გლობალური კონკურენტუნარიანობის ბოლო, 2016-2017 წლის ანგარიშის მიხედვით,

წინა წლის მონაცემებთან შედარებით, რეიტინგში საქართველოს პოზიცია 7 ერთეულით გაუმჯობესდა და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა 59-ე ადგილზეა. თუმცა, გაუმჯობესებული ჯამური პოზიციის მიუხედავად, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, გლობალური კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი - უსაფრთხოების ინდექსი მკვეთრად გაუარესდა.

2014-2015 წლის მონაცემებით, აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილის იკავებდა, 2015-2016 წელს მე-16 ადგილზე გადაინაცვლა და რეიტინგში ადგილი ცხრა ერთეულით გაიუმჯობესა. 2016-2017 წლის ანგარიშის მიხედვით

კი, 28-ე ადგილზე  გადავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14 ერთეულით ჩამორჩება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიული არაკომერციული ფონდია, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობის და ბიზნეს გარემოს ანალიზს ყოველწლიურად აქვეყნებს. თითოეული წლის ანგარიში წინა წლის მონაცემებს ეყრდნობა.

აღნიშნული ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, თითოეული ქვეყანა 119 კრიტერიუმით ფასდება. კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა, ნაწილი კი, ქვეყანაში ბიზნეს წრეების გამოკითხვის ანალიზის მიხედვით დგება. ქვეყნის უსაფრთხოების ინდექსიც სწორედ ადგილობრივი ბიზნესის გამოკითხვის შედეგად დგინდება.

უსაფრთხოების დონე რამდენიმე კომპონენტის გაერთიანებით განისაზღვრება: ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე, კრიმინალის და ძალადობის გავლენა ბიზნესზე, ორგანიზებული დანაშულის დონე და ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხი.

ცხრილი 1:

საქართველოს უსაფრთხოების რეიტინგი (2014-2017 წლები)

წელი 2014-2015 2015-2016 2016-2017
ადგილი ქულა ადგილი ქულა ადგილი ქულა
უსაფრთხოების ინდექსი 25 5.6 16 5.9 28 5.6
ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე 35 5.9 14 6.2 38 5.7
კრიმინალის და ძალადობის გავლენა ბიზნესზე 29 5.3 18 5.8 23 5.5
ორგანიზებული დანაშუალის დონე 27 5.8 17 6.2 26 5.8
სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხი 28 5.4 28 5.4 40 5.3

როგორც ცხრილიდან ჩანს, წინა წელთან შედარებით მდგომარეობა ოთხივე კომპონენტში გაუარესებულია. სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხი უსაფრთხოების რეიტინგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2016-2017 წლის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებლის რეიტინგში საქართველო მე-40 ადგილის იკავებს და წინა წლის მონაცემს 12 ერთეულით  ჩამორჩება.

რაც შეეხება ბიზნესზე კრიმინალისა და ძალადობის გავლენის კომპონენტს, მიმდინარე წელს ეს მონაცემიც გაუარესებულია, თუმცა 2014-2015 წლის მაჩვენებელს არ ჩამორჩება. ანალოგიური მდგომარეობაა ორგანიზებული დანაშაულის რეიტინგის შემთხვევაშიც, რომლის მიხედვითაც საქართველო 26-ე ადგილს იკავებს და ცხრა პოზიციით ჩამორჩება 2015-2016 წლის მონაცემს. 14 ერთეულით არის გაუარესებული საქართველოს ადგილი ბიზნესზე ტერორიზმის გავლენის კომპონენტში - ამ მაჩვენებლით ქვეყანა 38-ე ადგილის იკავებს.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი