• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ანტივაქსერები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ მანიპულირებენ

ანტივაქსერები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ მანიპულირებენ

ვერდიქტი: მანიპულირება

14/06/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

ანტივაქსერები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ მანიპულირებენ

ვერდიქტი: მანიპულირება

სოციალურ ქსელში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰომეოპათი თინათინ თოფურიას ვიდეო ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2). ვიდეო 2021 წლის 31 მაისს „სალტეს“ ეთერში გასული ინტერვიუს ფრაგმენტს წარმოადგენს. ეთერში თოფურიამ COVID-19-ისა და ვაქცინების შესახებ არაერთი მანიპულაციური და ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ფრაგმენტებში კი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების კამპანიასთანაა დაკავშირებული. 

 

კერძოდ, თოფურია ამტკიცებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლსა და მეუფე სპირიდონზე ტელევიზიებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხრიდან „დიდი ზეწოლა“ ხორციელდება. აღნიშნული ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სპირიდონმა თოფურიას და მის გუნდს ვაქცინაციასთან დაკავშირებით კონფერენციის მოწყობა სთხოვა. როგორც ის ირწმუნება, სპირიდონის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა და სიუჟეტების გაკეთება,  სწორედ კონფერენციის შემდეგ დაიწყეს, რადგან მიხვდნენ, რომ „სპირიდონი დიდი ძალაა“. გარდა ამისა, თოფურია ამტკიცებს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მიზანი ბავშვებზე ვაქცინის ექსპერიმენტების ჩატარებაა, რაც „უპატრონო ბავშვებთან“ ყველაზე მარტივად გამოუვათ. 

აღნიშნული მტკიცებები მანიპულაციურია, რადგან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მოვლენების კონტექსტის დამახინჯება და მათი, მეუფე სპირიდონის ვაქცინაციაზე დამოკიდებულებებთან და განცხადებებთან დაკავშირება, ხელოვნურად ხდება.

სინამდვილეში, ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არა ვაქცინაციის კამპანიას, არამედ სახალხო დამცველის აპარატისთვის ბავშვთა სახლის მონიტორინგში ხელის შეშლას მოჰყვა. 2021 წლის 16 აპრილს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ მიეცათ. 2021 წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 5 მაისის საჩივარი დააკმაყოფილა და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე, კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის.

2021 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.

ეფექტური მონიტორინგის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტი, 2018 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცეს და მათ პანსიონის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამასთან, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკსაც არ ჰქონია.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა ანგარიშშია მოცემული. ამასთან, აღნიშნული ანგარიშები, თავის მხრივ, ბავშვთა სახლებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებსა და ბენეფიციარებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. სწორედ, ანგარიშებში მოცემული ინფორმაცია და ძალადობის გამოვლენილი ფაქტები მეტყველებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის აუცილებლობაზე (ვრცლად პანსიონთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

ამრიგად, თოფურიას მტკიცება, თითქოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ვაქცინაციის შესახებ მეუფე სპირიდონის შეხედულებებს უკავშირდება, მანიპულაციაა. ასევე, მტკიცება, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მიზანი პანსიონის ბავშვებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაა, რეალურ საფუძველს მოკლებული შეთქმულების თეორიაა. 

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სოსო მანჯავიძე
ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა