• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ფეისბუკში“ გავრცელებული პოსტი - „ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს კულტურა არ გააჩნია“ - არის ყალბი ამბავი

„ფეისბუკში“ გავრცელებული პოსტი - „ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს კულტურა არ გააჩნია“ - არის ყალბი ამბავი

20/07/2018
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული პოსტი - „ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს კულტურა არ გააჩნია“ - არის ყალბი ამბავი.   რეზიუმე: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული პოსტი, წარწერით: „საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს არ გააჩნია კულტურა“, არის ყალბი ამბავი. აღნიშნული განცხადება ემანუელ მაკრონის ნათქვამის არასწორ თარგმანსა და ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელსაც ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსები და აქტივისტები მაკრონის თავდასასხმელად აქტიურად იყენებენ. სინამდვილეში, ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება შემდეგნაირად ჟღერს: „კულტურის დანაწევრებითა და მისი გარკვეული ასპექტების უარყოფით ვერ მივიღებდით დღეს არსებულ ფრანგულ კულტურულ სიმდიდრეს. ფრანგული კულტურა, როგორც ცალკე მდგომი სუბიექტი, არ არსებობს. საფრანგეთს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა აქვს. მე ამ კულტურიდან არ განვაგდებ გარკვეულ ავტორებს, მუსიკოსებს ან მხატვრებს იმ მიზეზით, რომ შეიძლება სხვა წარმოშობის იყვნენ“.   ანალიზი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ, გაავრცელა პოსტი, წარწერით: „საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს არ გააჩნია კულტურა“. სინამდვილეში, აღნიშნული განცხადება ემანუელ მაკრონის ნათქვამის არასწორ თარგმანსა და ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ზემოთ მოყვანილი განცხადება ემანუელ მაკრონის მიერ თებერვალში, წინასაარჩევნო პერიოდში, ქალაქ ლიონში წარმოთქმულ სიტყვას უკავშირდება. აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია მისმა ულტრა-მემარჯვენე ოპონენტმა, მარინ ლე-პენმა, მოახდინა, რაც მაკრონის წინააღმდეგ თავდასხმისათვის გამოიყენა. თუმცა, თუ საფრანგეთის პრეზიდენტის ნათქვამის სრულ ციტატას ვნახავთ, ნათელი ხდება, რომ მას მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. მაკრონის განცხადება სიტყვა-სიტყვით შემდეგნაირად ითარგმნება: „ჩვენი კულტურა, ნებაყოფლობითი შინაპატიმრობის მსგავსად, სხვა კულტურებს ვერ გაემიჯნება. კულტურის დანაწევრებითა და მისი გარკვეული ასპექტების უარყოფით ვერ მივიღებდით დღეს არსებულ ფრანგულ კულტურულ სიმდიდრეს. ფრანგული კულტურა, როგორც ცალკე მდგომი სუბიექტი, არ არსებობს. საფრანგეთს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა აქვს. მე ამ კულტურიდან არ განვაგდებ გარკვეულ ავტორებს, მუსიკოსებს ან მხატვრებს იმ მიზეზით, რომ შეიძლება სხვა წარმოშობის იყვნენ“ („Il n'y a pas de culture Française, Il n'y a pas une culture française, il y a une culture en France et elle est diverse.”). ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა და მათმა მხარდამჭერებმა განცხადებიდან უკონტექსტოდ ამოიღეს ერთი წინადადება, რომელსაც პროპაგანდის გამავრცელებლები დღემდე აქტიურად იყენებენ. ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ემანუელ მაკრონის „განცხადება“ არ შეესაბამება სიმართლეს. ის ნათქვამის არასწორ თარგმანსა და ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
თეგები:
გზების მოწყობა
მოგების გადასახადი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება
ვასო ურუშაძე
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა