• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბრაზილიის პარლამენტის წევრებს კოვიდსაავადმყოფო ცარიელი დახვდათ

დეზინფორმაცია: ბრაზილიის პარლამენტის წევრებს კოვიდსაავადმყოფო ცარიელი დახვდათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ბრაზილიის პარლამენტის წევრებს კოვიდსაავადმყოფო ცარიელი დახვდათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 23 ივლისს, Facebook-მომხმარებელმა Nino Asatiani-მა ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით - „ბრაზილიის პარლამენტის წევრები მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ 5 000 ინფიცირებული და 200 გარდაცვლილი ჰყავთ, შეიჭრნენ საავადმყოფოში. - საავადმყოფო ცარიელი დახვდათ!“. ვიდეო 2 წუთი და 19 წამი გრძელდება და მასში რამდენიმე შავმაისურიანი მამაკაცი ჩანს, რომლებიც სავარაუდოდ, მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შედიან. სინამდვილეში, პოსტში მოცემული მტკიცება, თითქოს ეს ადამიანები საავადმყოფოში შეიჭრნენ, სადაც კოვიდპაციენტები უნდა ყოფილიყვნენ და ის ცარიელი დახვდათ, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო რეალურია, თუმცა ინტერნეტსივრცეში ის დამახინჯებული თარგმანითა და კონტექსტით გავრცელდა. კონკრეტულ ვიდეოში რეალურად ბრაზილიელი პოლიტიკოსი ფილიპ პუბელი, რომელსაც შავი მაისური აცვია, ახალი კოვიდსაავადმყოფოს გახსნის შეფერხების გამო გამოხატავს უკმაყოფილებას და არა იმიტომ, რომ მასში თითქოს 5000 კოვიდპაციენტი უნდა ყოფილიყო და ის ცარიელი დახვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეო ინტრენეტსივრცეში ვირუსულად ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან ვრცელდება.

საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმა AFP Fact Check-მა ვიდეოს გადამოწმების დროს მისი გაცილებით დიდი, 54-წუთიანი ვერსია იპოვა, რომელიც 2020 წლის 28 მაისს ბრაზილიელი დეპუტატის ფილიპ პუბელის youtube-გვერდზე იყო გამოქვეყნებული. საავადმყოფოს ტერიტორიის დათვალიერების ვიდეო მან საკუთარ Facebook-გვერდზეც გააზიარა.

ვიდეოში, 20:52-ზე ჩანს ამ საავადმყოფოს დასახელებაც - Hospital De Campanha São Gonçalo. AFP Fact Check-მა სხვადასხვა პორტუგალიურ ონლაინ მედიაში რამდენიმე სტატია მოძებნა, რომლებიც კონკრეტული საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების შეფერხებასა და პუბელის მიერ საავადმყოფოს ტერიტორიის დათვალირებაზე წერდნენ.

ცნობისთვის, São Gonçalo-ს საავადმყოფო შვიდ საველე ჰოსპიტალს შორის ერთ-ერთია, რომელიც რიო დე ჟანეიროს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ააშენა. როგორც ბრაზილიური სააგენტო Agência Brasil წერდა, 200-საწოლიანი საავადმყოფო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებიდან გადაყვანილი კოვიდპაციენტებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

ვრცელი ვიდეოს ჩანაწერში, დეპუტატი პუბელი დასაწყისში ამბობს: „მე ახლა მივდივარ São Gonçalo-ს ჰოსპიტალში, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა არ გახსნილა. ჩვენ ერთად ჩავატარებთ შემოწმებას“. ხოლო მოგვიანებით, ვიდეოს 58-ე წამზე დეპუტატი ამბობს: „ამის გამო არ უნდოდათ, რომ შიგნით შემოვსულიყავი.... ეს დაწესებულება დღეს უნდა გახსნილიყო. თუმცა, შეხედეთ, აქ არაფერია მზად“. 

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პარლამენტის წევრებს საავადმყოფო, სადაც კოვიდპაციენტები უნდა ყოფილიყვნენ ცარიელი დახვდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ბრაზილიელი დეპუტატი ვიდეოში კოვიდსაავადმყოფოს მშენებლობის ვადების დარღვევის გამო გამოხატავს უკმაყოფილებას. 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბრაზილია
კოვიდსასტუმრო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა