“უსაფრთხოების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს სხვადასხვა რეიტინგებით”.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების ინდექსს ყოველ წლიურად აქვეყნებს. აღნიშნული, შვეიცარიულ არაკომერციულ ფონდს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიო ქვეყნების კონკურენტუნარიანობას და ბიზნეს გარემოს აფასებს. ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, თითოეული ქვეყანა 119 კრიტერიუმით ფასდება. კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა, ნაწილი კი, ქვეყანაში ბიზნეს წრეების გამოკითხვის ანლიზის მიხედვით დგება. ქვეყნის უსაფრთხოების ინდექსიც სწორედ ადგილობრივი ბიზნესის გამოკითხვის შედეგად დგინდება. აღნიშნული თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.უსაფრთხოების დონე შემდეგი კომპონენტების გაერთიანების შედეგად განისაზღვრება: ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე, კრიმინალის და ძალადობის გავლენა ბიზნესზე, ორგანიზაციული დანაშაულის დონე ქვეყანაში და სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხი.
2017-2018წლის რეიტინგის მიხედვით საქართველო 138 ქვეყანას შორის 37-ე ადგილს იკავებს, რაც 2016-2017 წლის პოზიციას ცხრა ერთეულით ჩამორჩება. შემცირებულია ასევე უსაფრთხოების ქულაც 5.6-დან და 5.3-მდე.
ცხრილი 1:საქართველოს უსაფრთხოების რეიტინგი (2014-2017 წლები)
წელი | 2014-2015 | 2015-2016 | 2016-2017 | 2017-2018 | ||||||||
ადგილი | ქულა | ადგილი | ქულა | ადგილი | ქულა | ადგილი | ქულა | |||||
უსაფრთხოების დონე | 25 | 5.6 | 16 | 5.9 | 28 | 5.6 | 37 | 5.3 | ||||
ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე | 35 | 5.9 | 14 | 6.2 | 38 | 5.7 | 54 | 5.3 | ||||
კრიმინალის და ძალადობის გავლენა ბიზნესზე | 29 | 5.3 | 18 | 5.8 | 23 | 5.5 | 30 | 5.2 | ||||
ორგანიზებული დანაშაულის დონე | 27 | 5.8 | 17 | 6.2 | 26 | 5.8 | 38 | 5.4 | ||||
სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხი | 28 | 5.4 | 28 | 5.4 | 40 | 5.3 | 42 | 5.2 |
აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე აღნიშნულ რეიტინგში საუკეთესო პოზიციას 2015-2016 წლებში ვიკავებდით, როდესაც საქართველი მე-16 ადგილზე იყო. უსაფრთხოების ქულა კი 5.9 შეადგენდა. 2016-2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ აღნიშნულ რეიტინგში 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. უსაფრთხოების განმსაზღვრელ კომპონენტებს შორის განსაკუთრებით გაუარესებულია „ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე“ კომპონენტი, აღნიშნულ რეიტინგში საქართველომ 38-ე ადგილიდან 54-ე ადგილზე გადაინაცვალა. რაც შეეხება კრიმინალის და ძალადობის გავლენის კომპონენტს, 2016-2017 წლის მონაცემებით საქართველო 23-ე ადგილს იკავებდა, მიმდინარე წელს კი, 30-ე ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგი კომპონენტი სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხია, სადაც საქართველოს ადგილი რეიტინგში ორი ერთეულით გაუარესდა.
გარდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგს ადგენს ორგანიზაცია Numbeo.აღნიშნული ორგანიზაციის ინდექსი Numbeo-ს ვებგვერდის მომხმარებელთა გამოკითხვის საფუძველზე დგება, სადაც მთავარი კითხვა კრიმინალის დონის აღქმას ეხება.
Numbeo-ს 2017 წლის მონაცემების მიხედვით, 125 ქვეყანას შორის უსაფრთხოების ინდექსით, საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს. 2016 წელს, 117 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილს, 2015 წელს 147 ქვეყანას შორის მე-11 ადგილს იკავებდა. პირველ ათ ქვეყანას შორის იყო 2013-2014 წლებში.
აღსანიშნავია, რომ Numbeo-ს ინფორმაციით რთულია განისაზღვროს, რატომ გაუმჯობესდა ან გაუარესდა ქვეყნის პოზიცია, რადგან ყოველწლიურად იცვლება გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. მაგლითისათვის, 2017 წელს 125 ქვეყანა იქნა გაანალიზებული, 2016 წელს კი 117, შესაბამისად, საქართველოს ადგილი რის ხარჯზე გაუმჯობესდა ან გაურესდა რთული სათქმელია.
დასკვნაგლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის 2017-2018 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო 138 ქვეყანას შორის 37-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ წინა, 2016-2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 28-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2015-2016 წლის მონაცემებით მე-16-ს. მიუხედავად იმისა, რომ 137 ქვეყანას შორის 37-ე ადგილი, არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია, აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია უკვე ორი წელია უარესდება.
რაც შეეხება ორგანიზაცია Numbeo-ს, აქ უსაფრთხოების ინდექსით საქართველო (2017 წლის მონაცემების მიხედვით) 125 ქვეყანას შორის მერვე ადგილს იკავებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მღებრიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.