• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კატარში ფეხბურთელის გულის შეტევა ვაქცინამ გამოიწვია

დეზინფორმაცია: კატარში ფეხბურთელის გულის შეტევა ვაქცინამ გამოიწვია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში  ვიდეომასალა ვრცელდება, რომელიც კატარის საფეხბურთო კლუბის, ელ-ვაქრას წევრის, უსმან კულიბალის გულის შეტევას ასახავს. ვიდეოზე ჩანს, რომ ფეხბურთელს გულის შეტევა მატჩის მიმდინარეობისას განუვითარდა, მასთან ექიმები მირბიან და სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ცდილობენ. Facebook-ზე გავრცელებული ამ ვიდეოს პოსტების ავტორები დამატებით ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შედეგად შეექმნა.   

იხ. Facebook-პოსტი

 

როგორც აღმოჩნდა, შემთხვევა 8 იანვარს, კატარულ გუნდებს - ელ-ვაქრასა და ერ-რაიანს შორის, დაპირისპირების დროს მოხდა. 32 წლის მალელ ლეგიონერს შეხვედრის 41-ე წუთზე გულის შეტევა განუვითარდა. კულიბალი მალევე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მატჩი გადაიდო. ფეხბურთელის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

აღნიშნული ინციდენტი  სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინას კატარშიც დაუკავშირეს. თუმცა, კლუბის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ კულიბალის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა ჰქონდა გაკეთებული და ბოლოს  ვაქცინაცია ინციდენტამდე 9 თვით ადრე ჩაიტარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი, მან ათეულობით საფეხბურთო შეხვედრა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებში დაფიქსირებული გულის შეტევები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან აქამდეც არაერთხელ დაუკავშირებიათ. თუმცა, უსაფუძვლო ცნობებს, რომ სპორტსმენებში გულის შეტევების რაოდენობა გაიზარდა და ეს ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული, ოფიციალური ორგანოები არ ადასტურებენ (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

-------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა

    ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომე...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა