• ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გერმანულმა სატირულმა ჟურნალმა გარეკანზე ზელენსკის კარიკატურა გამოაქვეყნა

დეზინფორმაცია: გერმანულმა სატირულმა ჟურნალმა გარეკანზე ზელენსკის კარიკატურა გამოაქვეყნა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/06/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში როგორც რუსულ, ასევე ქართულ გვერდებზე ვრცელდებაფოტო, რომელიც თითქოს გერმანული სატირული ჟურნალის „ტიტანიკის“ გარეკანს ასახავს. მასზე გამოსახეულია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კარიკატურა წარწერით: “წარმატებული კონტრშეტევა თქვენს შარვალში."

აღნიშნული ფოტო ყალბია. ჟურნალი „ტიტანიკი“ თვეში ერთხელ გამოდის, შესაბამისად, იგულისხმება, რომ ეს კარიკატურა, როგორც სავარაუდო გარეკანზეა მითითებული, ივნისში გამოვიდა.

თუმცა, სინამდვილეში, გამოცემის ივნისის ნომერი განსხვავებულად გამოიყურება – გარეკანზე ვხედავთ დიდი რაოდენობით მხიარული ადამიანების ფოტოს, სათაურში კი ნათქვამია – "Frontex 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადის."

ამრიგად, ჟურნალ "ტიტანიკს" ზელენსკის კარიკატურა არ გამოუქვეყნებია. ამ დეზინფორმაციის მიზანია აუდიტორიას შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ დასავლეთში უკრაინისადმი მხარდაჭერა მცირდება და ეს, მათ შორის, გამოხატულია ადგილობრივ მედიაში უკრაინის თემაზე მსგავს დამცინავ პუბლიკაციებში.

ეს არ არის პირველი ასეთი დეზინფორმაცია – პროპაგანდისტებს ზელენსკის ყალბი კარიკატურები აქამდეც გაუვრცელებიათ.

მაგალითად, ჟურნალი "ტიტანიკი" ერთხელ უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში - კერძოდ, 2022 წლის ოქტომბერში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ "ტიტანიკის" გარეკანზე გამოქვეყნდა ზელენსკის კარიკატურა, სადაც იგი წარმოდგენილი იყო მტვერსასრუტის სახით, რომელიც შთანთქავს ფულს, იარაღს და სხვა მატერიალურ ფასეულობებს.

გარდა ამისა, რუსულმა პროპაგანდამ გააყალბა ისეთი სატირული ჟურნალების გარეკანები, როგორიცაა "Charlie Hebdo" (საფრანგეთი), "New European" (ბრიტანეთი), "El Jueves" (ესპანეთი), "Ananda Vitakan" (ინდოეთი).

ყველა ზემოაღნიშნული კარიკატურა ყალბი აღმოჩნდა და არცერთ ამ ჟურნალს ვოლოდიმირ ზელენსკის კარიკატურები გარეკანზე არ გამოუქვეყნებია.

----------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ღაზა
კარიკატურა
ლიზ ტრასი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა