• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
უკრაინაში შშმ პირების სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება

უკრაინაში შშმ პირების სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულაცია

20/06/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4) უკრაინაში შშმ-პირების სამხედრო მობილიზაციასთან  დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, უკრაინაში შშმ პირების მობილიზაცია გრძელდება: „ინვალიდი ფეხების გარეშე!!! ომში!!! ქვეყანა 404“ - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, უკრაინაში მოქმედი კანონის მიხედვით, შშმ პირთა სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ. 

 

2022 წლის 24 თებერვლიდან,  რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის  დაწყების შემდეგ, უკრაინის სამხედრო სამსახურში 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს იწვევენ. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, 15 კატეგორია, რომლიდანაც  ერთ-ერთი პუნქტი  სწორედ  შშმ პირებს ეთმობა:  „I-III ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ან სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებელი პირები არ ექვემდებარებიან გაწვევას, შესაბამისი სამხედრო-სამედიცინო კომისიის (VLK) დასკვნის საფუძველზე“. 

ამავდროულად, სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ უკრაინის კანონის 23-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განსაზღვრულ ვადაში, მათი სურვილის შემთხვევაში შეიძლება გაიწვიონ სამხედრო სამსახურში, მაგრამ მხოლოდ მათ საცხოვრებელ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა გაწვევა, შშმ პირი უნდა გამოცხადდეს შესაბამის ოფისში და თან უნდა იქონიოს შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, ადვოკატი ივან ლიბერმანი აღნიშნავს, რომ III ჯგუფის შშმ პირებს აღენიშნებათ  მსუბუქი  დარღვევები, რაც ომის პერიოდში ხელს არ შეუშლით შეასრულონ ე.წ. „ალტერნატიული სამსახური“. „ალტერნატიული სამსახური“  გულისხმობს  არა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, არამედ-საბრძოლო ტექნიკის ამუშავებას, სანგრების გათხრას, საკვების მომზადებას და სხვ. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#შშმ პირების სამხედრო მობილიზაცია
#ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა