• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ომს გაქცეული უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში შეუსაბამოდ იქცევიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ომს გაქცეული უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში შეუსაბამოდ იქცევიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/03/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც რამდენიმე ადამიანი სუპერმარკეტში შეუსაბამოდ იქცევა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს (მაგალითად, იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). როგორც ვიდეოზე დატანილ ტექსტშია მითითებული, ვიდეო პოლონეთშია გადაღებული და მისი მონაწილეები უკრაინელები (ომისგან გაქცეული ლტოლვილები) არიან. ვიდეო ომის შედეგად ლტოლვილად ქცეული უკრაინელების დისკრედიტაციასა და მოსახლეობაში მათი მიმღებლობის შემცირებას ემსახურება. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოს აქვს აღწერა - „ძალიან მალე ლატვიაში“, რაც ლატვიაში უკრაინელი ლტოლვილებისადმი უარყოფითი განწყობის შექმნის მცდელობაა. 

რეალურად გავრცელებული ვიდეო ძველია და უკრაინელ ლტოლვილებს საერთოდ არ უკავშირდება. ვიდეოს ავთენტურობა გადაამოწმეს უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც - „rebaltica.lv (Re:Check)” და პოლონურმა „demagog.org.pl”. მათ თანახმად, ფაქტს, რომ ვიდეო უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდს არ ემთხვევა, ადასტურებს ვიდეოში ნაჩვენები მაღაზიის დახლებზე გასაყიდად დადებული ხილი, რომელსაც სუპერმარკეტების აღნიშნული ქსელი თებერვალსა და მარტში არ ყიდის. ასევე, ვიდეოში ნაჩვენებ ზოგ ადამიანს თებერვალი-მარტის პერიოდისთვის საკმაოდ თხლად აცვია. 

ასევე, ზუსტად იდენტური ვიდეო გამოქვეყნებულია 2021 წლის ივნისში, რაც ადასტურებს, რომ ვიდეოს უკრაინა-რუსეთის ომთან ან უკრაინელ ლტოლვილებთან საერთო არაფერი არაფერი აქვს. მაგალითად, იხილეთ 2021 წელს გამოქვეყნებული იდენტური ვიდეოები ბმული 1-ზე  და ბმული 2-ზე. ამასთან, ერთ-ერთი ვიდეოს metadata-ს ანალიზი აჩვენებს, რომ ის 2021 წლის 6 ივნისს არის გადაღებული (იხილეთ ვიდეოს ბმული და metadata-ს ბმული).

 

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Ложная информация
дезинформация
მაქარაშვილი
ბუჩა
ლტოლვილები
პოლონეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა