წთ-დან). „ჩვენთან, თითქმის ყველა სოფელში, ყოველწლიურად კეთდება საკმაოდ ძვირადღირებული პროექტები. 100 ათასზე ნაკლები არცერთ სოფელში არ იხარჯება“, - განაცხადა შათირიშვილმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თელავის მუნიციპალიტეტში სულ 24 სოფელია. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 24-ვე სოფელში 2016 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებს 1 704 273 ლარი მოხმარდა. აქედან, მშენებლობებზე 688 106 ლარი, პროექტების შესყიდვაზე 54 171 ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 961 996 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღილები და ქსელები განახლდა. ასევე, საბავშვო ბაღების, გზების და სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია განხორციელდა. რიგ სოფლებში გზები მოიხრეშა და გარეგანათებაც მოეწყო. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაფინანსდა.
ცხრილი 1: 2016წელს თელავის რაიონის სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები
ადმინისტრაციული ერთეული | თანხა |
აკურა | 288 026 |
ვანთა | 277 463 |
ბუშეტი | 261 984 |
ქვემო ხოდაშენი | 167 751 |
წინანდალი | 476 384 |
ნასამხრალი | 0 |
კისისხევი | 40 024 |
კონდოლი | 283 218 |
შალაური | 138 180 |
კურდღელაური | 342 192 |
გულგულა | 17 921 |
ვარდისუბანი | 417 530 |
იყალთო | 370 560 |
რუისპირი | 213 196 |
ნაფარეული | 45 689 |
სანიორე | 87 288 |
ჯუღაანი | 18 479 |
ართანა | 33 272 |
ფშაველი | 311 283 |
ლეჩური | 0 |
ყარაჯალა | 320 925 |
ლაფანყური | 112 135 |
ლალისყური | 22 254 |
თეთრიწყლები | 25 904 |
დასკვნა 2016
წელს თელავის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მართლაც განხორციელდა. აქედან 14 სოფელში შესრულებული სამუშაოების ღირებულება 100 ათას ლარს მართლაც აღემატება და 112 135-დან 476 384 ლარამდე მერყეობს. თუმცა, თელავის რვა სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 17 921-დან 87 288 ლარამდე დაიხარჯა (და არა 100 ათასზე მეტი, როგორც გამგებელი აცხადებს). ასევე, გასულ წელს თანხები არ გამოყოფილა სოფელ ლეჩურისა და ნასამხრალისთვის.
თელავის გამგეობის ინფორმაციით, 2017 წელს, მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯერ მხოლოდ 7 პროექტი განხორციელდა. მათი განმარტებით, სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებამგამოიწვია, რის გამოც პროგრამით გათვალისწინებულ 961 996 ლარს თელავის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს ვეღარ იღებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.