებას აკეთებს

დეზინფორმაცია: ლაზარე გრიგორიადისი საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივრო განცხადებას აკეთებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ტერენტი გლდანელი“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ლაზარე გრიგორიადისის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: „ჩემ ბერძენ ძმებს წინასწარ ვულოცავ ევროპაზე გავლას, საბერძნეთის ნაკრები დინამოზე ცეცხლს დაანთებს!“. მისი მტკიცებით, ლაზარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალურ მატჩზე საბერძნეთის ნაკრებს გულშემატკივრობს. ფოტო იდენტური წარწერით TikTok-ზეც გავრცელდა (1, 2). რეალურად, ლაზარე გრიგორიადისს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. აღნიშნული განცხადება არც ინტერნეტსივრცეში, ლაზარე გრიგორიადისის დედის, მამისა და ადვოკატის ოფიციალურ Facebook-გვერდებზე, არ გავრცელებულა.

წყაროს შესახებ:

ინტერნეტსივრცეში „ტერენტი გლდანელი“-ს სახელით Facebook-გვერდი და პირადი ანგარიში გვხვდება, რომლებიც მსგავსი შინაარსის განცხადებებს ხშირად აზიარებენ. Disinfoobserver-ის თანახმად, გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფილირებული პირების წინააღმდეგ მოქმედებს. გვერდზე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგო პოსტებიც ქვეყნდება. ამავდროულად, ჰომოფობიურ, სექსისტურ და სიძულვილი ენის შემცველ გზავნილებსაც ავრცელებს. ანგარიში მადისკრედიტირებელ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს ხშირად იყენებს. გვერდი საქართველოდან იმართება.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ლაზარე გრიგორიადისი საბერძნეთის ნაკრებს გულშემატკივრობს და მას გამარჯვება წინასწარ მიულოცა, არ დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
NATO
საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრები
ლევან ღვინიანიძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

    ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემ...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა