ქორჩილავამ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გორში ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა. ახალი ერთეულისთვის, ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს 31 480 000 ლარია გათვალისწინებული. გორის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისთანახმად, საწვავის შესაძენად 109 900 ლარია გათვალისწინებული საკომუნიკაციო ხარჯებისთვის კი – 47 800 ლარი.
გასულ წლებში აღნიშნული მიმართულებით ხარჯები ასე ნაწილდებოდა: ქალაქ გორის მერიაწლები | საკომუნიკაციო ხარჯი (ლარი) | საწვავი (ლარი) |
2014 | 11 900 | 26 800 |
2015 | 18 563 | 37 421 |
2016 | 25 759 | 39 930 |
2017 | 24 234 | 44 926 |
გორის თემის მუნიციპალიტეტი
წლები | საკომუნიკაციო ხარჯი (ლარი) | საწვავი (ლარი) |
2014 | 5 326 | 17 700 |
2015 | 31 090 | 57 349 |
2016 | 40 461 | 54 938 |
2017 | 27 092 | 57 315 |
ორივე მუნიციპალიტეტში ერთად
წლები | საკომუნიკაციო ხარჯი (ლარი) | საწვავი (ლარი) |
2014 | 17 226 | 44 500 |
2015 | 49 653 | 94 770 |
2016 | 66 220 | 94 868 |
2017 | 51 326 | 102 241 |
2018 | 47 800 | 109 900 |
როგორც ცხრილებიდან ჩანს, გასულ წლებში საწვავისთვის ორივე მუნიციპალუტეტში ერთად არცერთხელ არ ყოფილა გაწერილი თანხა იმ ოდენობით, რამდენიც 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. რაც შეეხება საკომუნიკაციო ხარჯს, ახალ ერთეულში საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებისთვის ამ მიმართულებით ყველაზე მცირე თანხაა გათვალისწინებული, თუ არ ჩავთვლით 2014 წელს.
რაც შეეხება სოციალურ პაკეტს, 2018 წელის ბიუჯეტშიგორის მუნიციპალიტეტის მერიას ამ მიმართულებით გათვალისწინებული აქვს - 1 840 000 ათასი ლარი.
გასულ წლებში კი ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში ეს თანხა ასე ნაწილდებოდა:
წლები | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი | 435 000 ლ | 613 000 ლ | 820 000 ლ | 820 000 ლ |
თემის მუნიციპალიტეტი | 318 000 ლ | 933 000 ლ | 1 030 800 ლ | 896 000 ლ |
სულ | 753 000 ლ | 1 546 000 ლ | 1 850 800 ლ | 1 716 000 ლ |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური პაკეტის დაფინანსება მხოლოდ 2016 წლის მონაცემს ჩამორჩება (ორივე მუნიციპალიტეტში ერთად).
დასკვნა
სოციალური პაკეტის დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტში შემცირებული მხოლოდ 2016 წელთან მიმართებითაა, დანარჩენ სამ წელთან, მათ შორის 2017 წელთან შედარებით, დაფინანსება არ შემცირებულა. რაც შეეხება საკომუნიკაციო ხარჯებისთვის გათვალისწინებულ თანხას, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში წინა წლებთან შედარებით შემცირებულია (3 526 ლარით), ხოლო საწვავის ხარჯები - გაზრდილი (7 659 ლარით).
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ყოველწლიურად ნავთობზე ფასები პერიოდულად იცვლებოდა, 2017 წელს კი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, რა ღირებულებით შეიძინეს მუნიციპალიტეტებმა საწვავი კონკრეტულ მომენტში, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი აღარაა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბექა ქორჩილავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.